როგორ გავიგოთ მოვწონვართ თუ არა ადამიანს?

  • An'na
  • January 8, 2018
  • 0

სიყვარულიუიმედოდ, გაგიჟებით გიყვართ ის ადამიანი, ვისი ამოცნობაც ძნელია? იმის გასაგებად, მოსწონხართ თუ არა მასაც, დააკვირდით მისი სხეულის ენას, როგორ იხსნებიან თქვენთან  და მიაქციეთ ყურადღება როგორ გესაუბრებიან და გაითვალისწინეთ რამდენად ხშირად ატარებენ დროს თქვენთან ერთად.

ერთადერთი გზა ამის ზუსტად  გასარკვევად პირდაპირ კითხვა იქნება, თუმცა თუ იმედის მცირე ნაპერწკალს ეძებთ, მაშინ მარტივი მეთოდებით დაგეხმარებით.

დააკვირდით მის სხეულის ენას. იძაბება, როდესაც ერთ ოთახში ხართ? ერთდროულად ფეხებს აჯვარედინებს და მხრებს თქვენკენ მომართავს? ცდილობს, რომ კარგად გამოიყურებოდეს? ძალიან ხშირად გიყურებს რომ თქვენი მზერა შენიშნოს? თუ ასეა, ეს არაჩვეულებრივი ნიშნებია იმისა, რომ თქვენით დაინტერესებულია. ასეთი პატარა დეტალები ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ის თქვენს ირგვლივ  მოუსვენრადაა ხშირად ნიშნავს, რომ ნერვიულობს.

  • ერთ-ერთი კარგი ნიშანი ისიცაა, რომ ის ცდილობს თქვენ ირგვლივ ყოფნას.
  • თუ ის სათვალეებს ხმარობს, მან შეიძლება სათვალე გაისწოროს.
  • პირდაპირ თვალებში ყურება (მიუხედავად იმისა, ნერვიულობს თუ არა) ნიშნავს, რომ ის ყურადღებას გაქცევთ.
  • ძალიან ხშირად, თუ მასაც მოსწონხართ, ნებისმიერ შანსს გამოიყენებს თქვენ დასახმარებლად.
  • მათ შეიძლება ხუმრობით გაგაჯავრონ.

გაითვალისწინეთ რა ინფორმაციას გაწვდის. უეცრად, უმიზეზოდ გეუბნებათ, რისი კეთება უყვარს? გიყვებათ საიდუმლოებს ან ჩვეულებრივ ისტორიებს თავისი დღიდან? ამით შეიძლება თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს.

  • ადამიანისთვის პირადი ინფორმაციის მიწოდება ნიშნავს, რომ მას ენდობით და გსურთ თვითონაც ანალოგიურად მოიქცნენ.
  • საუბრობენ თავიანთ ოჯახზე, ყოფილზე, წარსულზე? ამ ინფორმაციას ყველა საგულდაგულოდ ინახავს და თუ ის მათ გიყვებათ, ეს კარგის ნიშანია.

ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ კონტაქტს. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვისაც მოსწონხართ, ყველანაირ მიზეზს ეძებს შესახებად.

  • მან შეიძლება მხარზე ხელი დაგადოთ გაუცნობიერებლად, დერეფანში შეხვედრისას.
  • გაწვალებენ, გიღუტუნებენ ან თქვენი ყურადღების მისაქცევად ნივთებს გესვრიან?
  • ისეთი ქცევებიც კი, რომელიც სასიამოვნო არ არის, ხშირად ნიშანია. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მათი სხეულის ენა გასცემს და მის შესანიღბად უხეშობენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ყურადღება სურთ თავიანთი ნამდვილი გრძნობის გამოხატვის გარეშე.

ცდილობს შემოგხედოთ მაშინ, როცა ფიქრობს რომ ვერ ხედავთ? თუ თქვენი მზერისას იხედებიან, ეს ნერვიულობის ნიშანია.

  • მეორეს მხრივ, ცდილობს მზერა აგარიდოთ ნებისმიერ შემთხვევაში? ასე ის გრძნობების დამალვას ცდილობს.
  • სთხოვეთ მეგობარს, ვისაც ენდობით, რომ დააკვირდეს მას ერთად ყოფნის დროს. დააკვირდეს, რამდენ ხანს გიყურებთ ხოლმე ის. თუ ის გამუდმებით თქვენი მიმართულებით იყურება წუთების მანძილზე, ესე იგი მას ძალიან მოწონხართ.

ყურადღება მიაქციეთ მის სიმორცხვეს თქვენს ირგვლივ. ის თქვენთან უფრო ყურადღებიანია, ვიდრე სხვა ხალხთან?

  • თუ ის სინამდვილეში ძალიან თავდაჯერებულია და თქვენი დანახვა მას მთლიანად ცვლის, ეს კარგის ნიშანია.
  • ფრთხილად იყავით, რადგან მორცხვი ადამიანები ყოველთვის მორცხვობენ და ამან შეიძლება დაგაბნიოთ.

რამდენად ხშირადაა თქვენს გვერდით? ისე ჩანს, თითქოს ყველა შანსს იყენებს თქვენ სიახლოვეს ყოფნისთვის? ეს ნიშნავს, რომ ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას გონივრული გზით.

  • ხმამაღლა საუბრობს როცა თქვენ ახლოს სხვას ესაუბრება?

მიაქციეთ ყურადღება რამდენად გცემენ პატივს. თუ თქვენთან ჯენტლმენურად იქცევიან, ეს ნიშნავს რომ გაფასებენ.

  • გიღებთ კარს ან გიწილადებენ საჭმლის ნაწილს, რასაც სხვისთვის არ აკეთებს?
  • გვერდში გიდგებათ, როდესაც რამე კონფლიქტი გაქვთ, ან თქვენზე ვინმე ცუდს ამბობს?

ჩაუტარეთ ტესტი.

  • უყურეთ ხუთი წამის განმავლობაში. თუ გაიხედებიან, ან კონტაქტს წამით მაინც გაწყვეტენ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენთვის თვალის გასწორება უჭირთ და მოსწონხართ.
  • იარეთ მათ წინ, ახლოს და ნახეთ თუ გამოგყვებიან.
წინა «
შემდეგი »