როგორ გავყინოთ გოგრა?

  • An'na
  • February 10, 2016
  • 0

გოგრათუ გაქვთ ბევრი გოგრა და გინდათ შინახოთ იგი, შეგიძლიათ გაყინოთ ხანგრძლივი მოხმარებისთვის. გოგრა შეგიძლიათ გაყინოთ ცოცხლად და ასევე მოხარშული. ზაფხულის გოგრას ყინავენ ოდნავ წამოუდუღების შემდეგ, მაგრამ არის ცოცხლად გაყინვის მეთოდიც.

 

მეთოდი 1/4 ზამთრის გოგრის გაყინვა ცოცხლად

1. გაასუფთავეთ გოგრა. გამოიყენეთ ბოსტნეულის დანა,რომ გააცალოთ კანი

  • მოაცალეთ დამრგვალებული ადგილები ისე,რომ ზევიდან მხარე და დაბლა გახდეს სწორი.
  • ერთი ხელით დაიჭირეთ,მეორეთი გააცალეთ კანი,იქამდე სანამ მთლიანად არ გააცლით.

2. დაჭერით გოგრა ნაჭრებად. ეცადეთ ნაჭრები იყოს თანაბარი. შეგიძლიათ დაჭრათ რა ზომაზეც გსურთ,მაგრამ სასურველია 2,5 სმ.

naWrebi

3. დაალაგეთ გოგრის ნაჭრები ლანგარზე. დაალაგეთ ერთ ფენად და ლანგარი ჩადეთ საყინულეში რამდენიმე საათის განმავლობაში. ეცადეთ,რომ ერთმანეთს ნაჭრები არ ეხებოდეს. იმიტომ რომ თუ ერთმანეთს შეეხებიან მაშინ ერთმანეთს მიეწებეიან.

ლანგარი

4. მოათავსეთ გოგრის გაყინული ნაჭრები კონტეინერში. აიღეთ გაყინული ნაჭრები და მოათავსეთ ან კონტეინერში ან პოლეითილენის პარკში. ერთმანეთისგან უნდა იყოს დაცილებული.

  • ამ დატოვებულ ადგილას დიდი მნიშვნელობა აქვს,იმიტომ რომ გოგრა როდესაც იყინება ფართონდება.

კონტეინერი

5. გაყინეთ ხანგრძლივი შენახვისთვის. მოათავსეთ კონტეინერი ან გოგრიანი პოლიეთილენის პარკები საყინულეში და შეინახეთ გამოყენებამდე.

  • გაყინული გოგრა ინახება 10-12 თვე.
  • თქვენ შეგიძლიათ კერძში დაამატოთ,როგორც გალღობილი,ასევე გაყინული გოგრა.

მზადაა

2/4 ზამთრის გოგრის გაყინვა

1. დაჭერით გოგრა ნაჭრებად. გამოიყენეთ სამზარეულოს დანა,რომ გაჭრათ გოგრა ნახევრად და შემდეგ კუბიკებად.

  • დიდი გოგრის მომზადება უფრო ადვილია თუ მას დაჭრით კუბიკებად. თუ გოგრა პატარაა უფრო კარგია,თუ მას  დაჭრით ნაჭრებად.

2. მოამზადეთ გოგრა. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ გოგრა მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაში. გოგრა ისე უნდა დარბილდეს,რომ ადვილად ჩაერჭოს ჩანგალი.

  • მოამზადეთ გოგრა მიკროტალღურ ღუმელში. ამისათვის მოათავსეთ გოგრა შუშის ჭურჭელში. ჩაასხით მასში ცოტა წყალი,დაამზადეთ 15 წუთის განმავლობაში მაღალა ტემპერატურაზე. როდესაც გული დარბილდება შეგიძლიათ გამოიროთ.
  • შეწვით გოგრა. მოათავსეთ გოგრა შუშის ქვაბში,დაასხით ცოტა წყალი,დააფარეთ ზევიდან ფოლგა და შეწვით 350 გრადუსს ფარენგეიტზე.
  • მოხარშეთ გოგრა. ქვაბში აადუღეთ წყალიჩადეთ შიგნით გოგრა,დაახურეთ სახურავი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში,სანამ არ დარებილდება.
  • შიძლება მოამზადოთ ორთქლზეც. გაავსეთ ქვაბი წყლით. მოამზადეთ შოგნით ორთქლის კალათა,ჩადეთ კალათაში გოგრა ზევიდან დააფარეთ და მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. მოამზადეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

გოგრა

3. მოაცალეთ კანი. მოათავსეთ დარბილებული გული დიდ ჯამში და მოცილებული კანი გადააგდეთ. დაჭყლიტეთ გოგრა. დაჭყლიტეთ გოგრა ან კარტოფილის საჭყლეტით ან ჩანგლით.

  • შეგიძლიათ გააკეთოთ გოგრის პიურე ბლენდერში,პიურეც და გახეხილი გოგრაც კარგად იყინება.

4 მოათავსეთ გოგრა კონტეინერში,რომელსაც შინახავს საყინულეში. როცა გოგრა გაცივდება,გადაიტანეთ კონტეინერში ან პოლიეთილენის პაკეტში. ზემოთ დატოვეთ ადგილი.

