iPhone-ში ზარების ჩაწერა უფასოდ

  • lasha117
  • დეკემბერი 7, 2011

ამ პოსტში დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ უნდა ჩავწეროთ კომპანია apple-ის პროდუქტ iphone-ში ზარები უფასოდ. საქმე იმაშია, რომ ამ ტელეფონზე, როგორც წესი, ზარების ჩაწერა არის ფასიანი. ზარის ჩასაწერად აუცილებელია, რომ თქვენი მობილური ტელეფონი USB პორტის საშუალებით მიერთებული იყოს კომპიუტერთან. ასევე აუცილებელია, რომ კომპიუტერზე გეყენოთ პროგრამა Itunes. ვერსიას არ აქვს მნიშვნელობა.

    ინსტრუქცია:

1. აირჩიეთ სასურველი მუსიკალური ფაილი, რომლისგანაც გსურთ ზარის შექმნა. დააჭირეთ მაუსით ერთხელ ამ მუსიკალურ ფაილზე და მაუსის მარჯვენა ღილაკით გახსენით მენიუ. მენიუში აირჩიეთ ფუნქცია Get Info;

2. მენიუს გახსნის შემდეგ გადართეთ Option კატეგორიაზე. გადართვის შემდეგ გამოჩნდება ამოჭრის ველი, სადაც მონიშვნის შემდეგ თქვენ სურვილისამებრ ირჩევთ ადგილს, თუ საიდან სადამდე უნდა მოიჭრას მუსიკალური ფაილი. არჩევანის გაკეთების შემდეგ დააჭირეთ ბრძანება OK-ს;

3. OK-ზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად დაბრუნდებით მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იქ, სადაც თქვენი შერჩეული სიმღერაა განთავსებული. მაუსზე მარჯვენა ღილაკის დაჭერით გამოიტანეთ დამხმარე მენიუ და აირჩიეთ Create ACC Version;

4. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ მუსიკალურ ბიბლიოთეკაში თქვენი რჩეული სიმღერის ქვემოთ გაჩნდება ანალოგიური მუსიკალური ფაილი, თუმცა დააკვირდით, მისი სიგრძე იქნება ნაკლები, რადგან ეს უკვე გამზადებული ამოჭრილი ზარია;

5. მიღებული ფაილი გადმოწერეთ თქვენს კომპიუტერში. მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აირჩიეთ ფუნქცია Rename, ანუ სახელის გადარქმევა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს მიერ გადმოწერილი ფაილი იქნება m4a გაფართოების. სახელის გადარქმევით თქვენ უბრალოდ ბოლოში მყოფი ასო ”a” გადააკეთეთ ”r”-ზე. ამით შეიცვლება მისი ფორმატი და თქვენი iphone შეძლებს მის აღქმას;

6. ამოკეცეთ პროგრამა Itunes და მის მენიუში Music-იდან გადართეთ Ringtone-ზე. გადართვის შემდეგ თქვენს კომპიუტერში მყოფი ფორმატშეცვლილი მუსიკალური ფაილი ჩააგდეთ პროგრამაში;

7. გადადით სინქრონიზაციის ველში, რომელიც გამოტანილია itunes-ში. გადასვლის შემდეგ გაჩნდება ისეთივე მენიუ, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. გადართეთ Ringtone მენიუზე. გადართვის შემდეგ ჩამონათვალში გამოჩნდება თქვენს მიერ ჩაგდებული მუსიკალური ფაილი. მონიშნეთ იგი და დააჭირეთ სინქრონიზაციას. თუ პროგრამის ძველი ვერსია გაქვთ, მაშინ უბრალოდ მონიშნეთ all ringtones და ისე გააკეთეთ სინქრონიზაცია.

ზარი დამატებულია თქვენს ტელეფონში. ამის შემდეგ უბრალოდ შედით ზარის დაყენებაში და აირჩიეთ სასურველი ზარი.
დაიმახსოვრეთ, რომ ამ ყველაფრის შესრულების დროს ტელეფონი დაკავშირებული უნდა იყოს კომპიუტერთან.

წინა «
შემდეგი »