მუსიკის გადმოწერა Youtube-დან

  • lasha117
  • ნოემბერი 29, 2011

მუსიკის_გადმოწერა ყველამ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს Youtube და რა ადგილი უჭირავს მას ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. Youtube-ზე მოგზაურობისას აუცილებლად გაგიჩდებოდათ სურვილი თქვენს მიერ მოწონებული სიმღერის (მხოლოდ სიმღერის ან ხმის და არა ვიდეოს) გადმოწერისა.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ეს პროცედურა ძალიან მარტივია და მხოლოდ რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. ამის გასაკეთებლად არ დაგჭირდებათ არანაირი პროგრამა, რომლის გადმოწერა და დაყენება დიდ დროს მოითხოვს. მუსიკის (და ზოგადად ვიდეოზე თანდართული საუბრის) გადმოწერა Youtube–დან სხვადასხვა ვებ–გვერდების დახმარებითაა შესაძლებელი და სულ რამოდენიმე წუთს მოითხოვს.

მუსიკის გადმოწერა – ინსტრუქცია:

    • შეარჩიეთ სასურველი ვიდეო Youtube-ზე;
    • დააკოპირეთ (Copy) არჩეული ვიდეოს ბმული.

სურათზე ნაჩვენებია ბმულის დაკოპირების პროცედურა

    • შედით ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ საიტზე: video2mp3.net; vidtomp3.com; youtube-mp3.org; listentoyoutube.com;
    • დაკოპირებული ლინკი ჩასვით არჩეულ საიტზე ბმულისათვის გამოყოფილ გრაფაში;

სურათზე ნაჩვენებია ვიდეოს კონვერტაცია MP3 ფორმატში

  • დააჭირეთ ღილაკს კონვერტაციას (რომელიც სურათზე შავი ისრით არის მითითებული);
  • დაელოდეთ ჩატვირთვას და გადმოწერეთ სასურველი ფაილი (გადმოსაწერი ლინკის მოსაპოვებლად საიტზე არსებული რამოდენიმე რეკლამისაგან მოგიწევთ თავის დაღწევა).

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს მუსიკალურ ფორმატში გადაყვანისას შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ მუსიკალური ხარისხი. ჩამოთვლილი ვებ-გვერდების გამოყენება შესაძლებელია ასევე ისეთ პოპულარულ რესურსებზე, როგორიცაა Clipfish, Sevenload, Dailymotion, და MySpace.

წინა «
შემდეგი »