როგორ დავამზადოთ კოქტეილი “პინა კოლადა”?

  • An'na
  • April 19, 2014
  • 0

პინა კოლადაპინა კოლადა არის გემრიელი და ტკბილი კოქტეილი, რომელსაც ამზადებენ რომით, ქოქოსის კრემით და ანანასის წვენით. პინა კოლადა 1978 წლიდან პუერტო-რიკოს ოფიციალური სასმელია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გასინჯოთ იგი სახლშიც. ამისათვის საჭიროა ამ მარტივი ნაბიჯების შესრულება.

 

 

მეთოდი 1:

ინგრედიენტები:

  • 60 მლ. თეთრი რომი
  • 1 ანანასის ნაჭერი
  • 30 მლ. ქოქოსის კრემი
  • ერთი ჭიქა დაფშხვნილი ყინული
  • 90 მლ. ანანასის წვენი

ნაბიჯი 1 – პინა კოლადა:

ჩაყარეთ ერთი ჭიქა დაფშხვნილი ყინული ბლენდერში. დაფშხვნილი ყინული უფრო ადვილად აითქვიფება.

 

ყინული

ნაბიჯი 2 – პინა კოლადა:

დაამატეთ 30 მლ. ქოქოსის კრემი ბლენდერში.

 

ქოქოსის კრემი

ნაბიჯი 3 – პინა კოლადა:

დაამატეთ 60 მლ. რომი ბლენდერში. ეს ალკოჰოლი დაუმატებს თქვენს სასმელს ძალას.

 

ალკოჰოლი

ნაბიჯი 4 – პინა კოლადა:

დაამატეთ 120 მლ. ანანასის წვენი.

 

ანანასის წვენი

ნაბიჯი 5 – პინა კოლადა:

ჩართეთ ბლენდერი საშუალოზე და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად. პინა კოლადა უნდა იყოს გლუვი, ტკბილი და კრემიანი.

 

პინა კოლადა

ნაბიჯი 6 – პინა კოლადა:

ჩაასხით “პინა კოლადა” ჭიქაში.

 

პინა კოლადა ჭიქაში

ნაბიჯი 7 – პინა კოლადა:

შეამკეთ სასმელი ანანასის ნაჭრის ჭიქაზე დამაგრებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბალი. მიირთვით ეს გემრიელი სასმელი ზაფხულის ცხელ დღეებში.

 

პინა კოლადა

 

მეთოდი 2:

ინგრედიენტები:

  • 90 მლ. ქოქოსის კრემი
  • 180 მლ.  ანანასის წვენი
  • 45 მლ. ძლიერი კრემი
  • 60 მლ. რომი
  • 2 ჭიქა  ყინული
  • 1 ალუბალი

 

ნაბიჯი 1 – პინა კოლადა:

ჩაყარეთ 2 ჭიქა ყინული ბლენდერში და ჩართეთ მაღალზე.

ბლენდერი

ნაბიჯი 2 – პინა კოლადა:

დაამატეთ  90 მლ. ქოქოსის კრემი,180 მლ. ანანასის წვენი, 45 მლ. ძლიერი კრემი და 60 მლ. რომი.

ananasis-wveni

ნაბიჯი 3 – პინა კოლადა:

აურიეთ ინგრედიენტები მაღალზე 15 წამის განმავლობაში, სანამ იგი არ გახდება სქელი, გაყინული მასა.

გაყინული პინა კოლადა

ნაბიჯი 4 – პინა კოლადა:

ჩაასხით ჭიქაში. ნებისმიერი ჭიქა გამოდგება, თუმცა შეარჩიეთ ლამაზი ჭიქა “პრეზენტაციისთვის”

 

pina-kolada-chiqashi

ნაბიჯი 5 – პინა კოლადა:

მორთეთ ჭიქა ალუბლით და საწრუპით. უკეთესი იქნება თუ საწრუპით დალევთ.

პინა კოლადა ალუბლით

 

 მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით
წინა «
შემდეგი »