როგორ გამოვიყენო ”ტამპონი”?

  • HealthCare
  • April 24, 2014
  • 0

ტამპონითქვენ შეიძლება ჯერ ისეთ ასაკში ხართ, რომ არავის უსაუბრია თქვენთან მენსტრუალური ციკლის შესახებ ან შეიძლება უკვე გსმენისათ და გამოგიცდიათ თქვენს თავზე მენსტრუაცია, მაგრამ არ გიცდიათ ტამპონის გამოყენება, რადგან ეს მშობლებს არ უსწავლებიათ და არც თქვენ გიცდიათ ამის გაკეთება რადგან იცით რომ შეიძლება ამ ყველაფერის თანმსდევი იყოს დამატებითი ტკივილი. ნუ შეშინდებით! ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ტამპონის გამოყენების დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის გასაგებ ენაზე. სწორედ ამ სტატიის მიხედვით ისწავლით ტამპონის უმტკივნეულოდ გამოყენებას.

მითები და რეალობა ტამპონზე

არსებობს საკმაოდ ბევრი უარყოფითი მითი ტამპონის შესახებ და სავარაუდოა, რომ თქვენც გსმენიათ ბევრი არასასიამოვნო რამ მის გამოყენებაზე, მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეს გვეუბნება ის გაფანტავს ყველანაირ შიშს და ნათელს მოჰფენს გაუგებრობას.

დარწმუნებული იყავით რომ ტამპონი არასოდეს დარჩება ან დაიკარგება ”თქვენში”. თქვენ მისი გამოღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მასზე მიბმული ზონარით ან მაგალითად თუ ზონარი გაწყდა შესაძლებელია მისი მოძებნა და გამოღება თითების მეშვეობით.

ასევე მინდა იცოდეთ რომ თქვენ შეგიძლიათ სააბაზანოში შესვლა ისე რომ ტამპონი თქვენში იყოს.

tamponi

ნუ შეგეშინდებათ ტამპონის და ნუ იმიქრებთ რომ მისთვის პატარა ხართ. ტამპონის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში არ არის აუცილებელი რომ იყოთ 18 წელზე მეტის.

მთავარი ჩვენთვის (ქართველი გოგონებისათვის) გაითალისწინეთ რომ ტამპონის გამოყენება არ ნიშნავს ”ქალიშვილობის დაკარგვას”. უფრო ზუსტად რომ იცოდეთ ტამპონმა შესაძლოა დაჭიმოს თქვენი საქალწულე აპკი (თხელი მემბრანა, რომელიც როგორც წესი იხევა მაშინ როდესაც პირველად გაქვთ სექსი), მაგრამ არსებობს იმის შანსიც რომ ტამპონმა დააზიანოს თქვენი აპკი, მაგრამ ეს დაზიანება შეიძლება მოხდეს სხვა ქმედებების შედეგადაც (მაგ:. ცხენით გასეირნების დროს, მასტურუბაციისას და ა.შ), მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ქალიშვილი არ ხართ.

დარწმუნდით, რომ საკმარისი მარაგი გაქვთ ტამპონის როდესაც სადმე მიდიხართ. როდესაც თქვენ ხართ სამსახურში, სკოლაში ან თუნდაც სავაჭრო ცენტრში ყოველთვის გქონდეთ სათადარიგო ტამპონი თქვენს ჩანთაში. სათადარიგო ტამპონი განსაკუთრებით საჭიროა მაშინ როდესაც ციკლის პირველი დღეებია, ასევე კარგი იქნება თქვენს ჩანთაში თუ იქონიებთ, ჰიგიენურ საფენს, სველ ხელსახოცს და საცვალს.

თუ თქვენ გძინავთ 8 საათზე მეტი გამოიყენეთ ჰიგიენური საფენი ღამით და აღარ მოგიწევთ ნაადრევად ლოგინიდან წამოხტომა ტამპონის შესაცვლელად.

ტამპონის გამოყენებამდე გაითვალისწინეთ

ტამპონის შეძენა. თქვენ ალბათ უკვე შენიშნული გექნებათ აფთიაქებსა და მაღაზიებში სხვადასხვა ზომისა და ტიპის ტამპონებს, შესაბამისად საჭიროა მათი სწორად შერჩევა. პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ ტამპონი არის ორი ტიპის პირველი აპლიკატორით (applicator- სიმართლე გითხრათ ქართულად რა ქვია არ ვიცი), მეორე პლასმასის მილით, რაც გეხმარებათ ვაინაში ტამპონის მოსათავსებლად. თავდაპირველად უმჯობესია აირჩიოთ ტამპონი აპლიკატორით რადგან მისი მეშვეობით უფრო მარტივია ტამპონის გამოყენების სწავლა. ობის (o.b.) როგორც მახსოვს არ აქვს ტამპონები აპლიკატორით ხოლო სხვა მწარმოებლების უმეტესობას აქვთ იგი.

