როგორ გავმართოთ წვეულება თინეიჯერებისთვის?

  • An'na
  • January 8, 2018
  • 0

გართობის დროათინეიჯერული წვეულების გამართვა საშიში ჩანს, თუმცა თუ ზუსტად იცით როგორ დაგეგმოთ, ის არაჩვეულებრივი გამოვა. თუ გინდათ თქვენი შვილი კარგად გაერთოს, თან სიტუაციას აკონტროლებდეთ, დაგეხმარებით ისეთი წვეულების გამართვაში, რომელიც თქვენ შვილს და მის მეგობრებს სამუდამოდ ემახსოვრებათ!

ნაწილი 1: წვეულების დაგეგმვა

ეცადეთ მეწყვილე იყოლიოთ. თინეიჯერების წვეულებისთვის თვალყურის დევნება ხასიათის გაფუჭების გარეშე უნდა დააბალანსოთ კარგი დამოკიდებულებით. დამატებითი თვალები გაგიადვილებთ სიტუაციის მართვას. საპირისპირო სქესის მეწყვილე კი ნებისმიერი სიტუაციის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თუ იცნობთ სანდო თინეიჯერს ან ოდნავ უფროს ადამიანს, რომელიც შეძლებს ბრბოს გაძღოლას, სთხოვეთ დახმარება მას. აუხსენით წესები მასაც და წვეულების სტუმრებსაც, შემდეგ კი წადით ისეთ ოთახში, სადაც წვეულება არ არის. შეამოწმეთ ისინი რამდენიმე ხანში ერთხელ სხვადასხვა მიზეზით.

წინასწარ გათვალეთ წვეულების ბიუჯეტი. დაგეგმეთ ყველაფერი თქვენ თინეიჯერთან ერთად, ასე მას საქმეში ჩართავთ. კარგი ამბავი ისაა, რომ თინეიჯერული საჭმელი, როგორიცაა ჩიფსი, გაზიანი სასმელი, ჰოთ-დოგი, პიცა, არც ისეთი ძვირი დაგიჯდებათ.

  • საბედნიეროდ ბევრი თინეიჯერი ზედმეტად „მაგარია“ კოსტუმირებული წვეულების მოსაწყობად, ასე რომ თუ თქვენი შვილი არ მოგთხოვთ სპეციალურ წვეულებას, დეკორაციებზე ბევრის დახარჯვა არ მოგიწევთ.

შესაფერისი ადგილი წვეულებისთვის. თუ პატარა წვეულებას გეგმავთ, მისთვის თქვენი სახლიც შესაფერისი ადგილი იქნება. მაგრამ თუ ძალიან დიდ წვეულებას მართავთ, შეგიძლიათ ის თქვენი სახლის ეზოში ან ბუნებაში მოაწყოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ პიკნიკის მაგიდების და ბარბექიუს გაშლა. მეორე ვარიანტში, შეგიძლიათ დარბაზის ან ფართის დაქირავება.

  • მოემზადეთ ცუდი ამინდისთვის. თუ წვეულებას გარეთ მართავთ, მზად გქონდეთ სათადარიგო ადგილი, მაგალითად სახლი ან გადაფარებული ადგილი.

 

შეადგინეთ სტუმრების სია.  ჰკითხეთ თქვენ შვილს რამდენი სტუმრის დაპატიჟებას გეგმავს და გაითვალისწინეთ ისიც, რამდენს გეგმავთ თქვენ. შეთანხმდით ისე, რომ ორივეს აზრი გაითვალისწინოთ. დამატებით, წესების შედგენა წვეულებამდე დაგეხმარებათ სიტუაციის გაკონტროლებაში.

  • გაითვალისწინეთ რამდენიმე ბავშვით მეტი. წვეულებები, განსაკუთრებით თინეიჯერული, რთული საკონტროლოა და სტუმრების სია შეიძლება გაიზარდოს იმაზე დაყრდნობით, რამდენი სტუმარი მოვა და რამდენი ვერ მოახერხებს.
  • გაითვალისწინეთ პარკინგის ადგილიც.

