როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

  • kristi_ne
  • თებერვალი 16, 2018
აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური (მეტყველებითი) და არავერბალური (არასამეტყველო-ჟესტიკულაცია, სხეულის ენა) კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში.