როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი?

  • ihow.ge
  • აპრილი 10, 2019
სიზმრების ახსნა

სიზმრების ახსნა – გააჩნიათ მათ სიღრმისეული ახსნა? ადამიანთა გარკვეული რაოდენობა მაინც ფიქრობს, რომ სიზმრები გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევენ, ნაწილიც ფიქრობს რომ სიზმრებში ვხედავთ იმ სურვილებს და ნატვრებს რომლებსაც ვერ ვისრულებთ.

ზოგადად კი სიზმრების ახსნა საკმაოდ პოპულარულია, როგორც გართობის მხირვ, ასევე იმ ხალხისთვის, რომლებიც გარკვეულ თეორიებს აგებს ნანახი სიზმრების მიხედვით.

სიზმრების ახსნა

სიზმრები დაცემასა და გადმოვარდნაზე

სიზმრები სიმაღლიდან გადმოვარდნაზე (ან წაქცევაზე) არის საკმაოდ ხშირი, ამის შესახებ კი არსებობს საკმაოდ გავრცელებული მითი, რომ თუ ადამიანი სიზმარში სიმაღლიდან გადმოვარდება და მიწაზე დაენარცხება ის რეალურ ცხოვრებაში დაიღუპება, დამშვიდდით, ეს მარტივად, რომ ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა თუ დაღუპვა სიმართლე არ არის, მაშინ როგორ აიხსნება ეს სიზმარი? ბევრი ის ადამიანი ვინც ახლოსაა სიზმრების ახსნის სფეროსთან ამბობს, რომ როდესაც სიზმარში სიმაღლიდან ვარდებით ეს ნიშნავს იმას რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც კარგად არ არის. ეს შეიძლება ჩავთალოდ ნიშნად, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში და გარკვეულწილად გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებები. დაიწყეთ რაიმე ახალ მიმართულებაზე მუშაობა.

“სიზმრები დაცევაზე არის საკმაოდ გავრცელებული, ეს არის შიშის სიმბოლო რეალურ ცხოვრებაში – რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამსახურთან ან თუნდაც სიყვარულთანაც კი” – ამბობს რასელ გრანტი ავტორი წიგნისა “The Illustrated Dream Dictionary”, “დაცემა ხშირად გვიბიძგებს რომ უფრო მეტად წავიდეთ წინ ცხოვრებაში და მეტი სიამოვნება მივიღოთ მისგან”.

შიშველი ყოფნა სიზმრებში

ოდესმე გქონიათ ისეთი უხერხული სიზმარი, როდესაც სკოლაში ან ოფისში დედიშობილა დაიარებით? ნუ იღელვებთ ამაზე, რადგან სიზმარში შიშველი ყოფნა საერთოდ არ არის უცნაური.

პენი პირსი ავტორი წიგნისა Dream Dictionary for Dummies, ამბობს რომ შიშველი ყოფნა სიზმრებში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს შიში ჩვენი ხარვეზებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენის.

გამოკიდება/გამოდევნება სიზმარში

როდესაც სიზმარში ვიღაც მოგსდევთ, ან როდესაც თავს გესხმით ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, საკმაოდ არასასიამოვნოა. მაგრამ რაზე მიგვანიშნებს ამ ტიპის სიზმრები და რა ხდება ჩვენს გონებაში? როგორც წესი ამ ტიპის სიზმრები გვესიზმრება მაშინ როდესაც ცხოვრებაში ვცდილობთ ამა თუ იმ საკითხს/ფაქტს თავი ავარიდოთ.

როდესაც ცხოველი მოგსდევთ სიზმარში, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ მალავთ გარკვეულ გრძნობებს რეალურ ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ვნება ან ბრაზი.

თუ თქვენი მადევარი უცხო ადამიანია მაშინ ეს შეიძლება იყოს ბავშობაში გადამხდარი რაიმე ისტორიის/ტრავმის ბრალი. თუ თქვენ მოგსდევთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანი ეს იმის ნიშანია, რომ ან სიყვარული გეშინიათ ან წინა ურთიერთობის გავლენის ქვეშ ხართ ჯერ კიდევ.

სიზმარში კბილის ამოღება

სიზმარში კბილის დაკარგვას შეიძლება ძალიან ბევრი მნიშვნელობა ჰქონდეს. ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა რაც შეიძლება სიზმარში კბილის დაკარგვას ჰქონდეს არის ის რომ თქვენ ქვეცნობიერში არ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, სტილი ან ვიზუალი. შესაძლებელია სიზმარში კბილის ამოღება დაკავშირებული იყოს თქვენ უკმაყოფილებასთან კომუნიკაციის დამყარების კუთხით, ან ვინმესთვის რაღაც უხერხული გქონდეთ სათქმელი.

