როგორ ამოვიყვანოთ ავეჯიდან თეთრი ლაქები?

  • commail.comedyin
  • March 30, 2014
  • 0

ავეჯითუ თქვენ გაქვთ ბინაში მუქი ფერის ხის ავეჯი, შეამჩნევდით, რომ ასეთ ზედაპირზე ცხელი საგნების დადების შემდეგ ავეჯზე ჩნდება უსიამოვნო თეთრი ლაქები, რომლის მოცილება ერთი შეხედვით, შეუძლებლად გეჩვენებათ, მაგრამ არ შეშინდეთ ეს პრობლემა ადვილად შეიძლება მოგვარდეს.

 

 

ავეჯიდან თეთრის ლაქის მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

  • ზღვის მარილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ქაღალდის ხელსახოცი
  • სკიპიდარი
  • შალის ნაჭერი
  • ნავთი
  • კორპის საცობი

ზეითუნის ზეთიარასასურველი თეთრი ლაქების გამოსაყვანად დავამზადოთ თავისებური ფაფა, ამისათვის აიღეთ ზღვის მარილი და ცოტა ზეითუნის ზეთი, შეურიეთ ერთმანეთს და სქელი ფენა დაადეთ ავეჯის თეთრ ლაქას, დატოვეთ რამდენიმე საათი. ამის შემდეგ ეს მასა ფრთხილად მოაშორეთ  და გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

 

ავეჯის გაწმენდათუ ლაქები განთავსებულია ვერტიკალურ ზედაპირზე და მასზე ნარევის დადება არ ხერხდება, ის შეიძლება გაიწმინდოს ნავთისა და მზესუმზირის ნარევით. თანაბარი პროპორციით შერეულ ნავთისა და ზეთის ნარევში დაასველეთ ნაჭერი და გულდასმით გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი.

 

კორპიავეჯის თეთრი ლაქები შეიძლება გაიწმინდოს კორპის საცობით, ოღონდ საცობი ნამდვილი უნდა იყოს და არა რეზინის, კარგად გავუსვათ საცობი დალაქავებულ ზედაპირს და შემდეგ მშრალი ჩვრით გავაპრიალოთ.

 

 

სკიპიდარიასევე არასასურველი ლაქების მოცილება ავეჯიდან შესაძლებელია სკიპიდარისა და მზესუმზირის ნარევის მეშვეობით. ვიღებთ თანაბარი რაოდენობი სკიპიდარის ხსნარს და ზეთს, ნაჭერს ვასველებთ ნარევში და გულდასმით გავწმინდოთ ავეჯი, შემდეგ ავეჯი გავაპრიალოთ მშრალი შალის ნაჭრით.

წინა «
შემდეგი »