სტატისტიკა აჩვენებს რომ საგზაო შემთხვევა (ავარია) შეიძლება გამოწვეული იყოს შემდგომი მიზეზებით: ალკოჰოლის ზემოქმედება, თავზეხელაღებულობა (სიჩქარის გადაჭარბება), უყურადღებობა (გამოუცდელობა), სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა და ბოლოს “ჩამეძინა საჭესთან”. მე არ დავიწყებ პირველი ოთხი პუნქტის აღწერას, ისედაც ყველაფერი გასაგებია. აი გავჩერდეთ ბოლო პუნქტზე “ჩამეძინა საჭესთან” და შევეცადოთ აღვწეროთ ყველა მიზეზი
ძილის საჭესთან
დაღლილობა
ეს ერთ-ერთი ხშირი და გავრცელებული მიზეზია. დაღლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს, როდესაც იმყოფებით საჭესთან დიდი ხნის განმავლობაში, განურჩევლად პროფესიონალი თუ მოყვარული მძღოლი ხართ. ან იგივე როდესაც ბრუნდებით ღამის სამსახურიდან (ღამე გათენებული). როგორ დავაღწიოთ ამ სიტუაციას? თუ მგზავრობთ დიდი ხნის განმავლობაში, შეეცადეთ პერიოდულად შეისვენოთ 2 საათში ერთხელ, ჩამოიბანოთ სახე ცივი წყლით და მიირთვათ ყავა ან ჩაი. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ვარჯიში ბუქნების ან ხელების მოძრაობის სახით, რათა აამოძრავოთ სისხლი სხეულში. ზოგი თავს აღწევს ენერგეტიკული სასმელების სმით, რასაც მე არ გირჩევდით, იგი ტვირთავს გულს და იწვევს მიჩვევას.
ალკოჰოლი
კატეგორიულად არ შეიძლება საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა! ამაზეც უკვე შეგვიძლია გავჩერდეთ, მაგრამ დავამატებ ერთს. იგივე დაშვებული ნორმის 0.35 პრომილი ალკოჰოლის და 0.16 მილიგრამი ლიტრზე ეთილენის სპირტით გამოშვებული ჰაერი ავტომობილის სივრცეში შეიძლება გახდეს წათვლემის მიზეზი. არც დავწერ იმის შესახებ, რომ ნასვამი საჭესთან დაჯდომა უკვე დანაშაულია!
მგზავრობა მაძღარზე
როდესაც ადამიანის კუჭში მოთავსებულია ბევრი საკვები, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სისხლის გამოდენა ტვინიდან, რაც პირდაპირპროპორციულად იწვევს ძილს. აბა გაიხსენეთ, სადილის შემდგომ როგორ გვსურს ხოლმე პატარა წაძინება, ეს კარგია მაგრამ არა საჭესთან. არ გირჩევთ კარგად ნაჭამი დაუჯდეთ საჭეს.
მედიკამენტი
თუ თქვენ უეცრად ავად გახდით და გესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. გირჩევთ არ მიიღოთ რაიმე წამალი მისი ანოტაციის და გამომწვევი მიზეზების წაუკითხავად. აი ერთხელ მე მომიწია ალერგიის საწინააღმდეგო აბის მიღება, და ზუსტად მას ჰქონდა ძილის გამომწვევი ეფექტი. რა თქმა უნდა მგზავრობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, მაგრამ დამიჯერეთ მთლად კომფორტულად არ ვგრძნობდი თავს, საჭესთან ასეთ მდგომარეობაში.
მგზავრობა ღამით
ჩვენი ორგანიზმია ისეა განწყობილი (მოწყობილი), რომ ჩვენ დღისით ფხიზლად ვმუშაობთ და ღამით ვისვენებთ. მაგრამ ესეც დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, ზოგი “ბუა” ზოგი კი “ტოროლაა”. უბრალოდ უნდა მოვერგოთ საკუთარ ბიოლოგიურ საათს. მე მაგალითად თავს ვარიდებ ღამით მგზავრობას, მირჩევნია დილით ადრე ავდგე და გზაში განთიადს შევხვდე.
დამატებითი რჩევა
ესეც ასე, შეიძლება ითქვას ესაა ის პატარა მიზეზთა ჩამონათვალი, რაც იწვევს საჭესთან ძილს. ამას ასევე შეგვიძლია დავამატოთ ავტომობილის კლიმატ კონტროლი, რა თქმა უნდა სითბო განგაწყობს ძილისკენ და წყნარი მუსიკაც. აქ შემიძლია გირჩიოთ რომ სალონის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს +22 გრადუსს ცელსიუსზე და მუსიკა შეცვალეთ რაიმე ტემპერამენტულზე და რითმულზე, საერთოდ უკეთესი იქნება თუ თქვენ თვითონაც იმღერებთ.
მონოტონური გზა – მითუმეტეს როდესაც გზის მარშრუტი უკვე ცნობილია, იგი ყურადღებას გაფანტვინებთ და უნებლიედ გაწყნარებთ. აი გირჩევდით აიყვანოთ ვინმე თანამგზავრი, ვინც ილაპარაკებს, იმღერებს და არ მოგცემთ ყურადღების გაფანტვის საშუალებას. ალბათ ესაა ყველაზე მთავარი რჩევაა და ამაზე დავასრულოთ.
კეთილი მგზავრობა!
You must log in to post a comment.