McDonald’s

  • Elene-GGS
  • ივლისი 3, 2012

ალბათ ყველასათვის ცნობილია რესტორნების ქსელი-McDonald’s, თუმცა მისი შექმნის ისტორია ცოტამ თუ იცის. მე პირადად მისი მუდმივი სტუმარი ვარ თუმცა ვიცი რა მავნებელია თითოეული ადამიანისათვის McDonald’s საკვების მუდმივი მიღება.

მაშ ასე: კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ-მაკდოლადსებმა.

1954 წელს რეი კროკმა ძმებისგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება და სწორედ კროკმა გახსნა 1955 წელს მაკდონალდსის პირველი რესტორანი, რომელიც ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში მდებარეობდა.. 1955 წელს კროკმა კომპანია დაარეგისტრირა როგორც McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation.

2009 წლისთვის მაკდნალდსის სავაჭრო ნიშნის ქვეშ 118 ქვეყანა და 32 060 რესტორანი მოექცა, აქედან 14000 აშშ-ში მდებარეობდა. 25 578 რესტორანი იმართება ფრანჩაიზინგის პრინციპით, შედეგად – რესტორნების ასორტიმენტი და ზომები მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში. ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება წარმოებულია ადგილობრივ ბაზარზე.

მსოფლიო მედიკოსთა აზრით მაკდონალდსი ბავშვებში სიმსუქნესა და შაქრიან დიაბეტს იწვევს. აშშ-ში 550ზე მეტმა მუშაკმა ხელი მოაწერა McDonald’s ხელმძღვანელობისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელშიც ისინი ბავშვის საკვებიდან მავნე ნივთიერების ამოღებას მოითხოვენ, 18 მაისს კი ეს წერილი 18-მა უმსხვილესმა გაზეთმა გამოაქვეყნა, სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ საბავშვო საკვებში შეზღუდვები შეიტანა, ამ სანქციების მიხედვით მაკდონალდს არ აქვს უფლება გაყიდოს happy meal. მსოფლიო მედიკოსთა პროტესტს ქართველი მედიკოსებიც შეუერთდნენ, თუმცა ისინი ამ ინფორმაციაზე რეაგირებას არ ახდენენ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ოფიციალურ ცნობად არ ითვლება.

ექიმები კი გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკაოთ ასეთი საკვებისგან, ისინი აცხადებენ რომ ეგრეთწოდებული fast food ადამიანისათვის მავნებელია და იწვევს სიმსივნეს. მე ყველას მოგმართავთ რომ მაქსიმალურად შეეცადოთ ასერთი საკვებით იშვიათად იკვებოთ, და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას

წინა «
შემდეგი »