როგორ გამოვიყენოთ ლიმონის ცედრა ჯანმრთელობისათვის?

  • commail.comedyin
  • აპრილი 2, 2014

ლიმონიხშირად, როცა ლიმონს ვყიდულობთ, ვიყენებთ მხოლოდ წვენს ჩაისათვის არომატის მისაცემად, ლიმონის კანს კი ვაგდებთ. საწყენია რადგან ლიმონის კანი ძალიან სასარგებლოა.

 

 

 

გახეხილი ლიმონილიმონის ცედრა არის ვიტამინები წყარო (A, C, P) მასში აგრეთვე შედის ეთერ ზეთები, პექტინის მჟავა, კალიუმი და ფოსფორი. კიდევ ბევრი სასარგებლო ნივთიერების ჩამოთვლა შეიძლება. ლიმონის ცედრა ასევე ცნობილია იმით, რომ მას აქვს ანტიბაქტერიალური და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები. მისი დახმარებით ორგანიზმი ებრძვის ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას პირის ღრუში. გამოდის, რომ ცედრა არამარტო სპობს ბაქტერიებს, არამედ სუნთქვსაც სასიამოვნოს ხდის.

ლიმნის კანითუ მადასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, დაღეჭეთ ლიმონის კანი, მისი საშუალებით გამოიყოფა კუჭის წვენი და ცოტა ხნის შემდეგ მადა დაგიბრუნდებათ, ამასთან მოგვარდება სხვადასხვა პრობლემა საჭმლის მონელებასთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით. რამოდენიმე ლიმონი გახეხეთ რბილობამდე, დაამატეთ შაქარი (ერთი-ერთზე), კარგად აურიეთ, ჩადეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში, ასეთი სახით ცედრა თვეობით ინახება.

ლიმონი ნაყინშითუ ლიმონის კანის ღეჭვა არ გსიამოვნებთ, დაამატეთ სხვადასხვა კერძებში. უფრო ხშირად ლიმონის ცედრას იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის, სალათების, სასმელების დასამზადებლად. შეიძლება გავაკეთოთ ლიმონის ცედრის მურაბა და დავუმატოთ ჩაის.

 

ცედრამაგრამ დადებით თვისებებთან ერთად ლიმონის ცედრას აქვს უარყოფითი თვისებაც. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაწუხებთ წყლულოვანი დაავადება, ნუ მიიღებთ ცედრას. დიდი რაოდენობით ცედრის მირთმევა არავისთვისაა რეკომენდიერებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ასევე უარყოფითად იმოქმედოს კბილის ემალზე. თუ ორგანიზმს აქვს მომატებული მჟავიანობა, მაშინ ლიმონის ცედრის მიღება შეზღუდეთ მინიმუმამდე, ანდა უარი თქვით მასზე.

წინა «
შემდეგი »