სიკვდილი სიზმარში

სიკვდილის ნახვა სიზმარში ასევე საკმაოდ გავრცელებულია, ეს შეიძლება იყოს ვინმე თქვენი ახლობელი ადამიანი ან საერთოდ თქვენ. ეს სიზმრები გამოწვეულია იმით რომ თქვენ გარკვეული შფოთვა გაქვთ ცვლილებების მიმართ ან რაღაც გაურკვეველი შიში გაწუხებთ შინაგანად.

სიკვდილის მსგავსად ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს ანუ მეორე მხარეს გაურკვეველია რა დაგვხვდება. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეცნობიერი სიკვდილს და ცვლილებებს ფაქტობრივად აიგივებს. თუ გსურთ ამოხსნათ რას ნიშნავს სიზმარში ნანახი სიკვდილი, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

სიზმარში გამოცდაზე ყოფნა

გამოცდაზე ყოფნა სიზმარში იმის მიმანიშნებელია რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაც გარკვეული სახის ცვლილებებს ელოდებით, შესაბამისად თუ იჭრებით ამ გამოცდებზე, რომელსაც სიზმარში ნახულობთ ე.ი თქვენ არ ხართ მაზად ამ გამოწვევებისათვის ან უბრალოდ ასეთი შეგრძნება გაქვთ და ფიქრობთ რომ მოუმზადებელი ხართ.

ღალატი სიზმარში

თუ თქვენი მეუღლე ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი გღალატობთ სიზმარში ეს საკმაოდ ცუდი სანახავი და გასაანალიზებელია, ამან გარკვეული დროით თქვენი დასტრესვა და ამ ადამიანის მიმართ არაადექვატური მოქმედებიბისკენაც შეიძლება გიბიძგოთ.

ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა იწყებს იმაზე ფიქრს რომ ნეტავ ეს შეიძლება მართლა მოხდეს? ან უკვე ხომ არ აქვს ადგილი ღალატს საყვარელი ადამიანის მხრიდან?

როგორც წესი ამ ტიპის სიზმრები გამოწვეულია იმ რეფლექსისგან/ეჭვებისგან რომელზეც თქვენ ფიქრობთ, ანუ ეს ერთგვარი პარტნიორის მხრიდან ღალატის შიშის გამოხატულებაა. ანუ ნუ აწევთ პანიკას რადგან ამ ტიპის სიზმარი არ არის იმის აუცილებელი დადასტურება რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ.

არსებობს კიდევ მოსაზრება რომ ამ ტიპის სიზმრების გამომწვევი მიზეზი არის ის რომ წყვილის ურთიერთობაში მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი ვერ იღებს იმას ამ ურთიერთობიდან, რაც საჭიროა მისი ბედნიერებისათვის.

ფრენა სიზმარში

სიზმარში ფრენა საკმაოდ კარგ შეგრძნებებს იწვევს და არის ასევე ძალიან საინტერესო, თუმცა ხანდახან საშიშცაა (ძირითადად იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ეშიანიათ სიმაღლის).

ზოგადად კი სიზმარში ფრენა აიხსნება ორი მიზეზით, პირველი ეს არის სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით ის გამოხატულებაა იმისა, რომ ასეთი ტიპის სიზმრების მნახველ ადამიანს სურვილი აქვს თავი დააღწიოს, გაექცეს ან დაემალოს ამჟამინდელ რეალობას (რეალურ ცხოვრებას).

სიზმრები ორსულობაზე

არ გაგიკვირდებათ ალბათ რომ ამ ტიპის სიზმრებს ძირითადად გოგონები/ქალები ხედავენ. ეს ყველაფერი კი როგორც წესი გამოწვეულია შიშით დაუდეგმამი და გაუაზრებელი ორსულობისა, როდესაც ასეთ სიზმარს ხედავთ ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ შეიძლება თქვენ ნამდვილად ორსულად იყოთ, ეს უფრო თქვენი ფანთაზიის და ქვეცნობიერის ნაყოფია.

ორსულობის შესახებ სიზმრებს ქალბატონები ასევე ხედავენ მაშინაც, როდესაც მათი სასიყვარულო ურთიერთობა გარკვეულ განვითარებასა და გაღრმავებას განიცხდის.

სიზმრების ახსნა – მოკლე შეჯამება

რას ფიქრობთ? მოცემულმა სიზმრის ახსნამ დაიჭირა ლოგიკური ხაზი თქვენს მდგომარეობასა და ნანახ სიზმრებს შორის? თუ კი ძალიან კარი, თუ არა მაშინ ნუ იღელვეთ, რადგან ნანახი სიზმარი საკმაოდ პერსონალური და ინდივიდუალურია. ის როგორც წესი გამოწვეულია სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებით (ტრავმით) და ყოველდღიურობით. ჩვენი სიზმრების განმაპირობებელი მაინც ჩვენი რეფლექსები და ქვეცნობიერია, სადაც ხშირად ისეთი რაღაცეები ილექება, რასაც მომენტალურად ვერ ვიაზრებთ.

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.