როგორ გამოვაცხოთ ვაშლის ღვეზელი?

  • An'na
  • აპრილი 2, 2014

ვაშლის ღვეზელიალბათ მოგნატრებიათ ბებიას ძველი ღვეზელები, თუმცა ფიქრობთ რომ ბევრი წვალება სჭირდება. თუმცა როდესაც ამ რეცეპტით გამოაცხობთ ნამცხვარს, შემდეგ არც კი დაიჯერებთ რომ ის თქვენი გაკეთებულია. თუ ცოტა ნაყინსაც დაუმატებთ, ძალიან მადისაღმძვრელი გამოვა.

 

 

 

ინგრედიენტები ვაშლის ღვეზელისათვის:

ვაშლის ღვეზელის ცი:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 90 გრ. სპეციალური მარგარინი
  • 5 სუფრის კოვზი ცივი წყალი
  • 1 კვერცხი
  • რძე

ვაშლის ღვეზელის შიგთავსი:

  • 80 მლ. თეთრი შაქარი
  • 80 მლ. ყავისფერი შაქარი
  • 1/4 ჩაისკოვზი მარილი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/2 ჩ/კ ჯავზი(ხეხო)
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 6-8 საშუალო ზომის ვაშლი

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 1:

წინასწარ აანთეთ გაზი 200 გრადუსზე ცელსიუსით.

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 2:

დარწმუნდით რომ გაქვთ სუფთა დაფა გასაბრტელებლად.

დაფა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 3:

ჩაყარეთ კარაქი, ფქვილი და მარილი ერთ დიდ ჯამში და მოურიეთ ჩანგლით. დაჭყლიტეთ კარაქი სანამ არ დარჩება პატარა ნაწილები და შემდეგ ნელა დაამატეთ წყალი.

მასა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 4:

მოურიეთ ფქვილიანი ხელით სანამ ცომი არ გახდება ბურთის ფორმის. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად და ერთი ნაწილი შეინახეთ მაცივარში.

  • ასევე შეგიძლიათ ორივე ნაწილი ერთად შეინახოთ მაცივარში 30 წუთი და შემდეგ გაყოთ.

ბურთი ცომი

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 5:

დაფაზე დადეთ მრგვალი ცომი და დაიწყეთ მისი გაბრტყელება.

ცომის გაბრტყელება

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 6:

ნელ-ნელა დაახვიეთ გაბრტყელებული ცომი გასაბრტყელებელს და ისე აიღეთ.

ცომის დახვევა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 7:

მოაცალეთ ცომი გასაბრტყელებელს და მოარგეთ იგი სპეციალურ ჭურჭელს. შემდეგ გამოშვერილი ცომი მოაჭერით.

ცომის დაფენა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 8:

მოათავსეთ ცომი მაცივარში.

ცომი მაცივარში

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 9:

გათალეთ და დაჭერით ვაშლები პატარა კუბებად. ჩაყარეთ იგი დიდ ჯამში და შეურიეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი, ფქვილი, ხეხო და დარიჩინი. შემდეგ მოურიეთ და შედგით მაცივარში

დაჭრილი ვაშლი

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 10:

გააბრტყელეთ დარჩენილი ნაწილი ისევე როგორც პირველი. შემდეგ დაჭერით ის დაახლოებით 2 სმ სიგანის ნაჭრებად.

ცომის დაჭრა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 11:

გამოიღეთ ღვეზელის ქერქი და შიგთავსი. ჩაყარეთ შიგთავსი ღვეზელის ქერქში და გაანაწილეთ ის კოვზით.

შიგთავსი

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 12:

წაუსვით ნაპირებზე გატეხილი კვერცხი.

კვერცხის წასმა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 13:

დადეთ დაჭრილი ცომის ნაჭრები ღვეზელზე ჯვარედინად.

ცომის დალაგება

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 14:

შეაშხეფეთ რძე ღვეზელზე. შემდეგ მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. ეს ყველაფერი დაეხმარება ღვეზელს რომ შეიწვას ადვილად.

ღვეზელი ღუმელში

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 15:

გამოაცხეთ ღვეზელი 200 ºC 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუკელით 190 ºC -ზე და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.

ღვეზელი მზადაა

ვაშლის ღვეზელი – ნაბიჯი 16:

გამოღების შემდეგ დატოვეთ ღვეზელი 45-60 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ვაშლის ღვეზელი

სულ ეს იყო, ახლა კი შეგიძლიათ მიირთვათ ეს არაჩვეულებრივი ღვეზელი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.