როგორ დავამზადოთ ”ირლანდიური ყავა”?

  • An'na
  • მარტი 30, 2014

ირლანდიური ყავაირლანდიური ყავა არის ძალიან სასიამოვნო გემოს მქონე ყავა ბევრი ვარიანტებით. ერთი-ერთი ვერსიით იგი გამოიგონეს 1940 წელს. ერთ ცივ ღამეს ამერიკული თვითმფრინავი მივიდა ირლანდიის ერთ პატარა სოფელში. თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს თითქმის მთელი სხეული გაყინული ჰქონდათ. ახლოს მდებარე რესტორანში შეფი მოემსახურა მათ ცხელი ყავით და თითო ჭიქაში დაამატა ცოტაოდენი არაყი. ასე შეიქმნა ირლანდიური ყავა. ახლა კი ვისწალოთ ამ განთქმული ყავის გაკეთება.

ინგრედიენტები ირლანდიური ყავისთვის:

  • 500 მლ ცხელი ყავა
  • 4 ჭიქა ვისკი (სპეციალური საზომი)
  • 4 ჩაის კოვზი შაქარი
  • 300 მლ კრემი
  • ცხელი წყალი
  • შოკოლადი (სურვილის მიხედვით)

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 1:

დაამზადეთ ყავა საკუთარი გემოვნებით

ყავა

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 2:

ჩაასხით კრემი ჯამში და მსუბუქად მოურიეთ სანამ იგი არ ჩამოედინება წვეთ-წვეთად კოვზიდან.

  • თუ გსურთ დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი შაქარი იმისთვის რომ კრემი იყოს მდგრადი და  არომატული

კრემი

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 3:

გააცხელეთ ჭიქა. იმისთვის რომ ის არ გატყდეს დაიჭირეთ ის ცხელი გამდინარე  წყლის ქვეშ.

ჭიქა

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 4:

თითოეულ ჭიქაში ჩაყარეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, იმისთვის რომ ყავა იყოს უფრო ტკბილი.

ყავსფერი შაქარი

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 5:

ჩაასხით ერთი საზომით ვისკი და მოურიეთ.

ვისკი

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 6:

დაამატეთ გამზადებული ყავა (ნაბიჯი 1) დაახლოებით 15მმ ჭიქის ზემოდან. მოურიეთ შაქარი, ვისკი  და ყავა.

  •  არ დაგავიწყდეთ დატოვოთ ადგილი კრემისათვის.

მზა ყავა

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 7:

შეავსეთ დარჩენილი ადგილი კრემით.

  • არ მოურიოთ! კრემმა უნდა იტივტივოს ზედაპირზე.

ყავა კრემით

ირლანდიური ყავა – ნაბიჯი 8:

ყველაფერი მზადაა. თუ ყავას დაუმატებთ თქვენს საყვარელ შოკოლადს, იგი იქნება ექსტრემალურად გემრიელი.

მომზადებულია wikihow.com-ის მასალების მიხედვით

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.