Google

Screenshot–ის გადაღება (Windows)

დაწერილია:November 6, 2011
კომენტარები დახურულია

Screenshot–ის გადაღება (ხანდახან მას უწოდებენ Print Screen) არ არის რთული საქმე და მისი გაკეთება სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი.

Screenshot – (სქრინშოტი)

Print Screen – (პრინტ სქრინ).

Screenshot – ის გადაღების ყველაზე გავრცელებული და მუშა ვარიანტია სწორედ ღილაკი Print Screen – ის გამოყენება. აღნიშნული მოთოდი მუშაობს windows – ის ყველა ვერსიაზე – windows 95-დან დაწყებული, windows 7–ის ჩათვლით.

Print Screen – ის ღილაკი მდებარეობს, როგორც წესი კლავიატურის ზედა მარჯვენა ნაწილში, F12 ღილაკსა და Scroll Lock–ს შორის. ლეპტობებზე თქვენ უნდა გამოიყენოთ Fn ან Function იმისათვის რომ ისარგებლოთ Print Screen ღილაკით (Print Screen ღილაკს შეიძლება ასევე ეწეროს შემოკლებული ვარიანტები “Prt Sc”, “Prnt Scrn”, “Print Scrn” და ა.შ).

Print Screen ღილაკის მდებარეობა კლავიატურაზე

Print Screen – ის გამოყენებით თქვენ უღებთ სურათს მთელ ეკრანს, ხოლო თუ თქვენ გამოიყენებთ Alt + Print Screen ამ შემთხვევაში თქვენ გადაიღებთ მხოლოდ აქტიურ ფანჯარას. უკეთესი წარმოდგენისათვის დააკვირდით სურათს:

განსხვავება ALT+PrintScreen–სა და PrintScreen–ს შორის

მას შემდეგ რაც იპოვით და დააჭერთ Print Screen ღილაკს თქვენს კლავიატურაზე უნდა გადაინაცვლოთ Start menu–ში, შემდეგ აირჩიოთ “All Programs”, და დააკლიკოთ “Accessories”, აქ კი ირჩევთ “Paint”–ს.

ზემოთ აღწერილი მოქმედებების გრაფიკული ჩვენება

Paint–ის გახნის შემდეგ აქტიურ ფანჯარაში უნდა ჩავსვათ ჩვენს მიერ გადაღებული სურათი, არსეობს რამოდენიმე მედოთი:

1. უბრალოდ აქტიურ ფანჯარაში ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს მაუსზე და გამოსულ მენიუში ვირჩევთ “Paste”–ს.
2. კლავიატურაზე ვაჭრთ ღილაკებს “Ctrl” და “V” –ს ერთდროულად რაც ასრულებს იგივე “Paste”–ს ფუნქციას.
3. Paint–ს შედა მენიუში ვირჩევთ “Edit”–ს და შემდეგ გამოსულ ქვე–მენიუში ვირჩევთ “Paste”–ს.

"Paste" ფუნქციის შესრულება "Paint" - ში.

მას შემდეგ რაც Paint–ში განათავსებთ და დაამუშავებთ თქვენს მიერ გამთავსებულ Screenshot–ს საჭიროა მისი შენახვა. Windows XP–ისა და უფრო ძველ ვერსიებში თქვენ უნდა დააკლიკოთ მარცხენა ზედა კუთხეხში მდებარე მენიუში File–ს და გამოსულ ქვე–მენიუში უნდა აირჩიოთ “Save As…” ხოლო თუ თქვენ იყენებთ Windows Vista–ს ან შემდეგ ვერსიებს მაშინ უნდა დააკლიკოთ მენიუს ღილაკს რომელიც მდებარეობს “Home” ღილაკთან და შემდეგ გამოსულ ქვე–მენიუში ასევე უნდა აირჩიოთ “Save As…” ფუნქცია. “Save As…”–ის არჩევის შემდეგ თქვენ არქმევთ სასურველ სახელს დამუშავებულ სურათს ირჩევთ ადგილს სადაც მას შეინახავთ და აწვებით “Save” ღილაკს.

Paint-ში დამუშავებული სურათის შენახვა

ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ თქვენი Screenshot–ის როგორც ელ.ფოსტით გაგზავნა, ასევე საიტზე ან ფორუმზე განთავსება.

მომზადებულია www.wikihow.com–ის დახმარებით

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »