• Homepage
  • >
  • როგორ გამოვიმუშაოთ ფული

როგორ გამოვიმუშაოთ ფული

დროებით ახალი ავტორების მიღება შეჩერებულია ! ! !

ინტერნეტის მეშვეობით ფულის შოვნა ნელ-ნელა იკრებს ძალას საქართველოშიც, მაგრამ ფულის შოვნის ხერხები ფართო მასებისათვის არ არის ცნობილი, ამ სტატიაში არ განვიხილავთ ინტერნეტში ფულის შოვნის სხვადასხვა მედოთებს, ამ სტატიით თქვენ ისწავლით როგორ გამოიმუშაოთ ფული iHOW.GE-ზე.

iHOW.GE თითქმის სამი წელია უკვე რაც ავტორებს, სტატიების სანაცვლოთ უხდის გარკვეულ თანხას უფრო კონკრეტულად 2-5 ლარამდე თითო სტატიაში. ამ პერიოდის განმავლობაში სტატიის ავტორებზე გაცემულია 3000 ლარზე მეტი და ამ მომენტისათვის რამოდენიმე სტატია ელოდება ავტორიზაციას.

4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ 50-ზე მეტ ავტორთან ზოგიერთ მათგანთან წარმატებით ზოგიერთთან კი წარუმატებლად. წარუმატებლობის მიზეზი კი ძირითადად იყო შემდეგი: ავტორი სასტარტოდ წერდა საკმაოდ კარგ და ხარისხიან სტატიებს, მაგრამ რამოდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ავტორი ცდილობდა უკვე რომ სტატია ყოფილიყო არასრული, მარტივად დასაწერი და იოლი ფულის საშოვნელი, რის შემდეგაც მსგავსი ტიპის ავტორებთან ჩვენ გვიწევდა დამშვიდობება.

iHOW.GE ეძებს ავტორებს რომლებიც სტატიების წერისაგან მიიღებენ სიამოვნებას და ფინანსურ მხარესთან ერთად მოგვაწვდიან ხარისხიან მასალას რომელიც იქნება ჩვენი აუდიტორიისათვის ადვილად გასაგები და რეალურად სასარგებლო, იმ ავტორთა საყურადღებოდ, რომელთა ერთადერთი მიზანი თანხის გამომუშავებაა გთხოვთ ნუ დაგვიკავშირდებით, თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი და ორივე მხარისთვის მისაღები.

iHOW.GE თავისი არსებობით ცდილობს მომხმარებელს დაეხმაროს სხვადასხვა თემებისა თუ საკითხების გარკვევაში, სტატიების მეშვეობით. ჩვენ ავტორთაგან ვყიდულობთ სტატიებს რომლებიც არის დამხმარე და პასუხობს ამა თუ იმ საკითხს ამომწურავად.

ანაზღაურების პირობები

  • სტატია 100-დან 250 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 2 ლარი;
  • სტატია 251-დან 400 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 3 ლარი;
  • სტატია 401-დან 550 სიტყვის შემადგენლობით – ღირებულება 4 ლარი;
  • სტატია 600+ სიტყვით – ღირებულება 5 ლარი;
*ექსკლუზიურ სტატიის შემოთავაზების შემთხვევაში შესაძლებელია სტატიის ინდივიდუალურ ფასზე დალაპარაკება

სტატია რომელიც არ იქნება დაწერილი შემდეგი წესით “როგორ დავწეროთ სტატია” ფასს დააკლდება 1 ლარი (ანუ თუ მაგალითად სტატიის მოცულობა გაბერილია ან არ არის ტეგების ველი შევსებული ან არ არის შევსებული All in One SEO Pack-ი, სტატია გრამატიკულად გაუმართავია და ა.შ).

სტატიის მოდერაციისა და ანაზღაურების წესი

სტატიები რომელიც იქნება დაკოპირებული სხვა ქართული ვებ-გვერდებიდან მოდერაციას ვერ გაივლის.

სტატიის მოდერაციის მაქსიმალური ვადა არის 10 კალენდარული დღე.

ანაზღაურების მისაღებად თქვენ გამოქვეყნებული უნდა გქონდეთ მინიმუმ 3 სტატია.

სტატიის გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 14 კალენტარულ დღეში თქვენ მიიღებთ კუთვნილ ანაზღაურებას.

თანხის ჩარიცხვა ხდება ემანის ან საბანკო ანგარიშზე.

თუ თქვენ პირველად იღებთ ანაზღაურებას, საკონტაქტო ფორმის მეშვეობით უნდა მოგვწეროთ იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია iHOW.GE-ზე. მოგვწერეთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი ვებ-გვერდზე, ანგარიშის ნომერი, სახელი და გვარი.

*სტატია რომელიც შეიცავს 100-ზე ნაკლებ სიტყვას ვერ გაივლის მოდერაციას
**სტატია რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებისაკენ და არ იქნება ინფორმაციული ან “გაბერილი” იქნება არაადეკვატური ინფორმაციით ვერ გაივლის მოდერაციას.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ გამოიმუშავოთ თანხა iHOW.GE-სთან ერთად აუცილებლად გაეცანით როგორც “თანამშრომლობის” პირობებს ასევე სტატიის დაწერის ნორმებს “როგორ დავწეროთ სტატია

შენიშვნა: ჩვენ ფულს ვიხდით, მაგრამ ფულს არ ვარიგებთ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატია რომელსაც თქვენ გადმოგზავნით ჩვენთან უნდა იყოს რეალურად სტატია და არა მოვალეობის მოხდა, ჩვენ არავის ვაიძულებთ სტატიების წერას, მაგრამ არც თავს ვივალდებულებთ, რომ ნებისმიერ სტატიაში რომელსაც მომხმარებელი დაწერს ანაზღაურება გავცეთ.

Leave a Reply