როგორ ავაჩქაროთ შენელებული კომპიუტერი?

  • ihow.ge
  • მარტი 18, 2019
კომპიუტერის აჩქარება

დროთა განმავლობაში ვინდოუსზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერი კარგავს სისწრაფეს და ნელდება, ამ დროს კი საჭიროა კომპიუტერის აჩქარება, როდესაც ჩვენი კომპიუტერი იწყებს შენელებას სულ ცოტა 10 მიზეზი შეიძლება არსებობდეს თუ რატომ ხდება ეს.

ყველა ტიპის კომპიუტერის შემთხვევაში გადატვირთვა არის ყველაზე მარტივი მეთოდი რამაც შეიძლება მოგვიგვაროს პრობლემა, მაგრამ როგორც წესი არც თუ ისე დიდი ხნით და საფუძვლიანად, ამიტომ ჯობს გაერკვეთ იმ საკითხებში, რამაც შეიძლება შეანელოს ჩვენი კომპიუტერი.

კომპიუტერის აჩქარება

აღმოაჩინეთ რესურსის “მჭამელი” პროგრამები

შენი კომპიუტერი ნელა მუშაობს, რადგან რომელიღაცა პროგრამა იყენებს დიდი ოდენობით რესურსს, ასეთ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს “CPU”-ს რესურსის 99%-იან გამოყენებასაც კი. ამას გარდა შეიძლება პრობლემა იყოს სხვადასხვა აპლიკაციის მხრიდან დიდი ოდენობის “Memory”-ს გადინება/მოხმარების კუთხით და “Disk”-თან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ერთი აპლიკაცია იყენებს დიდი მოცულობით დისკს, ამ დროს სხვა აპლიკაციას დიდი დროს სჭირდება იქიდან მონაცემების წამოსაღებად ან/და მასზე ინფორმაციის ჩასაწერად.

ამ ყველაფერში გასარკვევად გვესაჭიროება “Task Manager”-ის გახსნა. “Task Manager”-ის გახსნა, შეგიძლიათ Taskbar-ზე მარჯვენა კლიკით და გამოსულ ფანჯარაში Task Manager-ის არჩევით, ასევე მეორე ვარიანტია კლავიატურაზე Ctrl+Shift+Escape-ზე დაკლიკება და გაიხსნება Task Manager-ი.

Windows 8, 8.1 და 10-ში Task Manager-ს აქვს ახალი ინტერფეისი და ფერების მიხედვით მარტივად გავარჩევთ, რომელი პროგრამა იყენებს დიდ რესურს და სად. შეამოწმეთ როგორც უკვე ვთქვით CPU, Memory და Task და რომ ნახავთ პროგრამას რომელიც დიდ რესურს მოიხმარს გათიშეთ ის. თუ გათიშვას ვერ ახერხებთ მაშინ დააკლიკეთ ამ პროგრამას Task Manager-ის ჩამონათვალში და შემდეგ დააკლიკეთ “End Task” ღილაკს.

თასკ მენეჯერი

გათიშეთ სისტემური პროგრამები

ბევრი აპლიკაციაა ისეთი რომელიც სისტემურად ეშვება კომპიუტერის ჩართვისას და ისინი გაშვებული არიან ე.წ ფონად და არ ამოხტებიან ცალკე ფანჯარაში, მათი ნახვა შესაძლებელია ეკრანის მარჯვენა დაბალ კუთხეში არსებულ ისარზე დაკლიკებით, ამის შემდეგ კი უნდა გათიშოთ ის პროგრამები რომლებიც არ გჭირდებათ, ამ მეთოდით თქვენ გარკვეულ რესურს გამოათავისუფლებთ.

შეტყიბონებები

გათიშეთ Startup პროგრამები

Startup პროგრამების (ანუს ის პროგრამები რომლებიც ავტომატურად ირთვებიან კომპიუტერის ჩართვისას) გათიშვით თქვენ დაზოგავთ მეხსიერებას და CPU ციკლებს, რაც თავის მხრივ დააჩქარებს კომპიუტერის ჩართვის პროცესს.

