Sasmung Galaxy S5-განხილვა

  • Gigabokuchava
  • April 24, 2014
  • 0

სამსუნგ გალაქსიჩვენ დღეს გავიცნობთ Samsung Galaxy S5-ს რომელიც Samsung – ის კიდევ ერთი სიახლეა, ეს არ არის უბრალო სმარტფონი, ეს არის 2014 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლე სამსუნგისგან.

S4- ისგან განსხვავებით ახალ მოდელს ბევრი რამ გამოარჩევს, მას აქვს სითხისგან დაცვის სისტემა, ასევე ხელმისაწვდომია ეკონომიური რეჟიმიც. ეს არის ძირითადი ცვლილებები, თუმცა არის უამრავი წვრილმანი სიახლეც. ეკრანის ზომა გაიზარდა 5.1 ინჩამდე, მისი გარჩევადობა არის Full HD, ახალი მოდელის დიზაინი მართლაც საკამათო დეტალია, კორპუსი პლასტმასის არის, ხოლო უკანა მხარე რეზინის მაგვარი, ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია 2 GB-იტით. შიდა მეხსიერება 16 ან 32 GB. Android ვერსია 4.4.2. აღჭურვილია 16 მეგაფიქსელიანი თვალით, რომელსაც შეუძლია გადაიღოს Ultra HD გარჩევადობით.

კამერა მართლაც სწრაფია და კარგი. დამატებულია ახალი ეფექტები. განახლება ასევე შეეხო ბევრ სტანდარტულ აპლიკაციას შეტყობინებს, Audio Player-ს და ა.შ ასევე დაამატეს გულის ცემის მაჩვენებელიც ის განთავსებულია უკანა კამერასთან, თუ რამდენიმე წამით დაადებთ მაჩვენებელს თითს, თქვენ გაიგებთ თქვენი პულსის მაჩვენებელს. ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია ყველასთვის ვისთვისაც სულ ერთი არ არის მისი ჯანმრთელობა Sasmung Galaxy S5 არის კარგი სიახლე, მაგრამ არა რევოლუცია, ეს არის ევოლუცია.

Samsung Galaxy S5 Vs Iphone 5S

სამსუნგი და აიფონი

ექსპერტებმა უკვე მოასწრეს ამ ორი მობილურის ერთმანეთთან შედარება. Iphone 5S წონით ნაკლებია მისი წონა 112 გრამია ხოლო სამსუნგის 145 გრამი. რაც შეეხება ეკრანის ზომას ორივეს ზომა 5.1 ინჩია Iphone 5 ის ყველაზე დიდი შიდა მეხსიერება შეადგენს 64GB, ხოლო რაც შეეხება Samsung-ს 32GB,რაც შეეხება კამერას Iphone 5S კამერა 8 მეგაფიქსელია ხოლო სამსუნგის 16 მეგაფიქსელი. ეს მხოლოდ მცირე დეტალებია დაველოდოთ სამსუნგის ახალ მოდელს და თქვენ თვითონ განსაჯეთ თუ რომელი სჯობს.

წინა «
შემდეგი »