  • თავისუფალი ადგილი,იმიტომ არის საჭირო რომ გაყინვისას გოგრა ფართოვდება. თუ ადგილი არ იქნება კონტეინერი შეიძლება გასკდეს.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გაყინოთ გოგრა ყინულის გორმაში. კოვზის მეშვეობით გადაიტანეთ გოგრის პიურე ყინულის ფორმაში და გაყინეთ. შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში და შეინახეთ.

6. გაყინეთ გაყინეთ ხანგრძლივი შენახვისთვის. გაყინული გოგრა ინახება 10-12 თვის განმავლობაში და არ კრგავს არომატს.

3/4  ზაფხულის ცოხალი გოგრის გაყინვა

1. გაასუფთავეთ გოგრა. გამოიყენეთ სამზარეულოს დანა და მოაცალეთ კანი.

  • მოაჭერით დამრგვალებული ადგილები,რომ ზევითა მხარე დაძირი გახდეს სწორი
  • ერთი ხელით დაიჭირეთ,მეორე ხელით გააცალეთ კანი,სანამ მთლიანად არ გააცლით.

2. გახეხეთ გოგრა. გახეხეთ გოგრა წვრილ სახეხზე.

  • თუ შეგხვდებათ მოაცალეთ თესლები.

3. მოათავსეთ გოგრა გასაყინდა კონტეინერში. გახეხილი გოგრა მოათავსეთ კონტეინერსი ან პლასტიკურ პაკეტში. შიგნით დატოვეთ ადგილი.

  • ეს თავისუფალი ადგილი აუცილებელია,იმიტომ რომ გაყინვისას გოგრა ფართოვდება და შეუძლია გახეთქოს კონტეინერი ან პლასტიკური პაკეტი.

კონტეინერი

4. გაყინეთ ხანგრძლივი მოხმარებისთვის. შეინახეთ კონტეინერიანი გოგრა საყინულეში,შეინახეთ იქამდე სანამ არ დაგჭირდებათ კერძის მოსამზადებლად.

  • გაყინული გოგრა კარგად ინახება 1-12 თვის განმავლობაში.

 

4/4 დამზადებული ზაფხულის გოგრის გაყინვა

1.გარეცხეთ გოგრა.

  • თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი ჭუჭყი,რომელიც ხელით არ მოშორდება, მაშინ გამოიყენეთ ბოსტნეულის ჯაგრისი. მოიხმარეთ ისე რომ გოგრა არ დააზიანოთ.

2.დაჭერით გოგრა ნაჭრებად. დაჭერით გოგრა 1.25 სმ ნაჭრებად. აუცილებელი არ არის კანის გაცლა.

3.აადუღეთ წყალი. აადუღეთ 4 ლ. წყალი დიდ ქვაბში მაღალ ცეცხლზე. ჩადეთ ქვაბში საწური ან ლითონის კალათა.

  • ლითონის კალათა უნდა ჩადოთ დაბლა ქვაბში. თქვენ ამით არ დაორთქლავთ გოგრას და ადვილად ამოიღებთ წყლიდან, როდესაც ის მზად იქნება.

4.ადუღეთ გოგრა 3-4 წთ. განმავლობაში. ჩაყარეთ ქვაბში გოგრა ნაწილ-ნაწილ დაახლოებით 450გ. მოამზადეთ 3-4 წთ. განმავლობაში.

5.შემდეგ გადმოიღეთ გოგრა გაყინულ წყალში. ადუღებული წყლიდან გოგრა გადმოიტანეთ გაყინულ წყალში, სადაც გააჩერებთ 3 წთ. განმავლობაში.

  • ყინულში ჩადება უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიშალოს ფერმენტები. გოგრა ინახავს თავის ფერს, გემოს და სტრუქტურას.

6.დაალაგეთ გოგრა ლანგარზე,გასაყინად. დაალაგეთ გოგრა ერთ ფენად და შედეთ საყინულეში რამდენიმე საათის განმავლობაში.

  • კარგად დალაგებული გოგრა გაიყინება ცალ-ცალკე ნაჭრებად. ისინი გაყინვისას არ მიეკრობა ერთმანეთს.

გოგრა

7.ჩაალაგეთ გოგრა იმ ჭურჭელში,რომელშიც უნდა შეინახოთ საყინულეში. შეავსეთ კონტეინერი ან პოლიეთილენის პარკი გოგრით,მაგრამ ისე,რომ ზემოდან დარჩეს თავისუფალია დგილი.

  • გოგრა გაყინვისას ფართოვდება,ამიტომ თუ არ დატოვებთ თავისუფალ ადგილს, კონტეინერი გასკდება.

8.გაყინეთ ხანგრძლივი შენახვისთვის. შეინახეთ გოგრიანი კონტეინერი საყინულეში,სანამ არ დაგჭირდებათ მისი გამოყენება.

  • გაყინული გოგრა ინახავს თავის თვისებებს 10-12 თვე.
Previous «
Next »

Leave a Reply