როგორ დავამარცხოთ “ტოტალიზატორი” (IV ტური)?

  • ihow.ge
  • April 29, 2014

ფულიეს უკვე მეოთხე ტურია ტოტალიზატორის დამარცხების შესახებ, როგორც მოგეხსენებათ წინა 3 ტურიდან 2-ჯერ მოვიგეთ ერთხელ დავმარცხდით, წინა ტურები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:

პირველ ორ ტურში გაგვიმართლა და მოვიგეთ, ხოლო მესამე ტურში სასტიკად წავაგეთ, რაც რა თქმა უნდა არ არის კატასტროფა, მთავარია პლიუსში ვართ და ყოველ შემდეგ ეტაპზე გვაქვს შანსი ეს პლიუსი გავზარდოთ, სანამ ამ პლიუსის გაზრდას შევუდგებით გადავავლოთ იმ ორ წესს თვალი რაც წინა ტურებმა გვასწავლა და მესამე ტურის მიერ ნასწავლი წესიც მივამატოთ.

წინა ტურებმა გვასწავლეს რომ:

წესი I: არ გავაკეთოთ ისეთი ფსონი, რასაც “მთელი მსოფლიო” ფიქრობს (უფრო გასაგებად რომ ვთვათ, რაც უფრო “დაგრუზულია” კონკრეტული პოზიცია უფრო დიდია იმის ალბათობა რომ ის გატყდეს);
წესი II: არ არის აუცილებელი ფსონი იმ გუნდზე გავაკეთოთ რომელიც ზოგადად უფრო ძლიერია და წინ არის სატურნირო ცხრილში, ხანდახან ისინი იგებენ ვისაც ეს უფრო ჭირდება;
წესი III: შეეგუეთ იმ აზრს რომ ყოველთვის ვერ მოიგებთ, შესაბამისად მზად იყავით წაგებისათვის როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფინანსურადაც.

ჩვენი სტატისტიკა ორი ტურის შემდეგ ასეთია:

დადებული თანხა: 3 ლარი;
მოგება: 7,2 ლარი;
წაგება: 1 ლარი;

წმინდა მოგება: 4,2 ლარი.

მოგება

I ტურში დადებული ბილეთი

მოგება

II მეორე ტურში დადებული ბილეთი

წაგება

III ტურში დადებული ბილეთი

როგორც გითხარით პირველი და მეორე ტურის შემდეგ მესამე ტურში სასტიკად დავმარცხდით, ამიტომ ამჯერად რადგან წავაგეთ თანხას ვაორმაგებთ და ვდებთ 2 ლარს ისევ (მინიმუმ) 3 “კუშზე”.

IV ტური

IV ტურის ბილეთი

როგორც ხედავთ IV ტურში შემდეგი პოზიციებზე გავაკეთეთ არჩევანი:

  • ჩელსი – ატლეტიკო (შემდეგ ეტაპზე გასვლა) ჩელსი
  • ბაიერნი – რეალი (I ტაიმის გოლების რაოდენობა) 1,5-ზე ნაკლები

მიუხედავად იმისა რომ ჩელსის არ ეყოლება ჩეხი, ტერი და ლამპარდი გასათვალისწინებელია ის რომ ზოგადად ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე საკმაოდ ძლიერად თამაშობს და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჟოზე მაურინიო ხელმძღვანელობს, ნუ ტერის და ლამპარდს ადვილად მოეძებნება შემცვლელები (ივანოვიჩი, ოსკარი) და რაც შეეხება ჩეხს ის მართლად დიდი დანაკლისია მაგრამ შვარცერმა ორი თამაში ჩაატარა და რაც არ უნდა ვიძახოთ რომ დაბერდა, რეაქცია აღარ აქვს და ა.შ. ფაქტია რომ შეცდომას ნაკლებად უშვებს, პოზიციას კარგად არჩევს და გოლი არ გაუშვია. ყველა აღნიშნული ფაქტორისა და სტატისტიკის გათვალისწინებით ჩელსის ფინალში მოხვედრის ალბათობა არის (0,67) 67% დაახლოებით და შესაბამისად 67%-იანი მოგება 1.9 კუშად საკმაოდ მიმზიდველად მეჩვენება.

რაც შეეხება ბაიერნი – რეალის პირველი ტაიმის ნაკლებს იმიტომ ვირჩევთ, რომ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თამაშში ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდება, მართალია ბაიერნი სწრაფ გოლზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ არამგონია ეს რეალისათვის მოულოდნელი აღმოჩნდეს და შესაბამისად რეალი უფრო საკუთარი კარის დაცვაზე იზრუნებს და ეცდება გოლი არ მიიღოს, მაგრამ პირველ ტაიმში ბაიერნიც არ წავა მთელი გუნდით შეტევაზე, რადგან თუ კონტრ იერიში გაეპარა და გოლი გაუშვეს პირველივე ტაიმში დამთავდება ყველაფერი, თუ მოხდა ისე რომ ბაიერნმა გაიტანა სწრაფი გოლი შემდეგ ორივე გუნდი უფრო იმაზე იზრუნებს, რომ გოლი არ გაუშვას და არა იმაზე რომ უეჭველი გოლი გაიტანონ, ნუ მოკლედ ასეთი რისკისთვის 1.5 კოეფიციენტი საკმაოდ კარგი ნადავლია.

ვნახოთ რამდენად რეალური იქნება ჩვენი მოლოდინი, იმედია სწორად წარმოგიდგინეთ სავარაუდო სცენარი, მაგრამ ვნახოთ რა და როგორ განვითარდება, ნებისმიერმა შემთხვევამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

შემდეგი V ტური იქნება ხუთშაბათს, სადაც თამაშებს შაბათ-კვირის თამაშებიდან შევარჩევთ.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.