არსებობს რაიმე მარგებელი და გემრიელი? რა თქმა უნდა! ეს ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი შეუყვარდება ყველას, ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს მას. ამ ბანანის კექსს ასევე უწოდებენ “ბანანის პურს”. ის საუკეთესოა დილით სატრაპეზოდ და უბრალოდ წასახემსად ნებისმიერ დროს. ვინც საუზმეზე ამ დესერტს მიირთმევს, თვლიან რომ დილა კარგი გნწყობით ეწყებათ.
რა დაგვჭირდება?
- მწიფე ბანანი – 450 გრ.
- ნიგოზი – 150 გრ.
- კარაქი – 120 გრ.
- ქათმის კვერცხი – 2 ცალი
- შაქარი – 150 გრ.
- ხორბლის ფქვილი – 230 გრ.
- ვანილი – 2 გრ.
- გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
- 1 პწკენა მარილი
- კაკაო
- დარიჩინი
- სოდა
- გამოსაცხობი ფორმა
დასაწყისისათვის უნდა ცოტათი დავბრაწოთ ნიგოზი. ამისათვის ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე და შიგ მოვათავსოთ ნიგოზი, სანამ ღუმელი გახურდება ნიგოზი საკმარისად დაიბრაწება. ბანანის კეკსისთვის სასურველია, როგორც ნიგოზი ასევე ნუშიც. ვინაიდან ორივე არაა ძალიან ცხიმიანი, რაც ზუსტად ჩვენ გვჭირდება.
გავსრისოთ ბანანები პიურეს დონემდე, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ან ბლენდერით ან ჩანგლითაც. აუცილებელია რომ ბანანები იყოს გადამწიფებული, ვინაიდან ასე პური მაქსიმალურად გაიჯერება სიტკბოთი.
ბანანის პიურეში დავამატოთ კარაქი, კვერცხი და ვანილი. ყოველი ინგრედიენტის დამატების დროს კარგად ავთქვიფოთ ბლენდერის ან ცოცხლის(სარეველის) საშუალებით.
ცალკე რაიმე ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვრიელებელი, სოდა, დარიჩინი და მარილი. შემდგომ ეს ყველაფერი ჩაყარეთ ბანანის პიურეში, დავამატოთ დაბროწილი ნიგოზი და კარგად ავთქვიფოთ.
საცხოვ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი, შემდგომ ჩავდოთ ბანანის ცომი და მოვათავსოთ უკვე გაცხელებულ ღუმელში. დავტოვოთ 1 საათით 180 გრადუსზე.
ყველაფერი დასრულებულია. ბანანის კექსი საკვებ აპკში გახვეული შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში. შეგიძლიათ იგი დააგემოვნოთ კარამელით, შოკოლადის პასტით ან გამდნარი ყველითაც.
გემრიელად მიირთვით!
You must log in to post a comment.