როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ფსიქოტიპი?

  • Luka
  • აპრილი 22, 2014

adamianebiამერიკელმა ფსიქოლოგმა სიუზენ დელინგერმა ჩამოაყალიბა ადამიანის 5 ძირითადი ფსიქოტიპი. მან თავის თეორიას უწოდა ფსიქოგეომეტრია, რადგან მისი ფსიქოტიპები ასოცირდებიან 5 ძირითად გეომეტრიულ ფიგურებთან. ფსიქოლოგების აზრით ადამიანებს იშვიათად აქვთ გამოხატული ერთი ფსიქოტიპი, უფრო ხშირად მათ ახასიათებთ 2-3 შერეული ტიპი, რომელთაგანაც ერთი ყველაზე ნათლად ვლინდება ცხოვრებაში.

 

ტესტი

როგორ განვსაზღვროთ რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი? მიეცით მას ფურცელი და კალამი და სთხოვეთ მას დახატოს 3 გეომეტრიული ფიგურა ხუთიდან (კვადრატი, სამკუთხედი, წრე, მართკუთხედი, ზიგზაგი). პირველი დახატული ფიგურა იქნება მისი ძირითადი ფსიქოტიპი, დანარჩენი ორი კი დამატებითი.

ამგვარი ტესტი შეიძლება ჩაუტაროთ მეგობრებს, თანამშრომლებს, გამოიყენოთ გასაუბრების დროს. მაგრამ თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამგვარი ტესტის ჩატარება და გსურთ სწრაფად ამოიცნოთ ადამიანის ფსიქოტიპი, მაშინ საჭიროა იცოდეთ ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ამა თუ იმ ფიგურას შეესაბამება.

პიროვნებასამკუთხედი
ისინი არიან ლიდერები ცხოვრების ყველა სფეროში, ბიზნესში, პოლიტიკაში. როგორ ამოვიცნოთ ისინი? მათ აქვთ ძვირი და გემოვნებიანი ჩაცმულობის მანერა, უყვართ პრესტიჟული ავტომობილები, მაღალ სოციალურ სტატუსზე მიმანიშნებელი ნივთები. მათ აქვთ უახლესი კომპიუტერული ტექნიკა, ძვირადღირებული სმარტფონები, მობილური ტელეფონები. უყვართ ელიტარული ალკოჰოლური სასმელები, სიგარები. სამუშაო ადგილი ძვირადღირებული აქსესუარებით აქვთ მოწყობილი. აფასებენ ხარისხს ყველგან და ყველაფერში. მათ საუბარში შესამჩნევია მბრძანებლური ხასიათის ელემენტები, სწრაფი და ზუსტი მეტყველების მანერა. არ უყვართ, როცა მათ ეწინააღმდეგებიან. თვლიან, რომ ისინი გარშემომყოფებზე უკეთ ერკვევიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, შეუძლიათ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ დროულად ინფორმირებულები. უყვართ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მათი სისუსტეა ზედმეტი ძალაუფლებისკენ სწრაფვა და პატივმოყვარეობა.

კონსერვატულიკვადრატი
კონსერვატულები და პედანტები. მათ ხშირად ვხვდებით ბუღალტერებსა და ადმინისტრატორებს შორის. ისინი ყოველთვის აკურატულად და სუფთად იცვამენ. უყვართ პრაქტიკული და მოხერხებული ტანსაცმელი. სამუშაო ადგილი მოწესრიგებულია, ყველაფერს საკუთარი ადგილი უკავია. უყვართ მაქსიმალურად ეკონომიური და პრაქტიკული ავტომობილები. ზუსტად იცავენ წესებს, ინსტრუქციებს, სტანდარტებს. შეუძლიათ და იციან დოკუმენტებთან მუშაობა. ყურადღებას აქცევენ ყველა წვრილმანს და დეტალს. თუ რაიმე სამუშაოს დაავალებთ, შეასრულებენ დროულად, იმ შემთხვევაშიც, თუ დაჭირდებად პირადი დროის უგულებელყოფა. საუბრის მანერა – წყნარი, ზედმეტი ემოციების გარეშე, ხანდახან მოსაწყენი გარშემომყოფთათვის.

