მოცემულ პოსტში გასწავლით მანათობელი სითხის გაკეთებას. მისი შეძენა მაღაზიებშიცაა შესაძლებელი, თუმცა იგი საკმაოდ ძვირი ღირს. სახლის პირობებში დამზადების შემთხვევაში კი თქვენ მნიშვნელოვან ეკონომიას გააკეთებთ.
მანათობელი სითხის დასამზადებლად საჭიროა:
- 2 დიდი კერამიკის თასი;
- პლასტმასის კონტეინერები;
- 2 ლიტრი გამოხდილი წყალი;
- 50 მილიგრამი პეროქსიდი;
- 0.2 გრამი ლუმინოლი (არ შეეხოთ შიშველი ხელით!);
- 4 გრამი სოდა;
- 0.5 ამონიუმ კარბონატი;
- 0.4 გრამი პენტაჰიდრეტის სულფატი;
- თვალების დამცავი სათვალე.
მანათობელი სითხის მომზადების ინსტრუქცია:
1. დარწმუნდით რომ ყველა საჭირო ნივთი გაქვთ და დაალაგეთ ისინი მაგიდაზე (არ დაგავიწყდეთ უსაფთხოების წესების დაცვა!);

2. გაიკეთეთ თვალების დამცავი სათვალე, ასევე გამოიყენეთ ხელთათმანები კანის დასაცავად;

3. აიღეთ ჯამი და შეურიეთ ერთი ლიტრი წყალი და 50 გრამი პეროქსიდი;

4. აიღეთ მეორე ჯამი და შეურიეთ 2 გრამი ლუმინოლი, 4 გრამი სოდა, 4 გრამი სულფატი, 5 გრამი ამონიუმი და დაასხით ერთი ლიტრი წყალი;

5. აიღეთ კონტეინერები ან კოლბები, რომელსაც თქვენ იყენებთ და გამორეცხეთ. გარეცხვის შემდეგ გამოაშრეთ ისინი;

6. აიღეთ აღნიშნული კოლბები და ჩაასხით ნახევარ-ნახევარი სითხე ორივე ჯამიდან. ანუ წესით ნახევარს გაავსებს პირველი ჯამი, ხოლო მეორე ნახევარს მეორე ჯამი (კოლბებში ორივე ჯამიდან უნდა ჩაასხათ თანაბარი რაოდენობის სითხეები. მაგ: 0,5 ლიტრი პირველი ჯამიდან – 0,5 ლიტრი მეორე ჯამიდან ან 0,2 ლიტრი ერთი ჯამიდან – 0,2 მეორე ჯამიდან და ა.შ);

7. ოდნავ გაარხიეთ და დაელოდეთ შედეგს.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ თქვენ შენიშნავთ, რომ ცოტა ხანში თქვენს მიერ დამზადებული სითხე ნათებას დაიწყებს.
უფრო დეტალურად გასარკვევად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.