ძალიან რთულია ადამიანისთვის ცხოვრება, თუ მას ყველაფერი მიაქვს გულთან ახლოს. მუდმივი ემოციურობა, ნეგატიური თავშეგრძნება, საბოლოოდ გადაიზრდება აპათეაში და უაზრო ცხოვრებაში. ასეთი რომ არ მოხდეს უნდა ისწავლოთ, იყოთ ცივსისხლიანი ყველაფრის მიმართ. აი თუ როგორ გავხდეთ ცივსისხლიანი, გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას.
რა დაგჭირდებათ?
-უსაზღვრო სურვილი რომ შეიცვალოთ
-კალამი და ფურცელი
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს გარკვეული რამ რაც არის მთავარი მის ცხოვრებაში. ზოგიერთისთვის ეს არის ოჯახი, ზოგისთვის კი, სამსახური. როგორ გავხდეთ ცივსისხლიანი? უბრალოდ, ყველაფერი რაც არ ეხება თქვენი ცხოვრების უმთავრეს სტიმულებს, გადაწიოთ უკანა პლანზე.
არასდორს არ შეაფასოთ სიტუაცია გადაჭარბებულად, უბრალოდ ყველაფერს შეხედეთ ფხიზელი თვალით. ყველაფერი ცუდი თავის დროზე გადაიქცევა კარგად, ამისათვის საჭიროა დრო. არ დაპანიკდეთ მიმდინარე სიტუაციით, ეს უბრალოდ განუხორციელებელი ფანტაზიაა.
როგორ გავხდეთ ცივსისხლიანი, თუ შეგვემთხვა უსიამოვნება? ყოველთვის არსებოს ნებისმიერი არეულობის გადაჭრის გზა. უბრალოდ უნდა დაჯდეთ და მოიფიქროთ, თუ როგორ დააღწიოთ მიმდინარე სიტუაციიდან, მაღლა აწეული თავით.
ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვმართავს ჩვენი ჩვევები, რაც ჩვენვე ავითვისეთ საკუთარი მშობლებისგან. უმჯობესია ხელახლად გადავხედოთ საკუთარ ჩვევებს, გონივრულად შევაფასოთ და შევცვალოთ სხვით, რომლებიც არ დაუშვებენ ნებისმიერი სიტუაციის ახლოს გულთან მიღებას. ამისათვის აიღეთ ქაღალდის ფურცელი, გავხაზოთ ორ ნაწილად. ერთ მხარეს დაწერეთ ის ჩვევები, რასაც მოაქვს განსაცდელი, ხოლო მეორე მხარეს კი ის ჩვევები რითიც შეცვლით აღნიშნულებს, რომ გახდეთ უფრო ცივსისხლიანი. შემდგომ უნდა გააკონტროლოთ გარდაქმინის პროცესი. იმუშაოთ საკუთარ თავზე და მიაღწიოთ დანიშნულ მიზანს.
და რაც მთავარია, ამ საკითხის გადასაწყვეტად თუ როგორ გავხდეთ ცივსისხლიანი, უნდა ვიმოქმედოთ მაგდაგვარი გზით. ნებისმიერ პრობლემაზე უბრალოდ გულში ჩავილაპარაკოთ: ეს ყველაფერი დროებითია და როგორც მოვიდა ისევე წავა.
ადამიანის ცხოვრებაში, უმრავლესი სიტუაციების გადაჭრად დამოკიდებულია თვით პიროვნების ხასიათზე. თუ ადამინი არის გულჩვილი, მან რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი, თუ როგორ გახდეს ცივსისხლიანი, დასჭირდება ხანგრძლივი მუშაობა საკუთარ თავზე. უფრო მარტივად ცხოვრობებნ ადამიანები, ვისაც აქვთ მძიმე ხასიათი. მაგრამ გარშემომყოფებისათვის ასეთი ტიპაჟი არა არის სასიამოვნო. მაგრამ არჩვენი რა თქმა უნდა თქვენზეა.
You must log in to post a comment.