როგორ გამოვაცხოთ კრუასანები?

  • An'na
  • May 31, 2014

კრუასანისაფრანგეთში ტრადიციულად საუზმეზე მიირთმევენ კრუასანებს. სახლის პირობებში კრუასანების მომზადება რთული არ არის, თუმცა დიდი დრო უნდა, მაგრამ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.  ამის შემდეგ მაღაზიის კრუასანებისკენ აღარც გაიხედავთ.

 

 

ინგრედიენტები 12 კრუასანისთვის:

  • 1 1/4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 3 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 1 3/4 ჭიქა (220 გრამიანი) ფქვილი
  • 1 1/2 ჩ.კ მარილი
  • 1/2 ჭიქა (120 მლ ) რძე
  • 2 სადილის კოვზი ზეთი
  • ნახევარი ჭიქა ( 115 გრ.) გაციებული კარაქი
  • 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

კრუასანის დამზადება:

ნაბიჯი 1 – კრუასანი

ცომის მოზილვა. ღრმა ჯამში ავურიოთ ერთმანეთში თბილი წყალი, შაქარი და საფუარი, გავაჩეროთ 5–10 წუთ სანამ არ დაიწყებს ამოფუებას.  გააცხელეთ რძე მიკროღუმელში ან გაზქურაზე. დავუმატოთ პირველ მასას თბილი რძე, ფქვილი და ზეთი. მოვზილოთ ცომი.

  • ცომის მოზილვა შეიძლება მიქსერით ან ხელით.
  • რძე არ უნდა ადუღდეს, უბრალოდ უნდა გაცხელდეს. თუ  რძე შემთხვევით ადუღდა, ის რძე გადადგით და გააცხელეთ ახალი პორცია.

ცომის მოზილვა

ნაბიჯი 2 – კრუასანი

თუ ცომს ზილავთ მიქსერით, მაშინ მოზილეთ იქამდე სანამ ცომის მასა ერთიანი არ გახდება. ხოლო თუ ცომს ზილავთ ხელით, გახსოვდეთ რომ ის უნდა გახდეს რბილი და პლასტიკური.

ცომი

ნაბიჯი 3 – კრუასანი

გადაიღეთ ცომი ფქვილიან ჯამში. ფქვილი არ მისცემს საშუალებას რომ ცომი მიეწებოს ჯამს. დააფარეთ ჯამს პირსახოცი ან  პოლიეთილენის პარკი. ცომი უნდა ამოვიდეს 1–2 საათში. როდესაც ცომი გახდება ორმაგი, გადადით შემდეგ ნაბიჯზე.

  • გააკეთეთ ცომზე ჯვრის ფორმის ჭრილი. ეს დაეხმარება ცომს უფრო მალე ამოსვლაში. ჯვრის ზომაა 5X5 სმ.
  • დადეთ ცომი თბილ ადგილას რომ მალე ამოვიდეს.

ცომის ამოსვლა

ნაბიჯი 4 – კრუასანი

როგორც კი ცომი გაორმაგდება, ამოიღეთ ჯამიდან და გადაიტანეთ ფქვილ–მოყრილ მაგიდაზე. გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედის ფორმაზე 20X30 სმ ზომაზე.  ეცადეთ ცომი გააბრტყელოთ ისე რომ კუთხეები იყოს მაქსიმალურად სწორი. გააბრტყელეთ ცომი ხელით ან გასაბრტყელებლით, მხოლოდ არ დააჭიროთ ძალიან ძლიერად.

ცომის გაბრტყელება

ნაბიჯი 5 – კრუასანი

გადაახვიეთ ცომი სამჯერ კონვერტისებურად. ჯერ გადაახვიეთ მარჯვენა მხრით შუაზე, შემდეგ მარცხვენაზემოდან მარჯვენაზე.

ცომის გადახვევა

ნაბიჯი 6 – კრუასანი

ჩადეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი ან პოლიეთილენის პარკი და მიეცით საშუალება კარგად ამოვიდეს და გაორმაგდეს.  ამ პროცესს სჭირდება 1–2 საათი. ბოლო ნახევარი საათი კი ეს ცომი შედეთ მაცივარში იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯისთვის ის უნდა იყოს ცივი.

  • შეიძლება ცომი მაცივარში დავტოვოთ მთელი ღამე.

ცომის გაცივება

ნაბიჯი 7 – კრუასანი

გაციებული კარაქი  გავაბრტყელოთ ცვილის ქაღალდზე. მოკეცეთ ქაღალდის ბოლო ისე, რომ ის ფარავდეს კარაქს. გააბრტყელეთ კარაქი  ისევ ოთხკუთხედის ფორმის ცვილის ფურცელზე. 30X15 სმ ზომით. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მალე, იმიტომ რომ კარაქი არ დადნეს.

  • უნდა გვახსოვდეს რომ კარაქი არ უნდა დადნეს გამოცხობამდე

კარაქი

ნაბიჯი 8 – კრუასანი

ამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმით 35 X 20 სმ. გაბრტყელებული კარაქი წავუსვათ ცომს ცენტრში ისე რომ ბოლოებში დარჩეს 2–3 სმ.

