ახალგაზრდა დედასთვის ახალშობილი ბავშვის ყურის გაწმენდა ხშირ შემთხვევაში რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგან პატარას ყურები ძალიან თხელი და ნაზია და მათი დაზიანება ტრაგედიის ტოლფასია. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ ახალშობილის ყურის გაწმენდის წესები, რადგან ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილები, ყურებიც ითხოვენ მუდმივად ჰიგიენას დაცვას.
ყურის გაწმენდისთვის საუკეთესო დროა როცა ბავშვს აბანავებთ. ბავშვი დაბანეთ თბილ და არა ცხელ წყალში, გამოიყენეთ რბილი ღრუბელი, იმისათვის, რომ დავბანოთ პატარას ყურები, ხელით საიმედოდ დაიჭირეთ თავი და ოდნავ წამოუწიეთ.
ბავშვის ყურების დასაბანად გამოიყენეთ სველი პირსახოცი, ან ბამბის მრგვალი ტამპონი, არ გამოიყენოთ საპონი, საკმარისია, თუ ყურის ნიჟარებს ხელით, დელიკატურად გავუსუფთავებთ, განსაკუთრებით გულდასმით გაუწმინდეთ ყურის უკანა ნაწილი, ყველაზე მეტი ჭუჭყი იქ გროვდება. დაასველეთ პირსახოცი ან ბამბის ტამპონი და ამით გაუწმინდეთ გარეთა მხარე. ამის შემდეგ ყური გაუმშრალეტ მშრალი პირსახოცით.
შემდეგ, გამოიყენეთ ბამბის ჩხირები, რომელსაც აქვს სპეციალური შემაკავებელი საზღვარი. ფრთხილად ჩაუყავით პატარას ყურში, მაგრამ ღრმად არა და ნაზად წრიული მოძრაობით გაუწმინდეთ, ამით თქვენ გაწმენდთ ყურის არხებს.
ყურის წმენდისას არ დაგავიწყდეთ თვითონ ბავშვი, ყურადღება მიაქციეთ რომ პატარა თავს გრძნობდეს კომფორტულად და თბილად. საჭიროების შემთხვევაში შეახვიეთ თბილ პირსახოცში.
You must log in to post a comment.