ალბათ ყველას დაგვმართნია ასე: თითქოს გვეძინება და ვერ ვიძინებთ. საწოლში წრიალებთ, თავში ათასი აზრი გიტრიალებთ, იხსენებთ მთელი დღის ამბებს, გონებაში ცვლით მომხდარს, კამათობთ ვიღაცასთნ…
შეიძლება თუ არა უძილობის დამარცხება? დიახ ეს შესაძლებელია. გაეცანით რჩვებს . ისინი შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რჩევები მართლაც დაგეხმარებათ.
• დაწოლის წინ დაეჩვიეთ ბალიშისა და საბნის გაფუებას.
• ძილისწინ იკითხეთ წიგნები და ჟურნალები თქვენთის საინტერესო თემატიკაზე.
• საკუთარი თავი „გაწვრთენით“ ფრაზაზე „მე მეძინება“, მალე ნახავთ , რომ ამ ფრაზის თქმის მერე ძილის წინ ფიქრები აღარ შეგაწუხებენ. და თქვენც მთლიანად განეწყობით დაძინებისთის.
• ეცადეთ დაიცვათ დღის რეჟიმი
• უარი თქვით დღის ძილზე
• გახსოვდეთ საღამურები უნდა იყოს მოხერხებული და ფართე
• დაკავდით სექსით. აუმრავი ადამიანი იყენებს ამ მეთოდს. ცნობილია, რომ სექსის მერე ორგანიზმი დუნდება, ასევე გამოიყოფა ნივთიერებები, რომელიც ძილზეა პასუხისმგებელი.