როგორი სარგებელი მოაქვს ვარჯიშს ჩვენი სხეულისათვის?

  • tatatatusi
  • May 5, 2014
  • 0

ვარჯიშიფიზიკური აქტიობა რომ სასარგებლოა, ბავშვობიდან გვესმის, მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტი მოსაზრება: ვარჯიში ენერგიას გვმატებს და სასიმოვნო განწყობას გვინარჩუნებს, გვიცვს ქრონიკული დაავადებებისგან (ყველაზე უკეთ გულის პრობლემებს უმკლავდება) და რაც მთავარია, გვეხმარება, მუდამ საუცხოო ფორმაში ვიყოთ.

აქედან გამომდინარე, ვარჯიში სხვა არაფერია, თუ არა სიბერესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. თუმცა სჯობს, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ფიზიკური აქტიურობის დადებითი მხარეები.

სარგებელი 1.- ვარჯიში გუნებას გამოგიკეთებთ.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მძიმე სამუშაო დღის ბოლოს სუფთა ჰაერზე გასეირნება (ესეც ერთგვარი ვარჯიშია) შეუდარებელ შვებას გგვრით. საქმე ის არის, რომ ფიზიკური, თუნდაც უმნიშვნელო დატვირთვისას ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ე.წ. ბედნიერების ჰორმონები. წარმოიდგინეთ, რაოდენ პოზრტიურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ კი ტვინს გამუდმებით აიძულებთ, გასცეს ბედნიერების გამომუშავების ბრძანება.

სარგებელი 2.- ვარჯიში ქრონიკული დაგლილობისგან დაგიცავთ.
ფიზიკური აქტიურობა ყველაზე მეტად გულის დაავადებებს ერჩის: არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის დონეს და ზრდის მისი სასარგებლო ნაირსახეობის ოდენობას. ასე რომ თუ კი სხეულს პერიოდულად გავავარჯიშებთ, ათროსკლეროზისაგან (სწორედ ამ დაავადებას იწვევს მაღალი არტერიული წნევა და მავნე ქოლესტეროლის სიჭარბე) უფრო იოლად დაიცავთ თავს.

სარგებელი 3.- ვარჯიში იდეალური წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
გავიხსენოთ უბრალო ჭეშმარიტება: ფიზიკური აქტიურობა კალორიებს წვავს, რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით მეტ კალორიას გაუსწორდებით.
თუ ფიტნესცენტრში სიარული თქვენთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა, მარტივ გამოსავალს შემოგთავაზებთ: ლიფტის მაგივრად კიბით ადით, შესვენება ფეხით სიარულს დაუთმეთ (რასაკვირველია, მაშინ თუ საოფისე სამუშაო გაქვთ), ხოლო საღამოს სერიალების ან საიმფორმაციო გადაცემების ყურების ნაცვლად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. შესაძლოა კილოგრამები ერთბაშად ვერ ჩამოიფერთხოთ, მაგრამ საკუთარი მშვენიერების სამსახურში მინიმალურ წვლილს მაინც შეიტანთ.

სარგებელი 4.- ვარჯიში იდეალურია გულისა და ფილტვებისათვის.
თუ კი იოლად იღლებით, ქოშინი გეწყებათ და გულისცემა გიჩქარდებათ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამ პრობლემისაგანაც გიხსნით. თურმე ვარჯიშის დროს სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება და ჟანგბადი ქსოვილებს უკეთესად მიეწოდება. შესაბამისად, გული და ფილტვები ნაკლები დატვირთვით მუშაობს და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.

სარგებელი 5.- ვარჯიში მშვიდ ძილს განაპირობებს თუ ჩაძინება გიჭირთ ან მთელ დღეს თვლემაში ატარებთ, ის დროა, სხეული გაავარჯიშოთ. დაკვირვებამ განაპირობა რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ადამიანი იოლად იძინებს და დილამდე ღრმად სძინავს. თუ უძილობა სერიოზულ თავსატეხად გექცად,გირჩევთ, ვიდრე საწოლს მიაშურებდეთ, 4-5 საათით ადრე გულმოდგინეთ ივარჯიშეთ. თუ ასეთმა თავდადებამ შედეგი ერთხელ მაინც გამოიღო, ამის შემდეგ მშვიდი და ღრმა ძილისთვის ზომიერი წავარჯიშებაც იკმარებს.

ვარჯიშის სახეობის არჩევა რთული არ არის: ის აირჩიეთ რომელიც მეტ სიამოვნებას განიჭებთ.
თავდაპირველად ვარჯიშისთვის კვირაში სამი დღე გამოყავით და სულ 20 წუთი ივარჯიშეთ, შემდეგ კი დატვირთვის სიხშირე და ხანგრძლივობა გაზარდეთ – ფიზიკურ აქტიურობას კვირაში 4-6 დღე და ნახევარი საათი დაუთმეთ.

დაიმახსოვრეთ ნუ შეეცდებით სასურველ შედეგს მოკლე ხანში მიაღწიოთ, ფიზიკური დატვირთვა თანდათან გაზარდეთ. საზოგადოდ კი გირჩევთ, ვარჯიშის ინტენსიურობის განსაზღვრისთვის ფიტნესცენტრის ინსტრუქტორს და სპორტული მედიცინის სპეციალისტს მიმართოთ.

Previous «
Next »

Leave a Reply