ასევე უნდა შეარჩიოთ ტამპონები სწორი “შეწოვადობით”, ანუ ეს დამოკიდებულია რა დონის “ბამბა” არის მოთავსებული მასზე და შესაბამისად მსხვილი ტამპონები უფრო მეტ სითხეს იწოვენ ვიდრე წვრილი და ციკლის პირველ დღეებში უმჯობესია სქელი ტამპონები ხოლო ციკლის ბოლოსკენ შესაძლებელია მათი დაწვრილება ნელ-ნელა, მაგრამ ტამპონის სისქე თუ შემაწუხებელია და იწვევს გაუსაძლის ტკივილს შეგიძლიათ თავიდანვე წვრილი ტამპონი გამოიყენოთ მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მისი შეცვლა შესაბამისად უფრო ხშირად მოგიწევთ.

დაიბანეთ ხელები. ცოტა უცნაურად გეჩვენებათ ალბათ მაგრამ ჭკვიანური სვლაა ხელების დაბანა ტამპონის გამოყენებამდე. ტამპონის აპლიკატორი სტერილურია და შესაბამისათ შეამცირებთ ნებისმიერი ტიპის ბაქტერიის მოხვედრას მასზე, ასევე თუ ტამპონი დაგივარდებათ იატაკზე გადააგდეთ იგი არ ღირს რაღაც თეთრების გამო თავის საფრთხეში ჩაგდება და რაიმე მტკივნეული ინფექციის გადატანა ერთი ტამპონის გამო.

ტამპონის მოთავსება

დაჯექით ტუალეტზე და გაშალეთ ფეხები ისე რომ ადვილად უდგებოდეთ და ხედავდეთ საშოს, ასევე თუ თქვენთვის უფრო მასახერხებელია შეგიძლიათ იდგეთ ფეხზე და ერთი ფეხი შემოდგათ ამაღლებულ ადგილზე მაგალითად უნიტაზზე და ისე მოითავსოტ ტამპონი, მაგრამ როგორც წესი უმრავლესობა ამის გაკეთებას დამჯდარი ამჯობინებს.

ტამპონის მოთავსება

იპოვნეთ ვაგინა. ვაგინის მოძებნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაბრკოლებაა ტამპონის პირველად გამომყენებელთათვის. მაგრამ როდესაც ერთხელ იპოვნით მას დარწმუნებული იყავით რომ ცხოვრებაში აღარ გექნებათ მისი პოვნის სირთულე.

მეთოდები რომელიც დაგვეხმარება ვაგინის მოძებნაში:

  • შეისწავლეთ თქვენი ანატომია. არსებობს სამი “ხვრელი” ასე რომ ვთქვათ, ყველაზე წინ არის შარდსაწვეთი (საიდანაც შარდი გამოიდევნება ორგანიზმიდან), შუაში არის ვაგინა და უკანა ტანში არის ანუსი. თუ თქვენ იცით სად მდებარეობს თქვენი შარდსაწვეთი მაშინ ჩაყევით ქვევით დაახლოებით 3-5 სანტიმეტრზე და მიაგნებთ ვაგინასაც;
  • იხელმძღვანელეთ სისხლით. ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ მოიშორეთ მენსტრუალური გამონადენი სველი სალფეთქით ან ტუალეტის ქაღალდოთ, ან მიიღეთ შხაპი და ამის შემდეგ სუფთა ქაღალდი და დააკვირდით სად დაისვრება სისხლით და საიდან მოდის სისხლი და აღმოაჩენთ ვაგინასაც;
  • ჰკითხეთ გამოცდილებს. თუ ვერ გაერკვიეთ მაშინ დაიმახსოვრეთ რომ თქვენამდე ბევრი გოგო იყო თქვენს მდგომარეობაში და არაფერი სასირცხვილო არ არის იმაში, რომ დახმარება სთხოვოთ უფროს დას, დედას, ბებიას, ნებისმიერ ნათესავ ქალს ან ექიმს.

