აი ზაფხულიც მორჩა და მოვიდა ცივი ზამთარი, ვისაც ეზოში აქვს შადრევანი ან აუზი, წინასწარ უნდა იზრუნოს მის შენახვაზე, რომ შემგომ წელს მან იმუშაოს პრობლემის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ წყლის გასადენი მილი, მაშინ დაცალეთ წყლისგან საცავი. თუ არადა ამოხაპვეთ მთელი წყალი საცავიდან. წყალი რომ დავტოვოთ ყინვების დროს, იგი უბრალოდ გახეთქავს შადრევნის საფუძველს. მოხსენით წყლის ტუმბო, გაამშრალეთ და მზის ბატარეასთან ერთად შეინახეთ. აუზი გაწმინდეთ ნადებისგან და გადააფარეთ თხელი აპკი.
თუ თქვენ სარგებლობდით გასაბერი საცურაო აუზით, მაშინ უნდა დაცალოთ წყლისგან. გაწმინდეთ ნადებისგან რომელიც დაგროვდა კედლებზე და ჩაფუშეთ აუზი. შეამოწმეთ არის თუ არა იგი მთელი, თუ არა მაშინ აკურატურად დააწებეთ გაწყვეტილი ადგილები. აკურატულად დაკეცეთ და შეინახეთ შემდგომი სეზონისთვის. თუ მას დავტოვებთ ეზოს გარემოში, მაშინ ტემპერატურის ცვლილებები აუზს უარგის გახდის.
თუ თქვენ ეზოში გაქვთ დეკორატიული წყალსატევი, მაშინ უნდა გადმოვასხოთ წყალი 15-20 სმ დონით ძირიდან. დავიჭიროთ თევზები და გადავსვათ სხვა ადგილას (თუ ტბორი არის დაბალი, მაშინ ზამთარში წყალი თევზებიანად გაიყინება). გავწმინდოთ ჩაცვენილი ფოთლებისგან და ტოტებისგან. მოვაცილოთ მცენარეული რომელიც იმყოფება წყლის ზედაპირზე.
ასეთი სამუშაოების კომპლექსი უზრუვნელყოფს საკუთარი წყალსატევის სისუფთავესა და წესრიგს.
You must log in to post a comment.