CV – ს მომზადებას საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ, დამსაქმებელი სივის შინაარსთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას აქცევს CV-ის ვიზუალურ მხარეს, რაც ლოგიკურია. თქვენ წარმოიდგინეთ თავი დამსაქმებლის ადგილზე და მოგდით სივი, რომელიც ვიზუალურად მოუწესრიგებელია, ზოგიერთი ასო არაადეკვატურად დიდი ზოგიც ძალიან პატარა, არ არის სხვადასვა კატეგორიები გამოყოფილი და ა.შ. აიყვანდით ისეთ ადამიანს სამსახურში, რომელიც საქმეს კი არა cv-ის ვერ აწესრიგებს? ეჭვიც არ მეპარება რომ ასეთ ადამიანს გასაუბრებაზეც კი არ დაიბარებდით, ასე რომ ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ სტატიას და სივის მოწესრიგებასთან დაკავშრებული პრობლემები თქვენ არ შეგეხებათ.
1. ჩავრთოთ Microsoft Word 2007 ან სასურველი ვერსია
2. დავწეროთ მაგ:. განათლება.
3. გადავიდეთ Home Panel ში Style განყოფილებაში მივუთითოთ no spacing.
4. გადავიდეთ Paragraph განყოფილებაში.
5. მოვნიშნოთ ტექსტი განათლება და გავაფერადოთ სასურველი ფერით.
6. დავაჭიროთ ENTER და დავწეროთ ყველაზე უახლოესი წელი რომელშიც მიღებული გვაქ განათლება მაგ: 2011-მიმდინარე, 2000-2011 და ა.შ.
7. მოვნიშნოთ დაწერილი წლები დავაჭიროთ Page Layout > Coulumn > two (ან რამდენი სვეტიც გინდათ რომ იყოს) და გამოჩნდება გამყოფი ზოლი.
8. დავაჭიროთ ” 2000 – 2011 წელი ” თან და Enter ( ჩამოვიდეთ ქვედა სტრიქონზე )
9. შევიდეთ Page Layout > Break > Coulumn. გადავალთ მეორე სვეტზე დასაც უნდა ჩავწეროთ 2011-მიმდინარე-ს შესაბამისი კრიტერიუმი სად ვსწავლობ. მაგ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. დავაჭიროთ გამყოფ ზოლს ორჯერ.
11. მოვნიშნოთ Line Between. გამოვრთოთ Equal Qoulumn With. ჩართული იყოს Apply to this Section ( ანუ რა ნაწილი გვინდა იყოს გაყოფილი მთელი დოკუმენტი თუ რაც ჩვენ მოვნიშნეთ ). Number of Coulumns იყოს 2 (ანუ 2 სვეტი)
12. შევიყვანოთ Spacing 2 (სვეტებს შორის დაშორება), Width-5 (პირველი დანაყოფის სიგრძე) და OK.
13. შევცვალოთ საზღვრები – View > ჩავრთოთ Ruler
14. მოვნიშნოთ მარცხენა სვეტში ყველა კატეგორია (2011 – მიმდინარე, 2000 – 2011 წელი) და გადმოვწიოთ Ruler ი მარჯვნივ სურვილისამებრ. ნახეთ სურათი.
15. დავწეროთ 2000 – 2011 წლისთვისაც შესაბამისი ინფორმაცია. და დავაჭიროთ Enter და დავწეროთ მის ქვემოთ მეორე კატეგორია სამუშაო გამოცდილება.
16. მოვნიშნოთ სამუშაო გამოცდილება და შევიდეთ Page Layout > Coulumn > One.
15. გავიმეოროთ 2-დან 16 საფეხურამდე იგივე. მხოლოდ შევიყვანოთ ინფორმაცია ჩვენი კატეგორიის შესაბამისად.
16. შევქმნათ კატეგორიები: ენები (გავაკეთოთ 1 სვეტით), კომპიუტერული უნარჩვევები, ტრენინგები და სხვა მიღწევები (2-16 საფეხურებით)
17. გადავიდეთ Insert > Smart Art > all > Basic Block List
18. ჩავრთოთ Layout და ავირჩიოთ Continius Picture List
19. წავშალოთ Text ები დავტოვოთ მხოლოდ ერთი.
20. შევიყვანოთ Text-ში სახელი გვარი, ტელეფონი, მისამართი, დაბადების თარიღი, მეილი, სტატუსი.
21. ავიტანოთ განათლების თავში
22. შეცვალოთ უკანა ფონი – Page Layout > Page Color
23. გავაკეთოთ უკანა ფონე მკრთალი წარწერა – Page Layout > Watermark > Custom Watermark
24. მოვნიშნოთ Text Watermark > Text > Curriculam Vitae > OK
25. ჩარჩოს გაკეთება > Page Layout > Page Borders > Box > OK
იმედი მაქვს დაგეხმარებათ აღნიშნული რჩევბი და შეძლებთ სივისთვის თქვენთვის სასურველი ვიზუალური ეფექტების დამატებას.
You must log in to post a comment.