როგორ დავაინსტალიროთ wordpress

  • K1CK3R
  • December 21, 2011

ყველამ კარგად ვიცით ბლოგების შესახებ, ამიტომ ვფიქრობ ერთხელ მაინც დაინტერესდებოდით თუ როგორ კეთდება ბლოგი. როგორც ჩემს წინა სტატიაში აღვნიშნე, ყველა საიტს სჭირდება საკუთარი ჰოსტინგი, ჰოსტინგი კი სკრიპტის დაინსტალირებისთვის არის საჭირო. დღეს განვიხილავთ wordpress-ს რომელსაც თქვენთან ერთად, localhost-ზე დავაინსტალირებ. ინსტალაციის დასაწყებად, პირველ რიგში დაგვჭირდება wordpress-ის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან. მას შემდეგ, რაც გადმოწერთ wordpress-ს შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას.

    • პირველ რიგში ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილი (მიმაგრებული სურათი)

 

 

    • ამოარქივების შემდეგ, იმავე folder-ში გაჩნდება ახალი folder-ი სახელად – wordpress. შემდეგ, შივდივართ ფაილში და ვაკოპირებთ ყველაფერს, რაც შიგნით დაგვხვდება

 

 

    • შემდეგ გადავდივართ C:\Program Files\VertrigoServ\www განყოფილებაში (თუ არ გაქვთ vertrigo server, მაშინ მოინახულეთ სტატია როგორ დავაყენოთ Vertrigo Server ) ვქმნით ახალ folder-ს სახელად wp და ჩვენს დაკოპირებულ ფაილებს “ვყრით” ამ wp-ს folder-ში.

 

 

    • ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ wordpress-ის ინსტალაციაზე.
      ამისათვის ვხსნით ჩვენს რომელიმე ბრაუზერს, ვწერთ http://localhost/, რის შემდეგაც უნდა გამოვიდეს შემდეგი გვერდი

 

 

    • ვაწვებით PHP admin-ს და შეგვყავს მონაცემები user: root password:vertrigo ავტორიზაციის შემდეგ ჩვენ უკვე php admin-ში ვართ, საიდანაც უნდა შევქმნათ database. ამისათვის ზედა ნავიგაციაში უნდა მოვძებნოთ იკონკა სახელად Databases, გადავიდეთ და Create new database-ის ქვემოთ ჩავწეროთ database-ის ჩვენთვის სასურველი სახელი, რომელსაც შემდგომ ინსტალაციაში გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში მე ჩავწერ wp-ს. მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ screenshot

 

 

    • database უკვე შექმნილია სახელად wp. ახლა გადავიდეთ ინსტალაციაზე – ამისთვის შევდივართ ლინკზე და ვაწვებით create a configuration file, შემდეგ კი lets go-ს.

      შემდეგომ გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელშიც უნდა შევიტანოთ database-ის ინფორმაცია. (იხილეთ სურათი)

 

 

  • ვაწვებით submit-ს. შემდეგ უნდა გამოიტანოს ტექსტი ” All right sparky! You’ve made it through this part of the installation. WordPress can now communicate with your database. If you are ready, time now to… “, რის ქვემოთაც იქნება icon run the install. შეავსეთ ინფორმაცია screenshot-ის მიხედვით და დააწექით install wordpress-ს

 

 

ამის შემდეგ თქვენ არანაირი პრობლემა აღარ უნდა შეგექმნათ – თქვენ უკვე გაქვთ wordpress საკუთარ localhost-ზე.