ზოგადად ეკრანის ხშირი წმენდა ძალიან კარგია, რადგან იგი თქვენი მობილური ტელეფონის ზედაპირს სუფთად ინარჩუნებს და ამასთან, ახლის შესახედაობას აძლევს. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე – ეკრანის გაწმენდასაც სჭირდება ცოდნა. გასწავლით ყველაზე მარტივ ხერხს, რომ ეკრანი გააპრიალოთ ასე ვთქვათ ”ბზინვარებამდე”.
მობილურის ეკრანის გაწმენდის ინსტრუქცია:
1. აიღეთ რაიმე რბილი (მიკრობოჭკოვანი) მატერია ან სულაც შეიძინეთ (დაახლოებით 2 ლარამდე ღირს სპეციალური საწმენდი, რომელიც ასევე სათვალის გასაწმენდად გამოგადგებათ);
2. გამორთეთ მობილური ტელეფონი და დაიწყეთ მისი წმენდა წრიული მოძრაობით. გამორთული ეკრანის გაწმენდა გაცილებით ადვილია რადგან კარგად ჩანს სად არის გასაწმენდი და სად არა;
3. იმ შემთხვევაში თუ შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის ეკრანის საწმენდი სპეციალური ხსნარი რომლის ერთი წვეთიც შეგიძლიათ დაასხათ საწმენდ ნაჭერზე, ვისაც არ გაქვთ სპეციალური ხსნარი მოახდინეთ ე.წ ეკრანის დაორთქვლა;
4. განაგრძეთ ეკრანის გაწმენდა ისე, რომ ეკრანზე ხელის მოძრაობით პატარა წრეები შეკრათ;
5. წმენდის დასრულების შემდეგ დადეთ ტელეფონი და არ შეეხოთ მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სანამ იგი ბოლომდე არ გაშრება.