საყვარელი მოცვი ზაფხულის ნამდვილი განძია. მოცვის სეზონი იმდენად მოკლეა, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ სიამოვნების მიღებას მისი მირთმევით.ერთ-ერთი გზაა მადისაღმძვრელი მოცვის ღვეზელის გამოცხობა,რომელსაც ყველა მოუთმენლად დაელოდება. ტკვილი მოცვის შიგთავსი და ჰაეროვანი ცომი ამ ღვეზელს ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის. ეს სტატია ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით თუ როგორ გამოაცხოთ მოცვის ღვეზელი .
ინგრედიენტები:
- ორი ღვეზელის ცომი
- 4 ჭიქა მოცვი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 1/4 ჭიქა სიმინდის ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი ახალი ლიმნის წვენი
1.გააცხელეთ ღუმელი 204 გრადუსზე. გაამზადეთ ცომის ორმაგი ფენა.
2. აურიეთ მოცვი სხვა ინგრედიენტებთან. მიღებული ნარევი ჩაასხით გამზადებულ ცომში.
3. დააფარეთ დარჩენილი ცომის ნაჭერი. ჩაკეცეთ გვერდებში და კარგად დაამაგრეთ. ცომის ზედა ნაწილი გაჭერით.
4. გამოაცხვეთ დაახლოებით 50-60 წუთი ან იქამდე,სანამ ოდნავ არ გაყავისფრდება. მოცვის ღვეზელის შიგთავსი ბუყბუყს დაიწყებს გაჭრილ ადგილებში,როდესაც ის გამზადდება.
მზადაა!!
You must log in to post a comment.