დანიშნეთ წვეულების თარიღი. თუ ზუსტად გეცოდინებათ როდის დაიწყება და დასრულდება წვეულება, დამგვიანებლებს შესაბამის პასუხს გასცემთ.

  • დათქვით გაფრთხილების და საბოლოო დასრულების საათი. გაფრთხილების დროს თქვენი შვილი ან დამხმარე შეახსენებს სტუმრებს, რომ დაშლის დროა. საბოლოო საათის დროს კი წვეულება უკვე სრულიად დასრულებული უნდა იყოს.
  • წვეულება შაბათ-კვირას ან არდადეგებზე დანიშნეთ, რათა სტუმრებმა არ ინერვიულონ მომდევნო დღეს სკოლაში წასვლაზე.
  • ასევე, გაარკვიეთ სხვა წვეულება ხომ არ იმართება იგივე დღეს, რადგან ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება წვეულებაზე მოხდეს, ისაა რომ სტუმრები არ მოვიდნენ სხვა წვეულების გამო.
  • გააფრთხილეთ მეზობლები ყოველი შემთხვევისთვის. ამით ისინი ხმაურს მეტად გაპატიებენ.

ქაღალდის ან ელექტრონული მოსაწვევები თინეიჯერებისთვის არც ისეთი მაგარია, განსაკუკთრებით თუ მას მშობელი გზავნის. მიეცით უფლება თვითონ გაგზავნონ მოსაწვევი, მაგრამ დარწმუნდით, რომ მოსაწვევი დახურულია და მას ყველა ვერ ნახავს. თინეიჯერები ძირითადად არასერიოზულები და გადაუწყვეტელები არიან, ამიტომ არ გაგიკვირდეთ მეტი ან ნაკლები სტუმრის მიღება.

თუ დიდ წვეულებას მართავთ, გადამალეთ ყველა ძვირიანი და მტვრევადი ნივთი იმ ოთახში, რომელსაც წვეულება არ შეეხება. თინეიჯერები სანდოები არიან, მაგრამ არ იცით რა მოხდება და შეიძლება რამე ნივთი დაიკარგოს ან გატყდეს.

გამოყავით წვეულების ზონები. იდეაში, ის უნდა მოიცავდეს საცეკვაო ადგილს, საჭმლის და სასმლის ზონას, სამოქმედო ადგილს (მაგალითად ცალკე პინგ-პონგის მაგიდა, გიტარის ადგილი). თუ გარეთ კოცონის ადგილი გაქვთ, ის იქნება ერთდროულად სამოქმედო ადგილი და საჭმლის ზონაც, რადგან სტუმრებს შეეძლებათ იქ საკუთარი ჰოთ-დოგის შეწვა. ამ საკითხში თქვენი შვილიც დაიხმარეთ, რადგან მან უკეთ იცის ვის რა აინტერესებს და რა მოეწონება.

  • უზრუნველყავით დიდი სანაგვე ყუთი, რომელსაც გამოჩენილ ადგილზე დადებთ.
  • თუ გსურთ რომ ზოგიერთ ოთახში სტუმრები არ შევიდნენ, მაშინ ჩაკეტეთ ისინი.

 

დააყენეთ მუსიკალური სისტემა. ამისთვის წესიერი დინამიკები დაგჭირდებათ. არ სცადოთ იყოთ DJ. ყველა სტუმარს ასობით (ან ათასობით) სიმღერა ექნება საკუთარ ტელეფონსა თუ აიპოდში და ასე რომც არ იყოს, მათ ალბათ არ მოუნდებათ თქვენი ძველებური სიმღერების მოსმენა.

