როგორ ავაწყოთ კატის სახლი?

  • commail.comedyin
  • April 4, 2014
  • 0

კატის სახლიჩვენ შინაურ კატებს უყვართ მოსახერხებელი ადგილები. საჭიროა რომ ის იყოს განცალკევებული გარემოსგან, ამიტომ მათთვის მოიფიქრეს სპეციალური სახლები რომლებიც ყველა მხრიდან არიან დახურულნი. ისინი სიმაღლეზე არიან მოთავსებულნი, მაგრამ შეიძლება თვითონაც ააწყოთ სახლი კატისთვის.

 

 

 

მუყაოს მილითუ თქვენ რამოდენიმე ხნის წინ გქონდათ რემონტი ან აყარეთ იატაკი შეიძლება დაგრჩენოდათ მუყაოს მილები. დასაწყისისთვის ვხერხავთ მილს ის უნდა იყოს გრძელი თითო ნაჭერი ნახევარი მეტრი. შემდეგ ვაკეთებთ 7-10 სანტიმეტრის ჭრილებს (ისეთს როგორიც პირველ და ბოლო სურათზეა). კატებისთვის დახურულ მილში ყოფნა უფრო არა სასიამოვნოა თან ამოჭრილი ნაწილი მილის ფიქსაციისთვის გამოგვადგება.

 

კედლებიშემდეგ სახლის კედლებს ვალამაზებთ. შეგიძლიათ “შპალიერი” ან რამე ნაჭრები მიაკრათ. სჯობს გააკეთოთ საფარი (ეგრედწოდებული ჩიხოლი) რომლის გასარეცხად მოხსნა იქნება შესაძლებელი. ქვედა ნაწილისთვის ვკერავთ მატრასს.

 

 

კატავამოწმებთ სახლის გამძლეობას. თუ თქვენი კონსტრუქცია იქანავებს კატა იქ არ დაიძინებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ქვედა ნაწილი კარგად დაამაგრეთ. დადგით სახლი კარადაზე ან სხვა შემაღლებულ ადგილზე. არ დადოთ სახლი იქ სადაც ხალხი ხშირად მოძრაობს. ახლა კი შეგიძლიათ სახლი მეპატრონეს გააცნოთ.

წინა «
შემდეგი »