ყველას გვქონია სიტუაცია როდესაც გაგვჩენია სურვილი გაგვეზიარებინა მეგობრებისათვის ან ინტერნეტში ის თუ რა ხდება ჩვენს სმარფონისა თუ პლანშეტის ეკრანზე.
გეიმერები თამაშის დროს აკეთებენ სკრინშოტს რათა ერთმანეთს გაუზიარონ მიღწევები. პროგრამის შემქმნელები კი თავიანთი პროგრამის პოპულარიზაციისათვის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით თუ როგორ შეინახოთ ეკრანის გამოსახულება გიამბობთ ამის შესახებ.
ძირითადად იმისათვის რომ გავაკეთოთ სკრინშოტი საჭიროა აპარატზე ერთდროულად დავაჭიროთ რამდენიმე ღილაკს. ყველაზე ხშირად ესაა ხმის დაკლებისა და ჩართვა-გამორთვის (Power Button) ღილაკები, ან მთავარ ეკრანზე გადასასვლელი და ჩართვა-გამორთვის ღილაკები.
მას შემდეგ რაც თქვენ ერთდროულად დააჭერთ ამ ორ ღილაკს შეტობინებათა პანელზე მიიღებთ დასტურს იმის შესახებ რომ სურათი შენახულია მოწყობილობაზე. ხანდახან გაისმის ფოტოკამერის ჩამკეტის ხმა და ჩნდება მოლივლივე შეტყობინება.
ზოგიერთ შემთხვევაში ეკრანის სურათის გაკეთება მენიუდანაც შესაძლებელია, რომელიც გამოდის ჩართვის ღილაკზე დიდხანს დაჭერით. შესაძლოა ასე უფრო მოსახერხებელი იყოს როცა რთულია ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერა, როგორც Sony Xperia V-ზე.
ზოგიერთი ანდროიდ პლანშეტებისა და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია ინტერფეისში ამატებენ თავიანთ მეთოდებს სკრინშოტების შესაქმნელად. როგორიცაა Galaxy Note, სადაც სკრინშოტის შექმნა შესაძლებელია ციფრული კალმით ე.წ. S Pen-ით.
სამსუნგის პლანშეტებზე შეგიძლიათ ნახოთ ვირტუალური ღილაკი სკრინშოტების შესაქმნელად რომელიც მდებარეობს ნავიგაციის პანელზე.
HTC-ის მოწყობილობებზე ეკრანის სურათის გადაღება შესაძლებელია ჩართვის ღილაკსა და “home”(ტავარ გვერდზე გადასასვლელ) სენსორულ ღილაკზე ერთდროულად დაჭერით.
Sony Xperia-ზე კი შესაძლებელია როგორც ჩართვის ღილაკზე დიდხანს დაჭერით გამოსული მენიუდან, ასევე ჩართვის ღილაკსა და ხმის შემცირების ღილაკებზე ერთდროულად დაჭერით.
LG-ზე გარდა კომბინაციისა ჩართვის ღილაკს + ხმის შემცირების ღილაკი, ასევე სკრინშოტის გაკეთება შესაძლებელია ჩანაწერების გასაკეთებელი პროგრამით Quick Memo.
Galaxy Nexus, Nexus 4, Nexus 7 და Nexus 10-ზე ტრადიციული მეთოდით ჩართვის ღილაკსა და ხმის შემცირების ღილაკებზე ერთდროულად დაჭერით.
ასევე ზოგიერთ მოწყობილობაზე სკრინშოტის გადაღება შესაძლებელია ტელეფონის ეკრანზე ხელის გადასმით მარჯვნიდან მარცხნივ, უბრალოდ ეს ფუნქცია უნდა გააქტიუროთ ,,სეთინგებიდან”
Settings ==> Motions and gestures ==> Palm motion
როგორც ხედავთ სკრინშოტების გაკეთება სმარფონებსა და პლანშეტებზე არც ისე რთულია.
You must log in to post a comment.