თანამედროვე მსოფლიოში წიგნზე მოთხოვნილება გაცილებით დაეცა ვიდრე უწინ. ისინი შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა, ელექტრონული წიგნმა, პერსონალური კომპიუტერმა და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ წიგნები უნდა იყოს გადაყირლი. პირიქით, ჩართეთ ფანტაზიის უნარი და გამოიყენეთ წიგნები როგორც დეკორის საშუალება.
ასე თუ ისე წიგნს უბრალოდ შეუძლია დაამშვენოს საცხოვრებელი ადგილი. მათი არსებობა მეტყველებს იმაზე რომ მეპატრონე ჩკვიანი და განათლებული ადამიანია. ამიტომ თაროებზე მათი ლამაზად განწყობა და დალაგება, უკვე ინტერიერს შემატებს განსხვავებულ იერს.
წიგნები შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის დამშვენებისათვის. შეგვიძლია ჟურნალების მაგიდაზე დავდოთ რამდენიმე წიგნი და ზემოდან დავდოთ ან ჩირაღდანი ან ვაზა ყვავილებით. მაგიდა როგორც დეკორი იქნება გამორჩეული ოთახის სივრცეში.
იმისათვის რომ გააოცოთ სტუმრები, გააკეთეთ ორიგინალური თარო და ხის ნაცვლად გამოიყენეთ წიგნები. რაზეც შეგიძლიათ განათავსოთ სხვადასხვა სუვენირი ან მორთოთ სხვადასხვა ნივთებით.
ასევე წიგნებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ აქსესუარები. მიეცით წიგნებს ჩიტის სახლის ფორმა (როგორც სურათზეა ნაჩვენები). შიგნით მოათავსეთ ლამპარი. წიგნების ასეთ მგომარეობაში დაფიქსირებისთვის გამოიყენეთ წებო. წიგნის ყრდის ფერის შერჩევისას უმჯობესია შეარჩიოთ მსგავსი ტონალობის ფერები. ბეჟი ან თეთრი ფერის წიგნებზე წებოს ლაქები სავსებით არ გამოჩნდება.
იმისათვის რომ ლამაზად მოვრთოთ ავეჯი, დაგვჭირდება თაროები. სთხოვეთ ვინმეს თაროების ასე დამაგრება (იხილეთ სურათი). თქვენ კი მოგიწევთ წიგნების ლამაზად განლაგება.
პირადად მე ვთვლი რომ წიგნზე მოთხოვნა არასდორს შემცირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმ იდეას რომ გამოვიყენოთ ისინი როგორც დეკორის საშუალება. წიგნები ოთახს შემატებს სიმყუდროვეს და გაამახვილებს მეპატრონის ინტელექტუალობაზე.
You must log in to post a comment.