როგორ გავხდეთ კარგი ათლეტი?

  • zuka123
  • January 9, 2015
  • 0

ვარჯიშიროგორ უნდა გავხდეთ წარმატებული ათლეტი? – დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ყველა იმ ადამიანს აწუხებს, რომელსაც სურს გარკვეული წარმატება მიაღწიოს ცხოვრებაში სპორტის კუთხით.  რა თქმა უნდა თავიდანვე შეუძლებელია იყო კარგი ან თუმდაც შესანიშნავი შენს საქმიანობაში. მთავარია უკეთესობისკენ სწრაფვა და ყველაფერი თავისთავად მოვა.  შენ ყოველთვის შეგიძლია გაუმჯობესდე.

ნაბიჯი 1:    პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა! ივარჯიშე, გაიარე პრაქტიკები შენს საყვარელ სპორტში დღეში ერთი საათის განმავლობაში. ითამაშე თუნდაც თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სიამოვნების მისაღებად. იპოვნეთ გზა განსავითარებლად; მაგალითად თუ თქვენ ხართ დაკავებული ფრენბურთით, შეგიძლიათ ნახოთ რამდენჯერ შეძლებთ კარგად ჩაწოდებას ერთ წუთში.

გახსოვდეთ, რომ ყოველი პრაქტიკა გაახლოვებთ წარმატებასთან. რა თქმა უნდა ყოველთვის ისე ვერ გამოვა, როგორც გსურთ. ამ დროს ადამიანთა უმეტესობა ნებდება და ხელს იღებს დაწყებულ საქმეზე. ისინი ამ შემთხვევაში საერთოდ არ არიან მართლები და ძალიანაც ცდებიან. არაფერი არ არის სრულყოფილი. ისინი არ აკეთებენ ფაქტობრივად არაფერს და სურთ ყველაფრის მიღება. თქვენ თუ ბევრს ივარჯიშებთ, როგორც არ უნდა იყოს, უკეთესი გახდებით.

იოგა

ნაბიჯი 2: ჰქონდეთ ყველა შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც ესაჭიროება თქვენს სპორტს ან ჰობს. არასწორმა მექანიზმა ან შეუფერებელმა ტანსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება. იყავი ყოველთვის დაცული. მაგალითად თუ გატაცებული ხართ ველოსპორტით, აუცილებელია ჩაფხუტის ტარება. რატომაც არა? ყველა პროფესიონალი ხომ თავის დასაზღვევად ასე იქცევა?

ნაბიჯი 3: ნუ მისცემთ ნებისმიერ დაბრკოლებას თქვენი მიზნის შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. შეიძლება ყველამ თავიდან სკეპტიკურად შეხედოს თქვენს ამ წამოწყებას, თუმცა მთავარია არ დანებდეთ და განვითარდეთ. შემდგომში ისინიც დაინახავენ თუ რა შეძელით. ღირსება, რწმენა, მოთმინება – სწორედ ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ყველაზე მეტად თქვენზე. აბა თქვენ იცით, წარმატებები ქალბატონებო და ბატონებო.

  • ასევე: იკვებეთ ნორმალურად და რაციონალურად.
  • დაიხარჯეთ ბოლომდე.
  • თუ დაეცით შეჯიბრების დროს, ადექით სწრაფად და გააგრძელეთ თამაში. ყველა  ტაშს დაგიკრავთ და პატივისცემას გამოხატავს თქვენს მიმართ.
  • დასახეთ პრიორიტეტები.
  • იზრუნეთ თქვენს თავზე. მიიღეთ წყალი და ეს უნიკალური ნივთიერება თქვენ დიდ ენერგიას მოგცემთ.
  • და ბოლოს: დარწმუნდით, რომ მზად ხართ ამ ყველაფრისთვის.
Previous «
Next »

Leave a Reply