როგორ გამოვიყენოთ ნიორი სამკურნალოდ?

  • Эльза
  • August 10, 2016
  • 0

nioriნიორის ფართოდ მოხმარება პირველად დაიწყეს შუმერებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წელს. ისინი ამ მცენარეს იყენებდნენ როგორც საკვების სახით, ასევე სამედიცინო მიზნით: ანთებითი პროცესების და პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე სასიცოცხლო ძალების აღსადგენად.

ნიორს გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული ზემოქმედების უნარი, რაც განპირობებულია მისი რთული ქიმიური შემადგენლობით. იგი შეიცავს 500-მდე გოგირდის შემცველ სხვადასხვა ქიმიურ შენაერთს, რაც უზრუნველყოფს მის მნიშვნელოვან ფუნქციას შეებრძოლოს 150 – მდე დაავადებას და მათ გამომწვევ მიზეზებს. კერძოდ, იგი ამარცხებს ისეთ მწვავე სოკოვან ინფექციებს, როგორიცაა კანდიდოზი (candida albicans), რომელიც, თავის მხრივ, გვევლინება, როგორც კიბოს მაპროვოცირებელი.

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ ნივრის წვენი სულ მცირე კონცენტრაციით განზავებაში 1:125000 აჩერებს დიზენტერიისა და ტიფოზური ბაქტერიების გამრავლებას. გარდა ამისა, ნიორი შესაძლებელია აქტიურად იქნას გამოყენებული ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის მრავალი სხვადასხვა საფუარა ტიპის სოკოვანი ინფექცია.

ნიორის ზრდისა და განვითარების პროცესში წარმოიქმნება ბევრი უნიკალური შენაერთი, მაგალითად, როგორიც არის დიალილ-სულფიდების ჯგუფი: დიალილ-სულფიდი, დიალილ-დისულფიდი და დიალილ-ტრისულფიდი, რომელთაც ახასიათებთ ანტიბიოტიკის თვისებები. მაგრამ მათ შორის ყველაზე ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება არის უკანასკნელი – დიალილ – ტრისულფიდი. იგი იცავს ღვიძლს და ბლოკავს ინფექციურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ნიორი გამოიყენება ჰეპატიტების და მენინგოკოკური ინფექციების სამკურნალოდ.

ბუნებრივი აფლატოქსინები – საშიში მეტაბოლიტებია, რომლებიც წარმოიქმნება სოკო-პარაზიტების – Aspergillus flavus-ის მიერ. 16 ტოქსიკური ნივთიერებიდან, რომელსაც გამოყოფენ ეს სოკოები, აფლატოქსინი B-1 გამოირჩევა ძლიერი ბიოლოგიური აქტიურობით. აფლატოქსინი B-1 ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მუტაციებს, რომლებიც ახდენენ ავთვისებიანი დაავადებების განვითარების ინდუცირებას, რაც, თავის მხრივ წარმოადგენს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში (უმეტეს შემთხვევებში) ღვიძლის კიბოს გამომწვევ მიზეზს. განსაკუთრებით ხშირად აფლატოქსინი B-1-ით დაავადებულია ისეთი კვების პროდუქტები, როგორიც არის ბრინჯი, არახისი, მარცვლეული, ხორბალი, ლობიო და ტკბილი კარტოფილი. 1991 წელს ჟურნალში „ Nutrition and Cancer “ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები; აღმოჩნდა, რომ ნიორში შემავალი ორი გოგირდის შემცველი კომპონენტი – ეიჰოენი (ayoen) და დიალილ-სულფიდი ეწინააღმდეგება აფლატოქსინი B-1- ს დნმ- ს უჯრედებთან ზემოქმედებას და პრაქტიკულად სრულად ანეიტრალებს ამ საშიშ მეტაბოლიტს.

ნივრის კბილი

ნიორი იცავს ადამიანის ორგანიზმს რადიაციული გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნიორი აგრეთვე ანადგურებს შემდეგი დაავადებების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს:

  • მეტიცილინი – მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკი;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • ვიჩ ინფექცია;
  • ვიბრიოინფექცია;
  • ტუბერკულიოზის მიკობაქტერიები;
  • პირველი და მეორე რიგის მარტივი ჰერპესი;
  • მესამე ტიპის პარაგრიპის ვირუსები;
  • მეორე ტიპის რინოვირუსები;
  • B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიორი დადებით ზეგავლენას ახდენს 167 სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესში, რომელთა შორისაა ყველაზე საშიში დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. ნიორის კარდიოდამცველ ფუნქციათა სიაში შედის:

  • ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენის პროცესის შენელება;
  • თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება;
  • გულის კუნთის გაძლიერება;
  • სისხლ-ძარღვების გაფართოება;
  • წნევის დამარეგულირებელი თვისება;
  • ხსნის სისხლ-ძარღვთა ანთებას.