კომუნიკაბელურიწრე
კომუნიკაბელურები, სიცოცხლით სავსე ადამიანები. მათთვის ურთიერთობა ცხოვრების უმაღლესი ღირებულებაა. უყვართ საზოგადოებრივი საქმიანობა, ისინი აგროვებენ ფულს დაბადების დღეებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის, აწყობენ კორპორატიულ და სხვა სახის ღონისძიებებს. მათ იციან მოსმენა და დახმარების გაწევა. ისინი შესანიშნავად ერკვევიან ადამიანის ფსიქოლოგიაში, ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებში. არიან ოპტიმისტები და ემოციურად მდგრადები. ისინი ყველაზე ხშირად სტუმრობენ სოც. ქსელებს. მათი სამუშაო ადგილში აურზაურია, მაგიდაზე უდევთ ოჯახის და მეგობრების სურათები, სუვენირები. უპირატესობას ანიჭებენ რბილ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. სწორედ მათ ჰყავთ შინაური ცხოველები, რომლებსაც სიამოვნებით უვლიან. უყვართ პატარა, ღია ფერის ავტომობილები. საუბრის მანერა – ემოციური. უყვართ და აქვთ იუმორის გრძნობა. მათ სისუსტედ ითვლება სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა.

შემოქმედიზიგზაგი
ეს არის ყველაზე შემოქმედებითი ფსიქოტიპი. ორიგინალურები და კრეატიულები, ავსებულნი არიან ახალი და საინტერესო იდეებით. ისინი არიან გამომგონებლები და შემოქმედი ნატურები. მათთვის მთავარი ცხოვრებისეული ღირებულებაა თვითრეალიზაცია. აქვთ არასტანდარტული აზროვნების უნარი, რაც ვლინდება ჩაცმულობის სტილში და სამოშაო ადგილში. სამუშაო მაგიდაზე სრული ქაოსია, რომელშიც ისინი კარგად ერკვევიან და პოულობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ. საუბრის მანერა – სწრაფი და ენერგიული. ისინი ცდილობენ თქვან ყველაფერი, რასაც ფიქრობენ და არ ანაღვლებთ ის, გაუგებენ თუ არა საერთოდ. ჩაცმულობა ან უცნაურია, ან ხაზგასმულია თეატრალური, არასტანდარტული სტილი. მოდის სამყაროში, შოუ-ბიზნესში, კინოში ბევრი ზიგზაგია. მათ უყვართ ყურადღების მიქცევა რაიმე უჩვეულო საქციელით, ნივთით და ა.შ.

არამდგრადიმართკუთხედი
ყველაზე არამდგრადი ფიგურა ფსიქოგეომეტრიაში. ისინი არიან ბავშვები, მოზარდები და სხვა ფიგურები სტრესულ სიტუაციებში. მაგრამ ზოგი ადამიანი იმდენადაა დამოკიდებული სხვის აზრზე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მართკუთხედად რჩება. ეს არის ზრდის ფიგურა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მათ ბევრი რამ არ ესმით, ხშირად სვამენ შეკითხვებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით. ისინი ყურადღებით ისმენენ სხვადასხვა სახის განმარტებებს, კითხულობენ სხვა ადამიანების კომენტარებს და აზრებს. მათ არ აქვთ ფორმულირებული საკუთარი აზრი, ამიტომ სიამოვნებით იღებენ სხვისას. ჩაცმულობის სტილიც მიმბაძველობითი ხასიათისაა, ხშირად ცვალებადი. სამუშაო ადგილიც ცვალებადია – დილით სრული წესრიგი, საღამოს აურზაური. ავტომობილებს ირჩევენ შემდეგი პრინციპით – რითი დადიან დანარჩენები. ხშირად ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
როცა სხვა ფიგურები ვარდებიან სტრესულ მდგომარეობაში, ისინი ხდებიან არამდგრადი მართკუთხედები. მაგალითად, ძლიერი და ძლევამოსილი სამკუთხედები იწყებენ სმას, კვადრატები ხდებიან მოუწესრიგებლები და არააკურატულები, წრეები საკუთარ თავში იკეტებიან, ზიგზაგები კი სხედან სავარძლებში და ფანჯარაში ან ჭერში იყურებიან და არ უნდათ რამის კეთება.

ახლა თქვენ სწრაფად შეგიძლიათ ამოიცნოთ მეგობრის, ახლობლის ან უბრალოდ ქუჩაში შემხვედრი ადამიანის ფსიქოტიპი.

წინა «
შემდეგი »