ფუნთუშა დარიჩინით არც ისე გავრცელებულია ჩვენში, თუმცა ძალიან გემრიელია, ასე რომ თუ გაეცნობით ამ სტატიას შეძლებთ მის მომზადებას უმარტივესად და რაც მთავარია დროის მინიმალური დანაკარგით.
ინგრედიენტები:
ულუფა:
- 20 დიდი ფუნთუშა
ცომი:
- 1/2 ჭიქა თბილი წყალი
- 2 შეფუთვა მშრალი საფუარი
- 2 ს/კ შაქარი
- 100 გ ვანილის პუდინგი
- 1/2 ჭიქა დამდნარი მარგარინი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ/კ მარილი
- 6 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა რბილი კარაქი
- 2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 4 ს/კ დარიჩინი
ჭიქურა ნაღების ყველიდან:
- 226 გ ნაღების ყველი
- 1/2 ჭიქა მარგარინი
- 2 ს/კ ვანილი
- 3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1 ს/კ რძე
ნაბიჯები:
ნაბიჯი 1: ჯამში ჩავასხათ წყალი, ჩაყარეთ შაქარი, საფუარი და ავურიოთ ისე რომ ყველა ინგრედიენტი კარგად გაიხსნას და გადავდგათ გვერდზე.
ნაბიჯი 2: გავაკეთოთ პუდინგი დიდ ჯამში. ავურიოთ ერთმანეთში მარილი, საფუარი, მარგარინი და დავამატოთ პუდინგს. კარგად ავთქვიფოთ.
ნაბიჯი 3: დავამატოთ ფქვილი. გირჩევთ დაამატოთ თითო–თითო ჭიქა რადგან ასე უფრო ადვილი მოსარევი იქნება ვიდრე 6 ჭიქა ერთად.
ნაბიჯი 4: იქამდე მოვზილოთ ცომი სანამ ხელებიდან არ მოგვშორდება.
ნაბიჯი 5: გადავიტანოთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში, გადავაფაროთ ნაჭერი და დავდგათ თბილ ადგილას. მივცეთ მას ამოსვლის საშუალება. ცომი უნდა გახდეს ორმაგი. შემდეგ მოვზილოთ, ისევ გადავაფაროთ ნაჭერი და ისევ მივცეთ ამოსვლის საშუალება.
ნაბიჯი 6: გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ დარბილებული კარაქი.
ნაბიჯი 7: მეორე ჯამში ავურიოთ ერთმანეთში ყავისფერი შაქარი და დარიჩინი.
ნაბიჯი 8: წავუსვათ ეს მასა გაბრტყელებულ ცომს. დავახვიოთ რულეტისებურად.
ნაბიჯი 9: დანით დავჭრათ რულეტი 5 სმ ზომის ნაჭრებად.
ნაბიჯი 10: დავდოთ ფუნთუშები ლითონის ლანგარზე და დავაცადოთ ცოტა ხანი რომ კიდევ გაფუვდეს.
ნაბიჯი 11: გამოვაცხოთ 15–20 წუთის მანძილზე 180°С გრადუსზე. როდესაც დაიბრაწება გამოვიღოთ ღუმელიდან.
ნაბიჯი 12: სათითაოდ მოვასხათ ჭიქურა. იმისათვის რომ ჭიქურა დავამზადოთ საჭიროა:
- ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში.
- იქამდე ვურიოთ სანამ არ გამოვა ერთიანი მასა
ნაბიჯი 13: ფუნთუშა მიირთვით თბილი, უფრო გემრიელია მომზადების დღეს.
მზადაა, მიირთვით გემრიელად !!!
You must log in to post a comment.