როგორ გაერთოთ კინოთეატრში მარტო წასვლისას?

  • An'na
  • იანვარი 14, 2018

მარტო_კინოშიკინოთეატრში წასვლა არის ყველაზე ჩვეულებრივი საზოგადოებრივი აქტივობა. კინოში მარტო წასვლის იდეა შეიძლება იყოს შემაშინებელი და როდესაც ბილეთის რიგში დადგებით ან დარბაზისაკენ მარტო გაემართებით ცოტა უცნაურად იგრძნოთ თავი, მაგრამ სინამდვილეში არაფერია არასწორი გინდოდეს ფილმის მარტო ნახვა და კინოში მარტო წასვლა არის განტვირთვის კარგი საშუალება. ამ სტატიაში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ რამოდენიმე დეტალზე, რაც დაგეხმარებათ რომ გაერთოთ მარტო ფილმის ყურებისას.

 

1. აირჩიეთ ფილმი, რომელიც ფიქრობთ რომ მოგეწონებათ.

იმ დროიდან, როცა გადაწყვეტ მარტო წასვლას უნდა დაიწყო ფილმზე ფიქრი, რომელიც გინდა რომ ნახო. იხალისე იმ ფაქტით, რომ შენ ერთადერთი ადამიანი იქნები, ვინც ფილმის შერჩევის პროცესში იქნება ჩართული.

2. წაიღეთ ნებისმიერი საჭმელი, რაც ძალიან გსურთ.

არ გჭირდებათ, რომ ვინმეს გაუზიაროთ პოპკორნი და ტკბილეული! ასიამოვნეთ საკუთარი თავი იმ საჭმლით, რომელიც თქვენ გიყვართ და ეს იმის ჯილდოდ მიიღეთ, რომ ბედავთ და მარტო მიდიხართ კინოში!

3. გადაწყვიტე როდის გინდა დაიკავოთ თქვენი ადგილი.

თქვენზეა დამოკიდებული როდის მიხვალთ, და უყურებთ თუ არა რეკლამებს!

4. მიეცი შენ თავს უფლება დაიკარგო ფილმში.

როდესაც კინოში მარტო წახვალთ, ამის ყველაზე კარგი ნაწილი ისაა, რომ მეგობრები არ შეგაწუხებენ ლაპარაკით და კითხვების დასმით კინოსთან დაკავშირებით.

წინა «
შემდეგი »