ყველა ჩვენგანი კარგად ვიცნობთ ისეთ ვიდეო პორტალს, როგორიცაა myvideo.ge და ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი გადმოგეწერათ თქვენთვის სასურველი ვიდეო, მაგრამ სამწუხაროდ საიტს არ აქვს გადმოსაწერი ბმული.
დაგრჩათ ორი ვარიანტი, პირველი – გადაიხადოთ გარკვეული თანხა და ჩართოთ სერვისი, რის შემდეგაც შეგეძლებათ გადმოწერთ სასურველი ვიდეო, ან მეორე – ყურადღებით წაიკითხოთ ჩემი სტატია, რომელშიც დეტალურად აგიხსნით თუ როგორ არის შესაძლებელი myvideo.ge-დან ვიდეოს გადმოწერა, ყოველგვარი ზედმეტი პროგრამების გარეშე .
მაშ ასე, დავიწყოთ:
პირველ რიგში შევდივართ myvideo.ge-ზე და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველი ვიდეოს ლინკს. მას შემდეგ, რაც ლინკზე შევალთ ( მაგ. http://www.myvideo.ge/?video_id=1555600 ) უნდა გავხსნათ ვებ გვერდის source code, ვინც იცთ ხომ კარგი, ვინც არა და აგიხსნით როგორ უნდა გააკეთოთ ეს – აწვებით მაუსის მარჯვენა ღილაკს, რის შემდეგაც ჩამონათვალში უნდა გამოჩნდეს view page source, დააწექით ბრძანებას და გაიხსნება საიტის შიგთავსი .
ამის შემდეგ, ვაწვებით ctrl + f ვწერთ playlist და ვაწვებით Enter-ს სანამ მსგავს სურათს არ დავინახავთ (იხილეთ სურათი)
შემდეგ ვიპოვოთ მსგავსი ტექსტი, როგორიც სურათზეა ნაჩვენები და მივცეთ გადმოწერა.
ისიამოვნეთ – თქვენთვის სასურველი ვიდეო ახალა უკვე თქვენს განკარგულებაშია.