როგორც ვიცით, ერთდროულად რამოდენიმე სკაიპის გახსნა შეუძლებელია თუ, რა თქმა უნდა, არ გამოიყენებთ სხვადასხვა დამხმარე პროგრამას. მე შევეცდები გასწავლოთ თუ როგორ გახსნათ, პროგრამის გარეშე, რამოდენიმე სკაიპი ერთდროულად. მოკლედ დავიწყოთ:
პირველ რიგში, გავხსნათ სკაიპის მთავარი ფოლდერი (სადაც დაინსტალრიებულია სკაიპი), თუ ინტალაციისას მისამართი არ შეგიცვლიათ მაშინ იქნება ასე: C:\Program Files (x86)\Skype\Phone. დავინახავთ სკაიპის ფაილს და დავაწვებით მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდეგ კი ავირჩვთ Send to > Desktop (create shortcut).
აღნიშნული მოქმედებების შემდეგ დესქტოპზე გაჩნდება სკაიპის shortcut (შორთქათი) – ვაწვებით მაუსის მარჯვენა ღილას და შევდივართ properties-ში. Target ველში დავამატოთ /secondary (ანუ არაფერს არ ვშლით უბრალოდ ვამატებთ /secondary). გამოდის შემდეგნაირად C:\Program Files (x86)\Skype\Phone\Skype.exe” /secondary, დავაჭერთ apply და ok.
გახსენით ის შორთქათი, რომელიც განთავსებულია დექსტოპზე.