ძალიან ლამაზია წითელი, ოდნავ ნამიანი (რაც მას ბზინვარებას მატებს) ტუჩი. ამ ტიპის ტუჩის პატრონი სიცოცხლით სავსეა, ყოველთვის სასიამოვმო გუნება აქვს, რაც მთავარია – ჯანმრთელია.
ტუჩის ფერი ბევრ რამეზე მეტყველებს:
– როცა ტუჩი მშრალია და უხეში, ორგანიზმს სითხე აკლია. ამიტომ უნდა სვათ მეტი წყალი.
– ფერმკრთალი – ტუჩები ანემიის ნიშანია, მიიღეთ ვიტამინები, მიეძალიეთ ხილ-ბოსტნეულს;
– მოყავისფრო-მოყვითალო ტუჩის ფერის მიზეზია ნიკოტინი. გადააგდეთ სგარეტი;
– ტუჩებზე ყვითელი ლაქები ჰეპატიტის ნიშანია, მიმართეთ ექიმს;
– ტუჩზე ყავისფერი ლაქები – კუჭი ცუდად მუშაობს ან ჭიები გყავთ. აუცლებლად მიმართეთ ექიმს;
– ლურჯი ტუჩები გულის დაავადების ნიშანია.თქვენს გულს ჟანგბადი აკლია;
– თუ ტუჩებზე ხშირად გაყრით, ჩნდება პატარ-პატარა ანთებითი კერები, ე.ი. დარღვეულია ორგანიზმში საკვების გადამუშავების ციკლი.
– ტუჩი გიმუქდებათ, გისკდებათ და გიჭრელდებათ, წყლულები ჩნდება – ექიმს მიმართეთ, ვინაიდან ეს ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის დაავადების ნიშანია.
– დახეთქილი ტუჩების მიზეზია, სიცივეში მათი ნერწყვით დასველება, ხოლო სიცხეში მზეზე დიდხანს გაჩერება – გარგებთ ჰიგიენური პომადა.
– ტუჩის კუთხეში გაჩენილი წყლულები მიგანიშნებთ, რომ თქვენს ორგანიზმს B ვიტამინი აკლია.
– ჰერპესი, რომელსაც ხშირად გაციებას მივაწერთ, გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებით, დაღლილობით, სტრესებით.
– თუ ტუჩები გექერცლებათ და გეწვით, პომადის ალერგია გაქვთ და გამოცვალეთ.
– ტუჩეები გითრთით? რაღაც გაშინებთ, ნერვიულობთ, მიიღეთ დამამშვიდებელი, კონტრასტული შხაპი, დილა-საღამოს ისეირნეთ.
– თუ ტუჩები გიწითლდებათ და გამომშრალი გაქვთ, მაღალი წნევა გაქვთ.
– თუ ტუჩების ჟრჟოლას გრძნობთ, გულს უნდა მიხედოთ.
You must log in to post a comment.