ელფოსტის შექმნა – gmail.com-ზე რეგისტაცია

  • ihow.ge
  • 05/03/2020

ელფოსტის შექმნა – gmail.com-ზე რეგისტაცია საკმაოდ მარტივია. gmail.com (ჯიმეილი) არის ყველაზე გავრცელებული, მოსახერხებელი და მძლავრი პლატფორმა.

ჯიმეილს დამატებით ბენეფიტად მოყვება გუგლის (Google.com) სხვა პროდუქტებთან მარტივი ინტეგრაცია. ჯიმეილიც გუგლის ერთ-ერთი პროდუქტთაგანია.

ელფოსტის შექმნა – gmail.com-ზე რეგისტრაცია

1. თავდაპირველად შევდივართ gmail.com-ზე

ელფოსტის შექმნა - gmail.com-ზე რეგისტაცია

2. შემდეგ ვაკლიკებთ “ანგარიშის შექმნის” ან “Create an account” ღილაკს (გააჩნია რომელ ენაზე გაგვიხსნის gmail.com-ს)

ანგარიშის შექმნა
create an account

“ანგარიშის შექმნა” ღილაკზე დაკლიკების შემდეგ უნდა აირჩიოთ “ანგარიშის შექმნა ჩემთვის” და არა ბიზნეს ანგარიშის შექმნა.

3. შეგვყავს მონაცემები ჩვენს შესახებ (ელ.ფოსტის მფლობელის შესახებ, როგორც სურათზეა ნაჩვენები) და აკლიკებთ ღილაკს “შემდეგი”.

მონაცემების შეყვანა

თუ თქვენს მიერ მითითებული ელფოსტა უკვე რეგისტრირებულია ან თუნდაც პაროლი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ღილაკ “შემდეგი”-ზე დაკლიკების შემდეგ სისტემა გააწითლებს აღნიშნულ ველებს და უნდა ჩაასწოროთ.

4. ამის შემდგომ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ (ზოგიერთი ველი სავალდებულოა, ზოგიც არა).

პერსონალური ინფორმაცია

თუ ტელეფონის ნომერს არ მიუთითებთ მაშინ მე-5 პუნქტი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

5. ტელეფონის ნომრის მითითების შემთხვევაში შეგიძლიათ მოახდინოთ მისი ვერიფიკაცია/დადასტურება რომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.

ვერიფიკაცია

თუ არ გსურთ ტელეფონის ნომრის დადასტურება დააკლიკეთ ღილაკს “ახლა არა” თუ გსურთ დადასტურება მაშინ დააკლიკეთ ღილაკს “გაგზავნა”, მოგივათ 6 ციფრიანი კოდი, რომელიც შესაბამის გრაფაში შეგყავთ და ადასტურებთ.

6. ამის შემდეგ უნდა გაეცნოთ წესებს და დაეთანხმოთ მათ. (წესებს სანამ ბოლომდე არ ჩამოსქროლავთ მანამდე თანხმობის ღილაკი არ გააქტიურდება).

გაეცანით წესებს მონიშნეთ სასურველი გრაფები და დააკლიკეთ ღილაკს “ვეთანხმები”.

7. შეიძლება ითქვას ელფოსტა უკვე შექმნილია დარჩენილია ბოლო დეტალები, რომელიც საკუთარი გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ

ელფოსტის შექმნა - gmail.com-ზე რეგისტაცია

დააკლიკებთ ღილაკს “შემდეგი” – აირჩევთ სასურველ განლაგებას და სულ ეს არის. ამით სრულდება ელფოსტის შექმნა – gmail.com-ზე რეგისტაცია.

გუგლის დახმარების (Google Help) ლინკი იმისათვის თუ რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევას წააწყდით: გუგლის ექაუნთის შექმნა – დახმარების გვერდი.

ბონუს რჩევები:

  • თუ საქმიანი ურთიერთობისათვის გსურთ აღნიშნული ელფოსტის გამოყენება მაშინ უმჯობესია სახელი და გვარი მიუთითოთ რეალური და არა გამოგონილი.
  • უმჯობესია თქვენი მეილი იყოს სახელის პირველი ასო და გვარი სრულად (მაგ:. გიორგი მაისურაძე – gmaisuradze@gmail.com)
  • თუ თქვენი ტელეფონის ოპერაციული სისტემა არის ანდროიდი, მაშინ შეგილიათ გამოიყენოთ ეს ელფოსტა და არა “პროგრამისტი” ახლობლის მიერ დაყენებული ელფოსტა.
  • ნუ შეგეშინდებათ ტელეფონის ნომრის დადასტურება.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას: როგორ წავშალო ფეისბუქი?

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.