მოიმარაგეთ საკვები. საკვებისთვის გამოყავით ბუფეტივით ადგილი, სადაც ყველა აიღებს იმდენს, რამდენიც სურს. ჩიფსი, სალსა ბუფეტის სიტუაციას უხდება. თუმცა გაითვალისწინეთ ისეთი ბავშვებიც, რომლებიც თავიანთ ფიგურაზე ზრუნავენ ან ჯანსაღი კვება უყვართ და რამდენიმე სალათაც მოამზადეთ. აუცილებლად იქონიეთ დესერტიც.

გამოიყენეთ ერთჯერადი თეფშები, ჭიქები და ჭურჭელი. ამ გზით სახლის დალაგება ბევრად გაგიმარტივდებათ.

ნაწილი 2: წვეულების და მისი შემდგომი პერიოდი

მოემზადეთ წვეულებისთვის. მოემზადეთ ხმაურისთვის, ნაგვისთვის, გატეხილი ნივთებისთვის და უთანხმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებას აუცილებლად თვალყური უნდა მიადევნოთ, ეს ზედმეტ კონტროლში არ უნდა გადაიზარდოს. ბავშვები ისე უნდა გაერთონ, რომ შერცხვენის შიში არ ჰქონდეთ.

  • გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ მას ენდობით და პასუხისმგებლობას ანიჭებთ, რომ თუ რამე მოხდება უნდა გითხრან.
  • ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ წვეულებაზე ალკოჰოლი და ნარკოტიკი გამოჩნდეს. თუ თქვენ შვილს იმდენად ენდობით, რომ დარწმუნებული ხართ ის უპასუხისმგებლო და უპატივცემულო ადამიანებთან არ იმეგობრებს, მაშინ პრობლემაც არ იქნება. თუ ეს მაინც მოხდება, ამით თქვენ შვილზე წარმოდგენა არ შეიცვალოთ. თვალი გეჭიროთ ასეთ რამეებზე და თუ შეამჩნევთ ნარკოტიკს ან სასმელს, რომელიც თქვენ არ მოგიტანიათ, წყნარად სთხოვეთ მათ წვეულების დატოვება. თუ ისინი შეგეწინააღმდეგებიან, დაურეკეთ მათ მშობლებს.

არ დაანახოთ თქვენ შვილს სიყვარულის ერთი ნიშანიც კი. თქვენ გიყვართ ის და ნამდვილად ბედნიერი იქნებით, როდესაც მეგობრების წრეში დაინახავთ გართობის დროს. ამით შეიძლება სენტიმენტალურიც გახდეთ. მაგრამ ისეთი აშკარა ნიშნები სიყვარულისა, როგორიცაა ჩახუტება, კოცნა, ცხოველების სახელები და ა.შ. მძიმე დარტყმაა ბავშვის დამოუკიდებლობისთვის.

აირიდეთ ისეთი სიურპრიზები, რაც თქვენმა შვილმა არ იცის. ბავშვებს განსაზღვრული აქვთ ვისი ყოფნა სურთ წვეულებაზე, ამიტომ უფროსების სიურპრიზები ხშირად საერთოდ არაა ამაღელვებელი.

დაალაგებინეთ თქვენს შვილს. ეს იქნება საფასური არაჩვეულებრივი წვეულებისთვის. დალაგება რომ საინტერესო გახდოთ, რამე მხიარული მოიფიქრეთ. მაგ:

  • მუსიკა ჩართული დატოვეთ ან აარჩევინეთ რამდენიმე მეგობარი, რომელიც მას სიამოვნებით დაეხმარებიან.

წააქეზეთ ისინი რომ კარგად მოიქცნენ. უთხარით ბავშვს, რომ თუ სიტუაციას ზრდასრული ადამიანივით მიუდგება, შემდეგ წვეულებას სიამოვნებით მოაწყობთ. ცხოვრება მთლიანად რისკისა და ჯილდოებისგან შედგება. თქვენი ბავშვი ამას კარგად გაიგებს.

წინა «
შემდეგი »