Windows 8, 8.1 და 10-ში Startup პროგრამების მართვა ხდება Task Manager-იდან. როგორც უკვე ავხსენით “Task Manager”-ის გახსნა, შეგიძლიათ Taskbar-ზე მარჯვენა კლიკით და გამოსულ ფანჯარაში Task Manager-ის არჩევით, ან მეორე ვარიანტით კლავიატურაზე Ctrl+Shift+Escape-ზე დაკლიკებით.

სტარტაპ პროგრამების გათიშვა ვინსოუსის ძველ ვერსიებში.

გამოსულ ფანჯარაში კი აირჩიეთ Startup და იქ უკვე ჩამონათვალში გათიშეთ ყველა ის პროგრამა რომელიც არ გჭირდებათ კომპიუტერის ჩართვისთანავე, ასევე გაითვალისწინეთ რომ ვინდოუსი გიჩვენებთ რომელი პროგრამა რა დონეზე ანელებს თქვენი კომპიუტერის ჩართვის და ჩატვირთვის პროცესს.

სტარტაპი

შეზღუდეთ/შეამცირეთ ანიმაციები

ვინდოუსი იყენებს გარკვეულ ანიმაციებს, რომელთაც შეუძლიათ თქვენი კომპიუტერის მცირედით, მაგრამ მაინც შენელება. ანიმაციების გასათიშათ თქვენ შეგიძლიათ დააკლიკოთ კლავიატურაზე ვინდოუსის ღილაკს (როგორც წესი “alt” ღილაკის გვერდით არის) + X-ს, თუ ამ ორი ღილაკის კომბინაციას ვერ მოაბით თავი, მაშინ სტარტთან მიიტანეთ მაუსის კურსორი და დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკს, შემდეგ აირჩიეთ “System”. დააკლიკეთ მარცხნივ “Advanced System Settings”-ს. შემდეგ კი კვლავ ვაკლიკებთ Settings-ს რომელიც მიეკუთვნება Performance-ს.

შემდეგ Visual Effects ფანჯარაში უნდა აირჩიოთ “Adjust for best performance”, ან “Custom” და გათიშოთ ყველა ის ანიმაცია, რომელიც არ გჭირდებათ.

ანიმაციის გათიშვა

შეამსუბუქეთ თქვენი ბრაუზერი

საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ თქვენ ამძიმებდეთ კომპიუტერის მუშაობას თქვენი გადატვირთული ბრაუზერის მეშვეობით, ამიტომ საუკეთესო ვარიანტია რაც შეიძლება ნაკლები ე.წ extensions (ჩანართები) და add-ons (დამატებები) გამოიყენოთ, რადგან მეტი ჩანართი და დამატებები უდრის მეტი მეხსიერების მოხმარებას, რაც თავის მხრივ ანელებს კომპიუტერის მუშაობას.

მათ გასათიშათ უნდა შეხვიდეთ თქვენი ბრაუზერის ჩანართებში და დამატებებში და გათიშოთ ისინი საჭიროებისამებრ. გუგლ ქრომის შემთხვევაში შედიხართ Settings და შემდეგ იქ აკლიკებთ Extensions (ან მეორე ვარიანტია პირდაპირ ჩაწეროთ მისამართების ველში chrome://extensions/ ). და იქიდან უკვე შეძლებთ მართოთ ჩანართები (ჩართოთ, გამორთოთ ან წაშალოთ სურვილისამებრ).

ჩანართები

შეამოწმეთ კომპიუტერი ვირუსებზე

თქვენი კომპიუტერის შენელების უმთავრესი მიზეზი რაღა თქმა უნდა რომ შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, ისეთი რომელიც გაშვებულია ფარულად და ცდილობს სხვადასხვა ინფორმაციებზე წვდომას ან ისეთი რომელიც ყრის სხვადასხვა არასასურველ რეკლამებს როდესაც თქვენ იყენებთ თქვენს ბრაუზერს.

იმისათვის რომ მშვიდად იყოთ და ამასთანავე კომპიუტერის აჩქარება გამოიწვიოთ უნდა გამოიყენოთ ანტივირუსი მათ აღმოსაჩენად. კომპიუტერის სკანირებისას სასურველია შეამოწმოთ მთელი კომპიუტერი და არა ცალკეული დირექტორიები და ნებისმიერი არასასურველი პროგრამა მოიშოროთ თავიდან.

