როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი კანისთვის?

  • An'na
  • აპრილი 28, 2014

ქოქოსის ზეთიწინა პოსტში აღვწერე თუ როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის, ახლა კი ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის და ტანისთვის.

ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის

ი 1 – ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის:

დაიბანეთ სახე კარგად, შეიშხურეთ სახეზე წყალი და შემდეგ რბილი პირსახოცით ფრთხილად მოიწმინდეთ. ეცადეთ კანი არ აიქერცლოს, თორემ ეს გამოიწვევს სერიოზულ დაზიანებებს.

ნაბიჯი 2 – ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის:

წაისვით ზეთი თვალების ქვეშ და ქუთუთოებზე და კარგად შეიზილეთ. ქოქოსის ზეთი არის ძალიან კარგი თვალებისა და ქუთუთოებისათვის. იგი ატენიანებს თხელ კანს, აღიავებს მუქ წრეებს და აქრობს ნაოჭებს. წაისვით მცირე რაოდენობა ქოქოსის ზეთისა, გასაკუთრებით კი იმ ადგილებში სადაც ნაოჭებია.

  • თქვენ დაახლოებით გჭირდებათ მარცვლის ზომის რაოდენობა თითოეული თვალისთვის. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი!
  • ეცადეთ ქოქოსის ზეთი არ მოგხვდეთ თვალზე, თორემ თვალები ცოტა ხნით ბუნდოვანი გახდება!

თვალები

 

 

ნაბიჯი 3 – ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის:

წაისვით ქოქოსის ზეთი სხვა გამომშრალ ადგილებზეც. თუ ზეთის წასმას გადაწყვიტავთ ნაჭრით, მაშინ ის უნდა იყოს ძალიან რბილი და ამავდროულად ზედ უნდა წავუსვათ ძალიან მცირე რაოდენობის ზეთი და შემდგომ დავიზილოთ ამ ნაჭრით შერჩეული ადგილი წრიული მოძრაობით ნაზად. ამ ნაჭრით შეგიძლიათ ზეთი წაისვათ თვალებს შუა, საფეთქლებზე და ა.შ.

ნაბიჯი 4 – ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის:

წაისვით ქოქოსის ზეთი ტუჩებზე. გაუფილტრავი ზეთი დამსკდარ ტუჩებს გახდის რბილს. სინამდვილეში ქოქოსის ზეთიც საკვებია და არ უნდა ვიდარდოთ იმაზე თუ ცოტა გადაგვეყლაპება. ფაქტია რომ, ამ ზეთის დალევა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ქოქოსის ზეთი

ნაბიჯი 5 – ქოქოსის ზეთი სახის კანისთვის:

გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი, როგორც სახის კრემი. წაისვით ზეთი სახეზე შხაპის ან უბრალოდ სახის დაბანვის შემდეგ. დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ კანი შეიწოვს ზეთს. თქვენ მცირე რაოდენობის ზეთი დაგჭირდებათ რომ მთელ სახეზე წაისვათ.

ქოქოსის ზეთი ტანის დასატენიანებლად

ნაბიჯი 1 – ქოქოსის ზეთი ტანისთვის :

წაისვით ქოქოსის ზეთი შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ. კანი უფრო დამყოლი იქნება და ადვილად შეიწოვს.

ტანი

ნაბიჯი 2 – ქოქოსის ზეთი ტანისთვის:

გამოიყენეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი მკლავების დასატენიანებლად. ამოიღეთ კოვზით ზეთი და წაისვით მკლავზე, ამისათვის კი დაიხმარეთ მეორე ხელი. დაიზილეთ ხელი სანამ ზეთს მთლიანად არ შეიწოვს და კანი არ გახდება გლუვი. გაიმეორეთ მეორე ხელზე.

 

ნაბიჯი 3 – ქოქოსის ზეთი ტანისთვის:

წაისვით ორი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი ფეხების დასატენიანებლად. წაისვით ზეთი ბარძაყებზე, მუხლებთან არეში და სხვ. იზილეთ ზეთი სანამ არ შეიწოვება. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე.

 

ნაბიჯი 4 – ქოქოსის ზეთი ტანისთვის:

წაისვით ქოქოსის ზეთი ნებისმიერ ადგილას: მუცელზე, მკერდზე და სხვა. ქოქოსის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ლოსიონი.

სხეული

 

ნაბიჯი 5 – ქოქოსის ზეთი ტანისთვის:

ეს პროცესი სულ 15 წუთს გასტანს და თუ გნებავთ რომ თქვენი ტანისამოსი არ დაისვაროს, ჩაიცვით საბანაო ხალათი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.