მწვანე ლობიო მთელი ზაფხულის განმავლობაში იყიდება მაღაზიებში. თუ თქვენს ოჯახს უყვარს ეს ბოსტნეული მაშინ ამ სტატიაში თქვენ შეითხობთ თუ როგორ გავყინოთ მწვანე ლობიო რამოდენიმე თვით და შემდეგ როგორ მოვიხმაროთ ის. თქვენ ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ ეს სახლის პირობებში დამოუკიდებლად და მარტივად, ასევე სტატიის მეშვეობით მიიღებთ გემრიელ რეცეპტს გაყინული მწვანე ლობიოს მოსამზადებლად.
ნაბიჯები :
მეთოდი 1: მწვანე ლობიოს გაყინვა
ნაბიჯი 1: იყიდეთ მწვანე ლობიო მაღაზიაში ან მოკრიფეთ ბაღში.
- აუცილებელია გამოვიყენოთ ისეთი ლობიო, რომელსაც არ აქვს ლაქები და არის საღი, უმჯობესია არ ჰქონდეს პატარა მარცვლები.
- გავყინოთ ლობიო მალევე როცა ვიყიდოთ მაღაზიაში და თუ თქვენ არ გეჩქარებათ მისი გაყინვა მაშინ შეინახეთ მაცივარში.
ნაბიჯი 2: კარგად გარეცხეთ ლობიო.
- გავასუფთავოთ ლობიო სპეციალური დანით, მოვაჭრათ კუდები და თუ შევამჩნევთ ლობიოზე მწერის ნაკბენს ამოვაჭრათ დანით. რა ზომაზეც მოგესურვებათ დაჭერით იმ ზომაზე.
ნაბიჯი 3: წყლით სავსე ქვაბი დავდგათ გაზქურაზე ასადუღებლად. ქვაბში დავტოვოთ ლობიოს ადგილი. თუ ქვაბს სახურავს დავახურებთ წყალი უფრო მალე ადუღდება.
- ავავსოთ მეორე ქვაბი წყლით და ჩავყაროთ ყინულები.
ნაბიჯი 4: გააჩერეთ ლობიო ადუღებულ წყალში 3 წთ–ს მანძილზე.
- ეს პროცესი ანადგურებს ფერმენტებს, რომელიც აფუჭებს ლობიოს ხარისხს.
- დიდხანს არ ვადუღოთ ლობიო, რადგან გადაიხარშება.
ნაბიჯი 5: საწურზე გავწუროთ ლობიო და გადავიტანოთ ყინულიან ქვაბში. თუ დასჭირდება მეტი ყინული დავამატოთ.
- გავაციოთ 3 წთ–ს განმავლობაში.
ნაბიჯი 6: სასურველია კარგად გავაშროთ ლობიო. გამოვიყენოთ ქაღალდის ან ნაჭრის პირსახოცი, რომ მოვაშოროთ ზედმეტი სისველე.
ნაბიჯი 7: შევფუთოთ ლობიო ვაკუმის პაკეტში.
- თითო პაკეტში მოათავსეთ იმდენი ლობიო რამდენიც დაგჭირდებათ ერთ მომზადებაზე. ამ გზით თქვენ შეძლებთ გაალღვოთ იმმდენი ლობიო რამდენიც დაგჭირდებათ ერთი მომზადებისთვის.
- შევკრათ პაკეტი და ერთ კუთხეში შევდოთ საწრუპი, ეს დაგვეხმარება გამოვიყვანოთ დარჩენილი ჰაერი პაკეტიდან. ამის შემდეგ ამოვიოთ საწრუპი პაკეტიდან და შემდეგ ბოლომდე დავხუროთ. დააწერეთ თარიღი.
ნაბიჯი 8: გავყინოთ ლობიო.
- გაყინული ლობიო ინახება 9 თვე ჩვეულებრივ საყინულეში და უფრო დიდ ხანს დაბალ ტემპერატურაზე.
მეთოდი 2: შემწვარი მწვანე ლობიო
ნაბიჯი 1: გავახუროთ ღუმელი 218 გრადუსზე.
ნაბიჯი 2: გამოვიღოთ ლობიო საყინულიდან, ამოვიღოთ პაკეტიდან, დავალაგოთ ლითონის ლანგარზე და გავაცალკეოთ ერთმანეთისაგან.
ნაბიჯი 3: მოვასხათ ზეითუნის ზეთი, არაქისის ზეთი და ყურძნის კურკის ზეთი.
ნაბიჯი 4: მოვაყაროთ ლობიოს მარილი, პილპილი და სხვა სუნელები (სურვილებისამებრ). შეიძლება მოვაყაროთ ისეთი სუნელები როგორიცაა: ორეგანო, ნივრის ფხვნილი, ჩილი და ა.შ.
ნაბიჯი 5: შევდოთ ლობიო ღუმელში და გავაჩეროთ 10 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, მოვურიოთ და შემდეგ ისევ შევდგათ. მანამდე გავაჩეროთ სანამ არ მიიღებს მოყავისფრო ფერს.
ნაბიჯი 6: გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვაყაროთ გახეხილი ყველი (სურვილებისამებრ). უკეთესი იქნება მივირთვათ ცხელი.
გემრიელად მიირთვით !!!
You must log in to post a comment.