დაიჭირეთ ტამპონი სწორად. ცერა და შუა თითი მოათავსეთ იმ ადგილას სადაც აპლიკატორის წვრილი და მსხვილი მილები ერთმანეთს ესაზღვრება, ხოლო საჩვენებელი თითი მოათავსეთ ტამპონის ბოლოში იქ სადაც ძაფი ამოდის.

ტამპონის დაჭერა

ნელ-ნელა მოათავსეთ აპლიკატორის მსხვილი თავი ვაგინაში. თქვენი მიზანია მოათავსოთ ის ვაგინაში იმ დონემდე სანამ არ შეეხებით თქვენს “სხეულს” ხელით, ნუ შეგეშინდებათ ხელის დასვრა მენსტრუალური სისხლით ის არც ისეთი საშინელია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

ტამპონის შედება

დააჭირეთ აპლიკატორის თხელ ნაწილს საჩვენებელი თითი ზედა მიმართულებით. თქვენ იგრძნობთ ტამპონის გადაადგილებას სიღრმეში რამოდენიმე სანტიმეტრით.

ტამპონის შედება

გამოიღეთ აპლიკატორი. ფრთხილად გამოქაჩეთ აპლიკატორი ვაგინიდან. ნუ შეგეშინდებათ ტამპონი არ გამოყვება აპლიკატორს თუ თქვენ გამოიყენებთ ამ ინსტრუქციას და მოათავსებთ ტამპონს სრულად, მაგრამ თუ მაინც მოხდა სასწაული და ტამპონიც გამოვარდა გადააგდეთ იგი ნაგვის ურნაში. არ ჩარეცხოთ აპლიკატორი უნიტაზში რადგან შეიძლება მან სერიოზულად დააზიანოს ის.

აპლიკატორი

შეამოწმეთ ტამპონის კომფორტულობა. თქვენ არ უნდა გრძნობდეთ ტამპონის გამო რაიმე სახის დისკომფორტს. თუ ის იქვევს ტკივილს დაჯდომისას ან სიარულისას, მაშინ რაღაც არასწორად არის გაკეთებული და ტამპონი არ არის საკმარისად ღრმად მოტავსებული ვაგინაში, ასეთ შემთხვევაში გამოიღეთ ტამპონი და სცადეთ მისი ჩანავლება ახლით და უკეთესად.

ტამპონის გამოღება

შეცვალეთ ტამპონი ყოველ 6-8 საათში. აუცილებელი არ არის 6 საათის გასვლითანავე გავარდეთ და შეცვალოთ ტამპონი მაგრამ უმჯობესია რომ არ გადააცილოთ 8 საათს.

ტოქსიკური შოკის სინდრომი (TSS). თუ თქვენ დაიტოვეთ ტამპონი რვა საათზე დიდხანს და მოულოდნელად აგიწიათ სიცხემ, გამოგაყარათ ან აგივარდათ ღებინება აუცილებლად მიმართეთ ექიმს და იმკურნალეთ (აღნიშნული ფაქტიურად არ ხდება მაგრამ მაინც რომ იცოდეთ კარგი იქნება).

მოდუნდით. ტამპონის გამოღება ერთი შეხედვით ძალიან მტკივნეულად ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩაისუნთქეთ ღრმად და გახსოვდეთ რომ ეს არ არის მტკივნეული უბრალოდ არც ისე კომფორტული მომენტია.

ნელ-ნელა გამოქაჩეთ ძაფი. ტამპონის გამოღებისას თქვენ შეიძლება იგრძნოთ ტამპონის ხახუნი მაგრამ ეს არ იქნება მტკივნეული. თუ თქვენ გრძნობთ გარკვეულ წინააღმდეგობას ტამპონის გამოღებისას, ეს იმიტომ ხდება რომ ის არ არის საკმარისად სველი, ასეთ შემთხვევაში უნდა შეცვალოთ ტამპონი უფრო წვრილი, ნაკლებად შეწოვადი ტამპონით ან გამოიყენოთ წყალი რათა არ გამყარდეს ის.

ტამპონის გამოღება

ტამპონის გადაგდება. ზოგიერთი ტამპონი არის ისეთი რომელიც ადვილად ირეცხება და არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას მისი ჩარეცხვა, მაგრამ შეიძლება უბრალოდ გავახვიოთ ის ტუალეტის ქაღალდში და ჩავაგდოთ ნაგვის ურნაში.

 

Previous «
Next »

Leave a Reply