როგორ დავაკონსერვოთ პომიდორი?

  • An'na
  • February 9, 2016
  • 0

პომიდორიგინდათ შეინახოთ ზაფხულის გემო ქილაში? დააკონსერვეთ პომიდორი და თქვენ ზამთრის საღამოს აღმოჩნდებით ზაფხულში, როდესაც გახსნით პომიდვრიან ქილას. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ზრდით პომიდორს თუ ყიდულობთ, მისი დაკონსერვება დაგიზოგავთ ბევრ ფულს. გამოყავით რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ ისწავლოთ მისი დაკონსერვირება.

 

1/4 პომიდვრის მომზადება

1.ამოარჩიეთ პომიდორი.ყველანაირი ხარისხის პომიდვრის გამოყენება შეიძლება-მთავარია არ იყოს გადა მწიფებული. გადამწიფებულ პომიდორში ბევრი სიმჟავეა. პომიდორი უნდა იყოს საღი.

  • შეგიძლიათ დააკონსერვოთ მწვანე პომიდორიც.

2. გარეცხეთ პომიდორი და მოაჭერით კუდები. გარეცხეთ პომიდორი,მოაჭერით კუდები და გაუკეთეთ X-ის ნაირი ჭრილი,რომ შემდეგ ადვილად გაიფრცქვნეს.

პომიდორი

3. მოაცალეთ კანი. ამისათვის თქვენ უნდა აადუღოთ წყალი და ასევე უნდა გქონდეთ ჯამი ყინულიანი წყლით. წყალი,რომ ადუღდება ჩაყარეთ რამდენიმე პომიდორი და გააჩერეთ 1 წუთი.

კანი

4. ამოიღეთ პომიდორი ადუღებული წყლიდან. მაშინვე ჩადეთ ყინულიან წყალში. კანი თვითონ მოძვრება. კანგაცლილი პომიდორი დაალაგეთ დაფაზე.

5. დაჭერით პომიდორი მეოთხედებად. მოაჭერით გამაგრებული და გამუქებული ადგილები.

დაჭრა

2/4 ქილების სტერილიზაცია

1. მოამზადეთ ქილები. ქილებს სჭირდება სტერილიზაცია. აადუღეთ დიდი ქვაბით წყალი,შეამოწმეთ,რომ ქილები არ იყოს დაზიანებული,შემდეგ ჩადეთ ქილები ცხელ წყალში და რამდენიმე წუთით აადუღეთ.

  • ქილების სტერილიზაცია ასევე შიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

ქილა

2. სახურავების სტერილიზაცია. სახურავებიც კარგად შეამოწმეთ,რომ არ იყოს დაზიანებული. რეზინები უნდა იჯდეს მჭიდროდ. რეზინები გადადეთ გვერდზე,სახურავები ჩადეთ ცხელ წყალში,დაბალ ცეცხლზე.

სახურავები

3. ამოიღეთ ქილები ცხელი წყლიდან. ფრთხილად იყავით ქილები ძალიან ცხელი იქნება, სახურავები შეგიძლიათ ამოიღოთ წყლიდან შიფცებით.

3/4 დაკონსერვება

1. აიღეთ ლიმონის წვენი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლად გაწურული ლიმონის წვენი ან იყიდოთ გამზადებული ბოთლებში. ჩაასხით წვენი ქილებში. წვენი პომიდორს უნარჩუნებს ფერს და გემოს.

წვენი

2. ჩაალაგეთ პომიდორი ქილებში. ყველა ქილაში დატოვეთ ზემოთ 1-1,5 სმ თავისუფალი ადგილი და დაამატეთ 2 სადილის კოვზი ლიმონი. შეავსეთ ქილები ადუღებული წყლით ან ცხელი პომიდვრის წვენით.

  • შეგიძლიათ ჩადოთ ქილაში სხვა ინგრედიენტები. ძალიან ხშირად იყენებენ ნიორს,პილპილს ან ბაზილიკს.

ქილა

3. გაანთავისუფლეთ ჰაერისგან. როდესაც ჩაამატეთ ლიმონის წვენს,ფრთხილად დააჭირეთ პომიდორს კოვზი,რომ ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს ზევით. ამის გაკეთება აუცილებელია,სხვა შემთხვევაში პომიდორი გაფუჭდება.

4. კარგად გაწმინდეთ ქილა ზევიდან და გვერდებიდან. დაახურეთ ქილას სახურავი და მოუჭირეთ.

მოჭერა

4/4 კონსერვანტების გამოყენება

1. ჩაასხით ქვაბში წყალი,რომელსაც გამოიყენებთ როგორც კონსერვატორს. ქვაბში უნდა ჩაეტიოს რამდენიმე ქილა,ძირში ჩაუფინეთ და ჩაასხით წყალი ნახევრამდე. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

  • თუ თქვენ გინდათ დააკონსერვოთ ბოსტნეული დაბალი სიმჟავით,თქვენთვის უკეთესი იქნება თუ იყიდით კონსერვატორს. კონნსერვატორით პროცესი უფრო ჩქარად მიდის და ეს ძალიან საიმედო დანადგარია.
  • თუ თქვენ არ გაქვთ ბადე შეგიძლიათ ჩააფინოთ ტილო

2 ჩაალაგეთ სავსე ქილები ქვაბში. როდესაც ქილებბი იქნება ქვაბში,ჩაასხით ცხელი წყალი,დაახურეთ ზევიდან და მიიყვანეთ ადუღებამდე.თუ თქვენ გაქვთ პატარა ქილები  ადუღეთ 40 წუთი. თუ ქილები უფრო დიდია დაგჭირდებათ 45 წუთი. დრო დამოკიდებულია ზღვის დონიდან სიმაღლეზე.

  • 0.0-305 მეტრი ზღვის დონიდან სიმაღლეზე: 35 წუთი პატარა ქილები,45 წუთი დიდი ქილები.
  • 305-915 მეტრი ზღვის დონიდან სიმაღლეზე-40 წუთი პატარა ქილები,50 წუთი დიდი ქილები.
  • 915-1.830 მეტრი ზღვის დონიდან სიმაღლეზე-40 წუთი პატარა ქილები,50 წუთი დიდი ქილები.
  • 1.830 და უფრო მაღლა ზღვის დონიდან სიმაღლე-50 წუთი პატარა ქილები,60 წუთი დიდი ქილები.

3. მოხსენით სახურავი ქვაბს და გამორთეთ გაზქურა. დატოვეთ 20 წთ. ქვაბში ქილები და შემდეგ ამოიღეთ. დაალაგეთ ქილები პირსახოცზე. კარგად შეამოწმეთ ქილები კარგად თუ არის დახურული. თუ რომელიმე ქილის სახურავი არ მოგეწონებათ არ შეინახოთ,მაშინვე გამოიყენეთ.

ქვაბი

4. შეინახეთ დამზადებული პომიდორი გრილ ადგილას და მიირთვით ერთი წლის განმავლობაში. არ გაგიკვირდეთ,თუ ნახავთ რომ პომიდორი ზემოთ ამოვიდა- ეს ნორმალურია.

შენახვა

 

 

 

 

 

 

Previous «
Next »

Leave a Reply