• Homepage
  • >
  • თანამშრომლობა

თანამშრომლობა

ინტერნეტ სივრცეში თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა ფასიანია თუ უფასო ეს თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ვებ–გვერდი და ასევე იმ ადამიანებთანაც, რომლებსაც ვებ–გვერდი არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სურვილი გამოაქვეყნონ რაციონალური რჩევების შემცველი საკუთარი სტატიები. ნებისმიერ თანამშრომლობას კონკრეტული მიდგომა ესაჭიროება, ჩვენთან თანამშრომლობის პირობებს კი მოცემულ გვერდზე შეიტყობთ.

გახდი ავტორი

შენ შეგიძლია განათვასო სტატია iHOW.GE-ზე დაბრკოლებების გარეშე, ამისათვის საჭიროა:

რეგისტარციის გავლა iHOW.GE-ზე;
სტატიის დაწერა;
– დასრულებული სტატიის გამოგზავნა.

სტატია შეფასდება iHOW.GE-ს ადმინისტრაციის მიერ და მისი გამოქვეყნების ან არ გამოქვეყნების შესახებ თქვენ მიიღებთ წერილს, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ.ფოსტაზე.

1. სტატია უნდა იყოს უნიკალური (აღნიშნული სტატია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ქართულ ონლაინ თუ ბეჭდურ მედიაში);
2. სტატიის პირდაპირ თარგმნის შემთხვევაში უნდა მიეთითოს გამოყენებული რესურსი;
3. სტატია არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.

სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში ის ავტომატურად გადადის iHOW.GE-ს საკუთრებაში.

iHOW.GE-ზე განთავსებული თქვენი სტატია მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არ უნდა გამოქვენდეს სხვა რესურსზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გამოქვეყნების შემთხვევაში კი მთავარ წყაროდ უნდა მიეთითოს iHOW.GE (კონკრეტული ბმული).

iHOW.GE-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს თქვენი სტატია.

იმ შემთხვევაში თუ სტატია ვერ გაივლის მოდერაციას ის ისევ თქვენ კუთვნილებაში რჩება და შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისა და სურვილისამებრ გამოაქვეყნოთ სხვა ბეჭდურ თუ ინტერნეტ სივრცეში.

სტატია დაწერეთ შემდეგი მითითებების მიხედვით როგორ დავწეროთ სტატია

სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისა თუ შემოთავაზებებისათვის შეგიძიათ გამოიყენოთ კონტაქტის ფორმა.