კარაქი და ცომი

ნაბიჯი 9 – კრუასანი

ცომი უნდა გავაბრტყელოთ და ისევ დავკეცოთ კონვერტისებურად.

ცომის დაკეცვა

ნაბიჯი 10 – კრუასანი

ცომი დადეთ ისე, რომ მოკლე მხარე იყოს თქვენკენ. ცომი გააბრტყელეთ ზომებით 35 х 20 სმ. ყველაზე მთავარი პროცესი ის არის რომ კარაქს არ უნდა დავაჭიროთ ძალიან ძლიერად ისე რომ ცომში შეიზილოს. აუცილებელია ცომი და კარაქი გავაბრტყელოთ ძალიან თხელ ფენებად. 

  • თუ კარაქი იწყებს დნობას, ჩადეთ მაცივარში 15–20 წუთი სანამ გააბრტყელებთ. კარაქი უნდა იყოს ცივი და არ უნდა ითქვიფებოდეს ცომში.

ცომის დაბრტყელება

ნაბიჯი 11 – კრუასანი

როგორც წინა ნაბიჯებში, ცომი დაკეცეთ კონვერტისებურად. შემდეგ გაახვიეთ ცომი პოლიეთილენის პარკში ან ცვილის ქაღალდში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

ცომი მაცივარში

ნაბიჯი 12 – კრუასანი

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, მოხსენით შეფუთვა და განათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე. დატოვეთ 8–10 წუთი. ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმით 35 X 20 სმ. კარაქს არ უნდა დავაჭიროთ ძალიან ძლიერად ისე რომ ცომში შეიზილოს. დაკეცეთ ცომი კონვერტისებურად. ცომი მოაბრუნეთ ისე რომ მოკლე მხარე იყოს თქვენსკენ. ცომი ისევ გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედის ფორმით  35 х 20 სმ და ბოლოჯერ დაკეცეთ კონვერტისებურად.

გაყინული ცომი

ნაბიჯი 13 – კრუასანი

ცომი ისევ გაახვიეთ პოლიეთილენის პარკში ან ცვილის ქაღალდში და შედგით მაცივარში 2 საათი ან მთელი ღამე.

ცომის პარკში გახვევა

ნაბიჯი 14 – კრუასანი

ერთ ლითონის ჭურჭელს წაუსვით კარაქი, მეორე ლითონის ჭურჭელზე დააფინეთ ცვილის ქაღალდი და მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააჩერეთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედის ფორმით 50 х 12 სმ ზომით.

ცომის გამოღება

ნაბიჯი 15 – კრუასანი

მჭრელი დანით ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად. უნდა გამოვიდეს ორი ოთხკუთხედი 25 х 12 სმ ზომით. ერთი ცომი დადეთ ცვილიან ლითონის ჭურჭელზე,მეორე კი პირველზე.

ცომის გაჭრა

ნაბიჯი 16 – კრუასანი

გაყავით ორი ცომი 4 ნაწილად. 3 მათგანი 12 х 12 ზომით დადეთ ცვილის ქაღალდზე  ისე რომ ერთმანეთს არ ედებოდეს და შედეთ მაცივარში.

ცომის მომზადება

ნაბიჯი 17 – კრუასანი

დარჩენილი კვადრატი დიაგონალურად გაყავით ისე რომ მიიღოთ ორი სამკუთხედი. დავიწყოთ კრუასანის დახვევა თავიდან ბოლომდე.  მივცეთ კრუასანს მთვარისებური ფორმა და დავდოთ კარაქიან ლითონის ჭურჭელზე, ისე რომ სამკუთხედის ბოლო ედებოდეს ლითონის ჭურჭელს. მეორეც გამოაცხვეთ ასევე.

კრუასანის გადახვევა

ნაბიჯი 18 – კრუასანი

ყველა კვადრატები გამოვაცხოთ ასეთი მეთოდით და გამოგვივა 12 კრუასანი. დააფარეთ კრუასანს პირსახოცი და დატოვეთ ამოსასვლელად 1 საათი.

კრუასანის გამოცხობა

ნაბიჯი 19 – კრუასანი

ღუმელი გავახუროთ 240 გრადუსამდე.

ნაბიჯი 20 – კრუასანი

გავტეხოთ კვერცხი პატარა ჯამში, კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ჩაის კოვზი წყალი. ეს მასა წავუსვათ კრუასანებს.

კრუასანის გაფორმება

ნაბიჯი 21 – კრუასანი

გამოაცხვეთ 12–15 წუთი. როგორც კი ისინი გახდებიან ოქროსფერ–ყავისფერნი  კრუასანები მზადაა!!!

მზა კრუასანი

გამოიღეთ კრუასანები, აიღეთ ლითონის ჭურჭლიდან 10 წუთი გააციეთ და მიიტანეთ სადილად.

გემრიელად მიირთვით!

 მომზადებულია wikihow.com-ის მასალების მიხედვით

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.