როგორ ავარჩიოთ ჩოგანი (დამწყებისთვის)

  • Luka
  • აგვისტო 9, 2012

თუ თქვენ აპირებთ ჩოგბურთის შესწავლას ან გინდათ უბრალოდ თამაში, უნდა აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ჩოგანი მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად. ამისთვის სასურველია გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

ჩოგნის სიგრძე

დიდებისთვის განკუთვნილია ჩოგანი სიგრძით 69 სანტიმეტრი. არსებობს უფრო დიდი ჩოგნებიც, მაგრამ ისინი მოითხოვენ უფრო ხარისხიან თამაშს, ამიტომ ამ ეტაპზე მათი შეძენა არაა საჭირო.ჩოგნის სიმების (რკალის) ფართობი. დამწყებისთვის ჯობია აირჩეს ჩოგანი, რომლის სიმების (რკალის) ფართობი არ აღემატება 670 კვ.სმ-ს. ასეთი ჩოგანი ყველაზე ხელსაყრელია ამ შემთხვევაში: სწორდება ხარვეზები იმ შემთხვევაში, თუ ბურთი არ ხვდება ჩოგნის ცენტრს და მცირდება დატვირთვა სახსრებზე.

ჩოგნის წონა

მძიმე ჩოგნების დახმარებით შესაძლებელია გაიზარდოს დარტყმის ძალა, მაგრამ ეს ცუდად აისახება დარტყმის სიზუსტეზე. ამიტომ თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ბურთის საჭირო ადგილას გაგზავნა (დამიზნება), სჯობს აირჩიოთ ჩოგანი, რომლის მასა არ აღემატება 275 გრამს. ასეთი ჩოგნის მოქნევა უფრო ადვილია და ამასთანავე ის არ დაძაბავს ხელის მტევანს. რათქმაუნდა ასეთი ჩოგნით ვერ შეძლებთ ბურთის ძალიან ძლიერად გაგზავნას, მაგრამ დასაწყისისთვის საჭიროა ისწავლოთ შეცდომების გარეშე თამაში და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგეძლებათ გაზარდოთ ბურთის სიჩქარე და ძალა.

ჩოგნის სახელური

მიჩნეულია, რომ სახელურის სისქე უნდა იყოს ისეთი, რომ დაჭერისას თითებსა და ხელისგულს შორის იყოს 1,5-2 სანტიმეტრი, მაგრამ გირჩევთ აირჩიოთ ისეთი ჩოგანი, რომელიც მოსახერხებელია დასაჭერად და თითები და მტევანი ძალიან არ იჭიმება. ამავე დროს სახელურის სიგრძე უნდა გყოფნიდეთ იმისთვის, რომ შეძლოთ ჩოგნის ორი ხელით დაჭერა. ეს შეიძლება გამოგადგეთ მაშინ, როცა ასრულებთ დარტყმას ორივე ხელით ბექჰენდიდან. ბექჰენდი- ეს არის დარტყმა მოუხერხებელი ადგილიდან, ანუ მემარჯვენისთვის-მარცხნიდან, ხოლო ცაციასთვის-მარჯვნიდან.

 

წინა «
შემდეგი »