უგემრიელესი ჩიზქეიქი ფაფუკია და ნაღების გემო აქვს. თუმცა მის დასამზადებლად უნდა ვიცოდეთ ცხობის რამდენიმე საიდუმლო. თუ გინდათ გემრიელი ჩიზქეიქის გამოცხობა, მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
ინგრედიენტები:
კვერისთვის:
- 2 ჭიქა ( 475 მლ) დაფხვნილი კრეკერი “გრაჰამი”
- 2 ჭიქა შაქარი
- მწიკვი მარილი
- 70 გ ნაღების კარაქი
გულისთვის:
- 900 გრ კრემ–ყველი
- 1 1/3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- მწიკვი მარილი
- 2 ჩ.კ. ვანილი
- 4 მსხვილი კვერცხი
- 2/3 ჭიქა არაჟანი
- 2/3 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
ზედა ფენისთვის:
- 2 ჭიქა არაჟანი
- 1/3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ.კ. ვანილი
- 340 გ. ჟოლო
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/2 ჭიქა წყალი
კვერის დამზადება:
ნაბიჯი 1 : ჩიზქეიქი მზადდება გამოსაცხობ ლანგარზე, რომელიც მოთავსებული უნდა იქნას წყლიან ჭურჭელში, რომ არ მოხდეს ნამცხვრის გახმობა ან დასკდომა. იმისთვის რომ წყალი არ მოხვდეს გამოსაცხობ ლანგარში, აუცილებელია მისი ფოლგაში გახვევა.
ნაბიჯი 2:
გავახუროთ ღუმელი 175 C° –ზე . ჩადეთ გისოსებიანი ლანგარი ღუმელის მესამედში.
ნაბიჯი 3:
კრეკერი გრაჰამი მოვათავსოთ ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში და ავურიოთ სანამ არ დაქუცმაცდება. მოვათავსოთ დიდ ჯამში და ავურიოთ შაქართან და მარილთან ერთად. შემდეგ დავამატოთ დამდნარი კარაქი. ხელის ან კოვზის საშუალებით გაიგეთ თანაბრად არის თუ არა განაწილებული.
ნაბიჯი 4:
მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარში მასის 3/4 . 1/4 ნაწილი უნდა შეინახოთ იმ შემთხვევისთვის თუ დარჩება ნახვრეტი. იმისთვის რომ მასა თანაბარ დონეზე იყოს, ჩვენ თითებით უნდა გავასწოროთ.
ნაბიჯი 5:
შევდოთ მასა ღუმელში 10 წუთით. გამოვიღოთ და გავაციოთ მაგიდაზე. შემდეგ დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურა 176 C° მდე.
გულის დამზადება:
ნაბიჯი 1:
ათქვიფეთ კრემ–ყველი მიქსერით. დავჭრათ ნაწილებად რომ უფრო კარგად აითქვიფოს. ვთქვიფოთ დაახლოებით 4 წუთი, სანამ ის არ მიიღებს კრემის სახეს.
ნაბიჯი 2:
დავამატოთ კრემ–ყველს შაქარი და ათქვიფეთ 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ მარილი და ავთქვიფოთ წუთის განმავლობაში, იგივე გავიმეოროთ ვანილზეც. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და ნაღები და ვთქვიფოთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი.
ჩიზქეიქის დამზადება:
ნაბიჯი 1:
მოათავსეთ გამოსაცხობი ლანგარი დიდ და მაღალ ლითონის ლანგარში.
ნაბიჯი 2:
დავასხათ გული კრეკერის ცომს, ისე რომ ის მთლიანად დაიფაროს. გაანაწილეთ გული თანაბრად.
ნაბიჯი 3:
ჩაასხით ორი ლიტრი ადუღებული წყალი ლითონის ლანგარში. წყალი შეასრულებს ორთქლის აბანოს ფუნქციას ჩიზქეიქისთვის.
ნაბიჯი 4:
გამოაცხვეთ ცომი 163 C° –ზე 1 1/2 საათი. გამორთეთ ღუმელი და გამოაღეთ კარები ცოტაზე რომ ნამცხვარი გაცივდეს. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ცომის დასკდომას. შემდეგ დავაფაროთ ფოლგა და შევინახოთ მაცივარში 4 საათი ან მთელი ღამით.
ზედა ფენის გამზადება:
ნაბიჯი 1:
საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ არაჟანი. აურიეთ შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად.
ნაბიჯი 2:
ჩავყაროთ ჟოლო, შაქარი და წყალი პატარა ქვაბში და ავსრისოთ მანამ სანამ არ გახდება პიურესავით. წამოადუღეთ ჟოლოს მასა და თან ურიეთ სანამ არ გასქელდება, შემდეგ გააციეთ.
ნაბიჯი 3:
გამოიღეთ მაცივრიდან ფოლგიანი ლანგარი, ამოვიღოთ ცომი. შემდეგ დადეთ სინზე, წაუსვით არაჟნიანი კრემი და მოასხით ჟოლოს სოუსი.
გემრიელად მიირთვით !!!
სტატია მომზადებულია wikihow-ს მიხედვით
You must log in to post a comment.