აგრეთვე ნიორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება; იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გერმანიუმს და სელენს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს კიბოს განვითარების საწინააღმდეგო ზემოქმედებას. ასევე ნიორს შესწევს უნარი გაანადგუროს ისეთი გავრცელებულ ავთვისებიან დაავადებათა კიბოს უჯრედები, როგორიც არის:

  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი;
  • მწვავე მიელოიდური ლეიკოზი;
  • მკერდის კიბო;
  • საშვილოსნოს ყელის კიბო;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • ენდომეტრიუმის კიბო;
  • კუჭის კიბო;
  • ლეიკემია;
  • ლიმფომა;
  • მელანომა;
  • ოსტეოსარკომა;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო.

გატარებული ნიორი

ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს. ვინაიდან კიბო ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იმუნური სისტემა არის მკვეთრად დასუსტებული, ამიტომ ნიორი ეფექტურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახლა მოვიყვანოთ ერთი რეცეპტი ხალხური მედიცინიდან, რომელიც წარმატებით გამოიყენება ბევრი დაავადების, მათ შორის სხვადასხვა სახის ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. რუსმა მეცნიერმა პროფესორმა მერმერსკიმ (H. Mermerski) ათასობით პაციენტი სწორედ ამ უნიკალური წამლის საშუალებით გამოაჯანმრთელა.

წამლის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი პროდუქტები:

  • 400 გრამი ხორბლის ღივი;
  • 15 ცალი ლიმონი;
  • 12 ცალი მთლიანი თავი ნიორი;
  • 1 კგ ნატურალური თაფლი;
  • 400 გრამი ახალი ნიგოზი (ბერძნული თხილი).

მომზადების მეთოდი:

თავდაპირველად მოვამზადოთ ხორბლის ღივი იგი კეთდება შემდეგი წესით: 400 გრამი ხორბალი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით წყალი დაფარვამდე და ასე გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. 10-12 სათის შემდეგ გადაწურეთ მარლაში და გულდასმით გარეცხეთ ხორბლის მარცვლები. შემდეგ ხორბალი გადაიტანეთ სუფთა ქილაში.

დაჭრილი ნიორი

24 საათის შემდეგ გამოჩნდება 1-2 მმ ზომის ხორბლის ღივი. ბლენდერში მოათავსეთ გაღვივებული ხორბალი, ახლად გამორჩეული ნიგოზი (ბერძნული თხილი), ნიორის კბილები, დაჭრილი 5 ცალი ლიმონი კანიანად და კარგად დაამუშავეთ. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ დანარჩენი 10 ლიმონიდან გამოწურული წვენი და კვლავ გააგრძელეთ ბლენდერით დამუშავება მანამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებული ნარევი გადაიტანეთ ემალირებულ ქვაბში, დაამატეთ თაფლი და მოურიეთ ხის კოვზით. შემდეგ გადაანაწილეთ მინის ქილებში და შეინახეთ მაცივარში 3 დღის განმავლობაში (ამ დროში იგი ჩამოყალიბდება წამლად).

წამალი მიიღება დღეში 4-ჯერ 1-2 სუფრის კოვზი 30 წუთით ადრე საუზმემდე, სადილამდე, ვახშმამდე და ძილის წინ. მკურნალობის კურსი გრძელდება მანამდე სანამ წამალი სრულად არ ამოიწურება. ეს ნატურალური საშუალება შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, პროტეინებს, ნახშირწყლებს და მცენარეულ ცხიმებს. იგი გამაჯანსაღებლად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე: წმენდს სისხლ-ძარღვებს, აღადგენს იმუნურ სისტემას, წმენდს ღვიძლს, სრულყოფილად ასუფთავებს თირკმელებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას ათავისუფლებს მავნე მიკროორგანიზმებისგან, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, იცავს ინფარქტისგან, კურნავს სახსრების ანთებას, არეგულირებს წონას.

მასალა მოამზადა ელზამ
John Heinerman. The Healing Benefits of Garlic წიგნის,
greenmedinfo.com/blog/how-garlic-can-save-your-life
http://www.healthyfoodandhomeremedies.com
საიტების მატერიალების მიხედვით.

 

Previous «
Next »

ვარ მათემატიკოსი.

Leave a Reply