ანტივირუსი

გამოანთავისუფლეთ ადგილი დისკზე

თუ თქვენი დისკი უკვე გადავსებულია ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ამა თუ იმ პროგრამის სწრაფ მუშაობას, რაც ტავის მხრივ ასახვას ჰპოვებს კომპიუტერზე და შეანელებს მას. თქვენ უნდა დატოვოთ გარკვეული თავისუფალი ადგილი დისკზე (ვინჩესტერზე) რადგან თავიდან ავიცილოთ კომპიუტერის ნელი მუშაობა.

თქვენ დისკზე ადგილის გამოსანთავისუფლებლად არ გჭირდებათ რაიმე სპეციალური პროგრამა ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Disk Cleanup თული, რომელიც ჩაშენებულია ვინდოუსში (ჩართავთ მას და აირჩევთ სასურველ დისკს გასასუფთავებლად).

ადგილის გამონთავისუფლება

გაუკეთეთ დეფრაგმენტაცია დისკს

დისკის დეფრაგმენტაცია უფრო აქტუალური იყო ვინდოუსის ძველ ვერსიებში, ბოლო ვერსიებში ვინდოუსი დამოუკიდებლად ახდენს დისკის დეფრაგმენტირებას რაც შესანიშნავია და შესაბამისად არ არის ისეთივე პოპულარული ეს პროცესი.

თუმცა თუ თქვენ მუშაობთ დიდი მოცულობის ფაილებთან (მაგ: დიდი მონაცემთა ბაზები ან კომპიუტერული თამაშები) და თან ამასთანავე მყარ დისკს ამუშავებთ მექანიკურად მაშინ დეფრაგმენტაცია თქვენთვისაც გამოსადეგი იქნება. ასეთ შემთხვევებში თქვენ უნდა გახსნათ დეფრაგმენტაციის თული და შეამოწმოთ ხომ არ არის მანუალური ჩარევა საჭირო.

დეფრაგმენტაცია

წაშალეთ არასაჭირო პროგრამები

გახსენით კონტროლ პანელი და იპოვნეთ პროგრამების ჩამონათვალი რომელიც დაინსტალირებულია თქვენ კომპიუტერზე (Control Panel => Programs and Features). აღნიშნული ჩამონათვალიდან წაშალეთ ის პროგრამები, რომლებსაც აღარ იყენებთ ან აღარ გჭირდებათ.

ეს პროცესი დაეხმარება თქვენს კომპიუტერს აჩქარებაში. გარდა იმისა რომ გამოანთავისუფლებთ ადგილს, ასევე აღნიშნული პროგრამები შეიძლება იყენებდნენ რესურს ფონურ რეჟიმში მუშაობისას, ან რაიმე სისტემურ სერვის იყენებდნენ, ან კიდევ სხვა უამრავი რასაც შეუძლია კომპიუტერის შენელება.

პროგრამების წაშლა

გადააყენეთ ვინდოუსი

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა რჩევებმა ვერ უშველა თქვენს კომპიუტერს, მაშინ სხვა მეთოდებით მისი შველა გაჭირდება, გარდა ერთისა – ესაა ვინდოუსის გადაყენება.

ვინდოუსის თანამედროვე ვერსიებში (ვინდოუს 8, 8.1 და 10) გაცილებით მარტივია ახალი ვინდოუსის ჩაწერა (მიღება) ვიდრე სხვა ვერსიებში. ამ ვერსიებში თქვენ არ გჭირდებათ ხელახალი ინსტალაცია, აქ უბრალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ განულების/გადატვირთვის (Reset This PC) ფუნქცია. ეს არის ზუსტად იმ ძველი ვინდოუსის გადაყენების მსგავსი მომენტი ოღონდ აქ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კომპიუტერში ფაილები.

კომპიუტერის აჩქარება

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ კომპიუტერს ისევ მექანიკკურ მყარ დისკზე ამუშავებთ განაახლეთ ის, ან უბრალოდ გადადით SSD-ზე და თქვენ იგრძნობთ განსხვავებას სიჩქარეში. როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს უფრო სწრაფ CPU-სა თუ გრაფიკული პროცესორს, სწორად შერჩეული “ვინჩესტერი” (დისკი, სივრცე) ააჩქარებს მთელ სისტემას ისე, რომ ამას ყველა შენიშნავს.

კომპიუტერის აჩქარება – ინგლისურენოვანი წყარო: howtogeek.com